ანდრე გომეში: თავს ცუდად ვრძნობ... ქუჩაში გასვლის მრცხვენია...

ანდრე გომეში: თავს ცუდად ვრძნობ... ქუჩაში გასვლის მრცხვენია...

"ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში, რომელიც კატალონიური გუნდის გულშემატკივართა სტვენის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თავის ყოფაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავს ცუდად გრძნობს.

"მოედანზე თავს კარგად არ ვგრძნობ. სიამოვნებას ვერ ვიღებ იმისგან, რასაც ვაკეთებ.

პირველი 6 თვე ძალიან კარგი იყო, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შესაძლოა, არასწორი სიტყვა შევარჩიე, მაგრამ ყველაფერი ჯოჯოხეთად იქცა, რადგან ჩემზე ზეწოლა გაძლიერდა.

ზედმეტად ბევრი ფიქრი ზიანს მაყენებს, რადგან ცუდ რაღაცეებზე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები გვერდით მიდგანან, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მინდოდა.

ქუჩაში გასვლის მრცხვენია." - ციტირებს გომეშის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Bojan29
    სტუმარი [?]
    #1 12 მარტი 2018 17:21
    0
    მაინც არ უნდა დაუსტვინონ, ხეს უთხრეს გახმი, გახმი - და გახმაო.

    არ არის ისედაც გამხმარი, შეუძლია