workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ბაიერი”. ფაქტები და ციფრები

”ბარსელონა” – ”ბაიერი”. ფაქტები და ციფრები

”ბაიერის” განადგურება ანგარიშით 7:1 კატალონიური გუნდისთვის საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგაში. გთავაზობთ ამ შეხვედრის სხვა საინტერესო ფაქტებს.

 – ამ შედეგით ”ბარსელონამ” საკუთარი რეკორდი გაამჯობესა. კატალონიელებს დამარცხებული ჰყავთ ”ცსკა” (სოფია) ანგარიშით 6:2.

 – ევროპის ტურნირებში ”ბარსას” საუკეთესო შედეგით გამარჯვება 8:0 არის. ამ ანგარიშით კატალონიელებმა დაამარცხეს ”აპოლონ ლიმასოლი” (კვიპროსი) და ”მატადორ პუჩოვი” (სლოვაკეთი).

 – ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ”ბარსელონას” გოლის გატანი საშუალო მაჩვენებელი მატჩში 3.75 გოლს შეადგენს.

 – ლევერკუზენის წინააღმდეგ ”ბარსელონას” ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 77% შეადგინა.

 – პეპ გვარდიოლას შეგირდებმა 1005 გადაცემიდან 900 ზუსტად შეასრულეს. შედარებისთვის, ”ბაიერმა” სულ 212 გადაცემა გააკეთა.

 – ყველაზე ზუსტი მეპასე სესკ ფაბრეგასი იყო, რომელმაც 131 პასიდან ზუსტად 117 შეასრულა.

 – მესიმ კარში დარტყმული 6 ბურთიდან 5 გოლად აქცია. გუნდები საერთოდ ძალიან ეფექტურები იყვნენ, რადგან ”ბარსამ” კარში სულ 10-ჯერ დაარტყა, ”ბაიერმა” კი ერთადერთი დატყმა გამოიყენა და გოლი გაიტანა.

 – უკვე 1/8 ფინალურ ეტაპზე ლეო მესიმ საკუთარი შარშანდელი მიღწევა გაიმეორა და 12 გოლი გაიტანა. ეს კი ჩემპიონთა ლიგის რეკორდია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward