workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი: “ძალიან გახარებულები ვართ “ბერნაბეუზე” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ახლა ცხოვრების კარგი პერიოდი გვიდგას. გავედით მოედანზე და ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ ისტორიულ მადრიდის “რეალთან”. დიდებული შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში ვდომინირებდით, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით. მეორე ტაიმში კი სცენარი რადიკალურად შეიცვალა, ჩვენ ლაღად ვიასპარეზეთ. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო: “ბარსა”! საჭიროა ფეხბურთის თამაში იმავე სტილში გავაგრძელოთ, სწორედ ესაა ის, რაც საუკეთესოდ გამოგვდის. ვალდებულები ვართ ვიყოთ მეტოქეზე ძლიერნი. წინ კიდევ 90 წუთია და ჯერ არაფერი დასრულებულა”.

 

დანიელ ალვესი: “შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და უდიდესი სამუშაო გავწიეთ. შეხვედის დებიუტიდანვე ვაგებდით, რაც ფსიქოლოგიურ წნეხს წარმოქმნიდა, თუმცა ეს გუნდი ყველაფერს უმკლავდება. მჯერა, რომ ბოლომდე გვაქვს შეცნობილი საკუთარი ფილოსოფია, რასაც არასდროს შევცვლით, რაც არ უნდა მოხდეს მატჩში. “ბარსა” გაჭირვების დროსაც იზრდება. წინ კიდევ 90 წუთია და იმედი გვაქვს, რომ ფანებს გავახარებთ “კამპ ნოუზე”.

 

სერხიო ბუსკეტსი: “მიუხედავად დღევანდელი გამარჯვებისა, ჩვენ მხოლოდ განმეორებით მატჩში მოგებაზე ვფიქრობთ”.

 

სესკ ფაბრეგასი: “მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. დიდებულია, როცა გოლებს ერიკ აბიდალი და კარლეს პუიოლი იტანენ. ეს  კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ გამარჯვებას”.

 

კარლეს პუიოლი: “კარგად ვიცით, რომ დიდებული გუნდისთვის ზიანის მისაყენებლად საჭიროა ძალიან დიდი შრომა. ჩვენ ბოლომდე გავაკონტროლეთ მეტოქე. ბრწყინვალე შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენს წინაშე წარსდგა ფანტასტიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ჩინებული გუნდი. მუდამ შეტევას ცდილობდნენ, რაც უფრო მეტად სახიფათოს ხდიდა მათ”.

 

ერიკ აბიდალი: “მე “სათასო” ფეხბურთელი ვარ. საფრანგეთში თამაშისასაც მხოლოდ თასზე გავიტანე გოლი. ახლა კი ეს ესპანეთშიც გამომივიდა. “კლასიკოს” ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ჩვენც და “თეთრებიც” მუდამ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გამოვიდნენ მოედანზე და ახორციელებდნენ პრესინგს. თუმცა “ბარსელონამ” ჩვეულ სტილში იასპარეზა და დაძლია ეს ბარიერი. აღვნიშნავ, რომ სამეფო თასი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”.

 

ანდრეს ინიესტა: “ყველა ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებთ. დისციპლინარული კომიტეტი ზოგჯერ იღებს შესაბამის ზომებს, ზოგჯერ – არა. მაგრამ მაინც არ მსურს ამ საკითხს ჩავუღრმავდე. მოედანზე გამოვედით იმიტომ, რომ შესანიშნავი თამაში გვეჩვენებინა. მიუხედავად მატჩის დებიუტში გაშვებული გოლისა, “ბარსამ” იმარჯვა. მგონი, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ამის გაკეთება სულაც არ არის ადვილი”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward