"ბარსელონამ" სატრანსფერო ბიუჯეტს 38 მილიონით გადააჭარბა

"ბარსელონამ" სატრანსფერო ბიუჯეტს 38 მილიონით გადააჭარბა

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ლივერპულიდან" ფილიპე კოუტინიო უკანასკნელი თანხების მობილიზაციით შეიძინა.

გასულ ზაფხულში ცნობილი იყო, რომ "ბარსელონას", მიმდინარე სეზონში, ტრანსფერებისთვის, 60 მილიონი ევრო ჰქონდა გამოყოფილი. ამას ემატებოდა ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსული თანხა.

კატალონიურმა კლუბმა, ნეიმარისა და კრისტიან ტელიოს გაყიდვით, 226 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსფერო ბიუჯეტმა 286 მილიონი ევრო შეადგინა.

კოუტინიოს ტრანსფერის გათვალისწინებით, "ბარსელონამ", მიმდინარე სეზონში, უკვე 312 მილიონი ევრო დახარჯა. ამას დავუმატოთ იერი მინას ტრანსფერი, რომელშიც კატალონიელები 12 მილიონ ევროს გადაიხდიან. გამოდის, რომ "ბარსა" 324 მილიონს ევროს დახარჯავს, რაც დასაშვებზე 38 მილიონი ევროთი მეტია.

"ბარსელონას" სხვაობის ანაზღაურება ფეხბურთელების გაყიდვით მოუწევს. წასვლის კანდიდატები ანდრე გომეში, არდა თურანი, ხავიერ მასკერანო, ალეიშ ვიდალი და ჟერარ დეულოფეუ არიან.

"ბარსელონას" ფინანსურ პრობლემებს ისიც ამძაფრებს, რომ იკლო მუზეუმიდან და "კამპ ნოუს" ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხებმა, ხოლო ახალი სპონსორების მოძიება კატალონიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ჭირს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 10 იანვარი 2018 02:10
    0
    არასწორი ინფორმაცია ბარსამ ნემოს და ტელიოში აიღო 226 მილიონი დაუმატეთ 60 მილიონი, რაც ჯამში გვაძლევს 286 მილიონს, 105 დემბელეში , 12 დელოუფეში, 32 სემედუ, 120 კოუ .12 მინი. ჯამი გამოდის 281 მილიონი. ბონუსები არ ითვლება იმტო რო როდის გადაიხდება არავი იცის. ასე რომ კიდევ 7 მილიონი მორჩათ . თან მინი ჯერ ნაყიდი არ არის.
    I-N-I-E-S-T-A 8
    სტუმარი [?]
    #4 10 იანვარი 2018 01:41
    0
    ციტატა: Berlinetta♥
    აუ ამათი გჯერათ .. ბარსა ყოველთვის 60 მილიონს ყოფს ტრანსფერებისგვის, აბა ხოარ გამოაცხადებს 200 მილიონი გადავდეთო .. მერე აეწევა გველას ფასი ... სამოცი არა 40 კიდე ... ნეიმარში აღებულ ფულს ტრანსფერების გარდა კიდევ სხვა პროექტებშიც დავხარჯავო ხო თქვა , ეგეც იმიტომ გააკეთა რომ ხალხმა კატასტროფული ფასი არ მოითხოვოს ტავის ფეხბურთელში .. მაგრამ მაინც ვერ აირიდა ეს ყოველივე ... ბართომეუ შეიძლება ბევრ რამეში არიფია მაგრამ ბიზნესს ნუ ასწავლით .. ფჯნანსურ კრიზისში არასოდეს შეიყვანს კლუბს ..

    erterti udzlieresi mag sakitxshi achkeba
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 იანვარი 2018 01:33
    0
    აუ ამათი გჯერათ .. ბარსა ყოველთვის 60 მილიონს ყოფს ტრანსფერებისგვის, აბა ხოარ გამოაცხადებს 200 მილიონი გადავდეთო .. მერე აეწევა გველას ფასი ... სამოცი არა 40 კიდე ... ნეიმარში აღებულ ფულს ტრანსფერების გარდა კიდევ სხვა პროექტებშიც დავხარჯავო ხო თქვა , ეგეც იმიტომ გააკეთა რომ ხალხმა კატასტროფული ფასი არ მოითხოვოს ტავის ფეხბურთელში .. მაგრამ მაინც ვერ აირიდა ეს ყოველივე ... ბართომეუ შეიძლება ბევრ რამეში არიფია მაგრამ ბიზნესს ნუ ასწავლით .. ფჯნანსურ კრიზისში არასოდეს შეიყვანს კლუბს ..
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    CoutinhO7.
    სტუმარი [?]
    #2 10 იანვარი 2018 01:15
    0
    ვერ გავიგე რატო არ შეუძლია ბარსელონას რომ კონტრაქტი გაუწყვიტოს თურანს ? ეგ თურქკ @ლე არაფრისგან იღებს ფულს, აჩკებიანს შიქ თვალებში ხოარააქ ტოო ?
    [?]
    #1 10 იანვარი 2018 00:53
    0
    ხოდა მაგას ვამბობ გრიზმანის ტრანსფერი გუნდს დაღუპავს. ეხლა ერთი 70 უნდა გააკეთონ გაყიდვებით თორე პიზდეც