workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”გვარდიოლას ეპოქა”

”გვარდიოლას ეპოქა”

 

 ყველაფერი 2007-08 წლების წარუმატებელი სეზონის შემდეგ დაწყო, როდესაც მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს ფრანკ რაიკარდი და მის ადგილას ხოსეპ გვარდიოლა დანიშნეს. ახალ მენეჯერის მოსვლას კლუბში დიდი ცვლილებები მოჰყვა , გუნდი დატოვა 10-მა ფეხბურთელმა , მათ შორის იყვნენ : დეკუ და რონალდინიო . ამ ტრანსფერების შემდეგ შემოსავალმა 49,500,000 €-ს მიაღწია. ცხადია ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ საჭირო იყო ახალი ფეხბურთელების შეძენა , ამიტომაც გამოყვეს 90 მილიონი ევრო და შეიძინეს ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან: პინტო, კასერესი, ენრიკე, დანი ალვესი, ჰლები და კეიტა. ასევე “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოისყიდეს, შინ დააიბრუნეს ხერარდ პიკე და სარეზერვო გუნდიდან დააწინაურეს სერხიო ბუსკეტსი . კატალონიელმა თავკაცმა დაიწყო ჩავის, ინიესტასა და მესის გარშემო ახალი გუნდის შენება, ახალი სათამაშო სტილით “tiki-taka”-თი ,რომელიც მოკლე გადაცემებსა და ბურთის სრულ ფლობაზეა დაფუძნებული. – ასე დაიწყო გვარდიოლას ერა ბარსელონაში.
 2008-09 წლების სეზონი გვარდიოლასათვის პირველი და ძალზედ წარმატებული გამოდგა. ლა ლიგის “სტარტი” გვარდიოლას გუნდმა ძალიან არადამაჯერებლად აიღო , პირველი ორი ტურის შემდეგ მათ მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს, ამის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა და გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობდა: 19 მოგება და მხოლოდ 2 ფრე . მაგრამ ეს წარმატებული სერია 24-ე ტურში შეწყდა როდესაც “ნოუ კამპზე” ბარსელონურ დერბიში “ესპანიოლმა” (1-2) სძლია მასპინძელს და შინ 3 ქულა წაიღო, ამას კვლავ მარცხი მოჰყვა “ვისენტე კალდერონზე” “კატალონიელები” მძიმე ბრძოლაში დამარცხდნენ მადრიდის “ატლეტიკოსთან” (4-3). მადრიდელებთან მარცხის შემდეგ სიტუაცია კვლავ გამოსწორდა , ჩემპიონობა გვარდიოლამ “ელ კლასიკოში” მადრიდის “რეალთან” ისტორიული გამარჯვებით (2-6) გაინაღდა და პირველივე წელს დაეუფლა ესპანეთის უმთავრეს ჩემპიონატს.

2 – 6

 
[media=http://www.youtube.com/watch?v=SM0iy9uQD9A]

 

გვარდიოლას ხელმძღვანელობით კატალონიელებმა “ესპანეთის თასის” ფინალამდეც მიაღწიეს სადაც მეტოქეობას “ბილბაოს ატლეტიკი” უწევდა, პეპის შეგირდებმა ბასკები ( 1-4) ია ია ტურეს, მესის, ბოიანისა და ჩავის გოლებით დაამარცხეს. “ბარსელონა” ამ თასს 25-ედ დაეუფლა, რაც რეკორდს წარმოადგენს . ბოსის მეორე ტიტული …

 

”ბარსა” 4 – 1 ” ბილბაოს ატლეტიკი”

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=oESG12Eeb_A]

 

 ახლა კი შევეხოთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ”ჩემპიონთა ლიგას”. დამეთანხმებით, რომ ეს წელი ”ბარსასთვის” ”ჩემპიონთა ლიგაზე” ძალზე დაძაბული იყო. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. ”ბარსა” არც, თუ ისე რთულ ჯგუფში მოხვდა. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 1/2 ფინალური მატჩი ლონდონის ”ჩელსისთან”. ამ თამაში ბოლო წამამდე ყველას ეგონა, რომ ფინალში ლონდონელები გავიდოდნენ. ყველაფერი კი სხვაგვარად მოხდა. ყველაფერს წერტილი ანდრეს ინიესტას საოცარმა გოლმა დაუსვა. სწორედ მისი გოლით გავიდა ”ბარსელონა” შემდეგ ეტაპზე და ფინალში ”მანჩესტერ უნაიტედს” დაუპირისპირდა.

ინიესტას გოლი

 
 [media=http://www.youtube.com/watch?v=x_i3xuDcAnY]

 

ეს მატჩიც ”ბარსასთვის” არ გამოდგა ადვილი. თამაში ორმხრივ შეტევებში მიდიოდა. უტევდა ორივე გუნდი. ისინი ტოლს ერთმანეთს არაფერში უდებდნენ, მაგრამ საბოლოოდ კატალონიელებმა მაინც მოახერხეს მეტოქის დამარცხება. ეტოოს და ლეოს გოლები ამ მატჩში გადამწყვეტი გამოდგა. ფინალიი ”ბარსას” სასარგებლოდ 2 -0 დამთავრდა. 

 

”ჩემპიონთა ლიგა” (2 – 0 )

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=OzW9A_R60Rs]

 

და ბოლოს – ”სეზონის შეჯამება”

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ectEN-dFMBc]

 

პ.ს. გაგრძელება იქნება….  

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward