გვარდიოლა: "ბარსელონას" ვინც აკრიტიკებს, მალე ინანებს"

გვარდიოლა: "ბარსელონას" ვინც აკრიტიკებს, მალე ინანებს"

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც "მანჩესტერ სიტის" წვრთნის, მშობლიური კლუბის სიტუაციაზე ისაუბრა.

"თუ დღესდღეობით ფეხბურთში არსებობს ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლებელის გაკეთება შეუძლია, ეს "ბარსელონაა". "ბლაუგრანა" კვლავ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ეს კლუბი ბოლო 10 წელიწადია მსოფლიო ფეხბურთში დომინირებს.

რაც პარიზში მოხდა, ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, ამ სპორტის სახეობაში ყველაფერია შესაძლებელი.

ლუის ენრიკეს და მის ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ და გირჩევთ, მათ კრიტიკას მოეშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ინანებთ და მალე მიხვდებით, რომ ცდებოდით." - განაცხადა გვარდიოლამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kvachi
    სტუმარი [?]
    #1 17 თებერვალი 2017 19:22
    0
    შენშემოგევლე გული მოვიფქანე ყვირილით ვკითხუობდი ამ სტატიას ! ლუბოი ინანებთ ბიჯო ბარცას ვინც ერთხელ მაინც დასცინა ! წინ ბარცა წინ კატალონია !!! მსოფლიოშ პირველები ხართ თქვენ ! ჩვენ თქვენ გვიყვარხარ ბარსელონა !!!