workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ გაიბრწყინებს მესი, თუ რონალდო

ვინ გაიბრწყინებს მესი, თუ რონალდო

ვინ გაიბრწყინებს მესი, თუ რონალდო

ისინი ნამდვილად ორივე საუკეთესო ფეხბურთელები არიან ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მაგრამ დადგა დრო როდესაც საბოლოოდ გაირკვევა ვინაა გამორჩეული დ ვინ იმსახურებს ხალხის მეტ სიყვარულსა თუ პატივისცემას. ყველას აწუხებს ეს კითხვა მსოფლიოს საფეხბურთო წრეებში ვისი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ეს და ვინ გაიბრწყინებს კიდევ ერთხელ – ლიონელ მესი თუ კრისტიანო რონალდო?

ორივე სუპერვარსკვლავი საკუთარ საკლუბო კარიერას ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოწინააღმდეგე ბანაკებში ატარებს და ჯერჯერობით პორტუგალიელი მესისთან შედარების საბაბს არ იძლევა, თუმცა ის უდავოდ დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და რომ არა მისი “ხისტი” ხასიათი და ქედმაღლური დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, ვინ იცის ამხელა ანტიპათია არც კი დაემსახურებინა მსოფლიოს ნეიტრალურ ქომაგთა შორის. ადამიანთა უმრავლესობა “საფეხბურთო მარგალიტებთან” ერთად ფეხბურთელში პიროვნულ ღირსებასაც აქცევს დიდ ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ სტატია საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” გულშემატკივართა საიტზე იწერება ყველაფერი ობიექტურად იქნება აღწერილი, რათა მავანს და მავანს არ მიეცეს საშუალება საკუთარი “მისია” შეასრულოს ამ საიტზე და თავი ირონიული თუ ეგოსიტური გამოხტომებით დაგვამახსოვროს.

ფეხბურთელთა დაპირისპირება და მათ შორის საუკეთესოს გამოვლენაზე კამათი ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მაშინდელი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი იტალიური “მილანის” სუპერვარსკვლავი რიკარდო კაკა გახდა, ლეო მესი მეორე ადგილს, ხოლო კრისტიანო რონალდო მესამე ადგილს დაჯერდა. მათ უმაღლეს კლასზე და დონეზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთი მათგანის კლუბი, არც “მანჩესტერ იუნაიტედი” და არც “ბარსელონა” ფინალში არ გასულან, თუმცა მათ მაინც შეძლეს საუკეთესო სამეულში მოხვედრა.

შემდეგი წელი “რონალდოს წლად” შეგვიძლია მოვნათლოთ, რადგან 2007-2008 წლების სეზონში რონალდუს “მანჩესტერმა” სწორედ “ბარსელონას” გამოთიშვა შეძლო ასპარეზობიდან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში ლონდონის “ჩელსი” დაამარცხა. კრისტიანო რონალდო კი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა, ლიონელ მესიმ და ფერნანდო ტორესმა მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს.

ამას მოყვა 2008-2009 წლის შესანიშნავი სეზონი არგენტინელი სუპერვარსკვლავის კარიერაში, მან შეძლო და კლუბთან ერთად მოიგო ყველა საკლუბო ტურნირი და წლის ბოლოს 6 გუნდურ ტიტულს მოუყარა თავი. ამ წელს შედგა კრისტიანო რონალდოს და ლიონელ მესის უშუალო დაპირისპირება მოედანზე, ეს მოედანი კი რომის “სტადიო ოლიმპიკო” გახლდათ, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდა, ამ ორი ფეხბურთელის “დუელი” კი ლიონელ მესის გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად მისი სიმაღლისა (169სმ.) მან საოცარი თავური გოლი გაუტანა მეკარე ვან დერ საარს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა. ამ ყველაფრის მერე არავის აღარ ეპარებოდა ეჭვი, თუ ვინ გახდებოდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ფიფას გალა დაჯილოდვებაზე მთავარი ტიტული არგენტინელმა დაისაკუთრა, ხოლო მეორე მესამე ადგილები კრისტიანო რონალდომ და ჩავი ერნანდესმა დაიმსახურეს.

ამ ყველაფრით მათი საფეხბურთო დაპირისპირება არ დასრულებულა, სეზონის ბოლოს წლის მთავარი “სატრანსფერო ვვჭრობა” მადრიდის “რეალმა” გააჩაღა და ხელთ 80 მილიონ ევროდ მსოფლიოს ნომერ მეორე ფეხბურთელი იგდო. ამას დაუმატა “მილანის” წამყვანი ფეხბურთელი რიკარდო კაკა, საფრანგეთის საუკეთესო ახლაგაზრდა ფეხბურთელი კარიმ ბენზემა, მსოფლიოს ერთ-ერი სუკეთესო საყრდენი “ლივერპულელი” ჩაბი ალონსო, აგრეთვე “წითლებიდან” გადმოიბირა ალვარო არბელოა და წლის ტრანსფერები “ვალენსიელი” მცველი რაულ ალბიოლის “გათეთრებით” დასრულდა. ეს ყველაფერი სამეფო კლუბს “სულ რაღაც” 264 მილიონი ევრო დაუჯდა.

საბედნიეროდ კიდევ დარჩნენ საუკეთესო ფეხბურთელები ევროპის და მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კლუბებში და დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ბედნიერია ის საფეხბურთო ევროპა სადაც ყველა და ყველაფერი ჯერ კიდევ არ იყიდება.

ბოლო 2009-2010 წლების სეზონში მსოფლიომ იხილა ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს უშუალო საჩემპოინატო თუ საბომბარდირო დაპირისპირება, რაც ნამდვილად სასიამოვნო სანახავი გახლდათ ნებისმიერი რანგისა თუ ასაკის ფეხბურთის ქომაგისათვის. მათ მიიღეს ლა ლიგის მშვენება “ელ კლასიკოებში”, თუმცა რონალდომ დიდი მცდელობების მიხედავად ვერ შეძლო რამე დაეკლო კატალონიური კლუბისათვის, ლიონელ მესი კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანილი გოლით გამოირჩა.
წლის ბოლოს ლიონელ მესი ლა ლიგის ჩემპიონი და ყველა დრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 34 გოლით, ბოლო რამდენიმე მეტჩში შესანიშნავი თამაშით თავი დაგვამახსოვრა კრისტიანო რონალდომ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და პორტუგალიელი 8 გოლით ჩამორჩა ბომბარდირთა დავაში არგენტინელ ფეხბურთელს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიის და არგენტინის ნაკრებებმა არც თუ ისე კარგი შედეგი აჩვენეს და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ორივეს გაუჭირდა, თუმცა ისინი კვლავ იობრძოლებენ იმის დასამტკიცებლად, თუ ვინაა საუკეთესო.

25 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, როგორც ყოველთვის დიდი მოტივაციითა და ამბიციებითაა გამსჭვალული და ბრძოლის ხასიათზეა:

“როდესაც მე ჩამოვკიდებ, საკუთარ ბუცებს ლურსმანზე, მინდა ყველა ისე მომიხსენიებდეს, როგორც ფანტასტიკურ ფეხბურთელს და მე მინდა შევიდე ისტორიაში.”

ლიონელ მესის აზრი კი ასეთია:

“მე უკვე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი კლუბის მაისურით და ვიმედოვნებ იგივეს შევძლებ ნაკრებში თამაშითაც. დიდი სურვილი მაქვს იგივე გავაკეთო საკუთარი ქვეყნისათვის, რაც შევძელი “ბარსელონასთვის” გამეკეთებინა. საკლუბო ტურნირებიდან სანაკრებოზე გადართვა არც თუ ისე რთულია, თუმცა მე ყველა ღონეს ვიხმარ კითხვებზე პასუხები უშუალოდ მოედანზე გავცე და დავამტკიცო თუ რა შემიძლია.”

ბრიტანეთში, მადამ ტუსოს მუზეუმში უკვე ინახება პელეს, დევიდ ბექჰემისა და სტივენ ჯერარდის ცვილის ქანდაკებები. ლეომ ან კრისტიანომ თუ შეძლეს და მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი წელს, მათგან ერთერთის ფიგურას აუცილებლად დაამატებენ ამ სამ ლეგენდარულ ფეხბურთელის ფიგურებს. ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს.

http://www.soccerway.com/

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward