ოჯახის წევრების გარემოცვაში, ცრემლების თანხლებით, ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თავის ისტორიულ კარიერას წერტილი დაუსვა. სამშაბათს გამართული შეხვედრა ლეგენდარული კაპიტნისთვის “ალბისელესტეს” რიგებში რიგით 208-ე და უკანასკნელი გამოდგა.
39 წლის მესიმ ბუენოს-აირესში, ბენინის ნაკრებთან გამართულ საჩვენებელ მატჩში (3-0) სრული 90 წუთი ითამაშა. შეხვედრა მთლიანად იმ ფეხბურთელის გაცილებას მიეძღვნა, რომელსაც უმრავლესობა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს. მესიმ ნიკოლას ოტამენდისა და ნიკო პასის გოლებს გაუკეთა ასისტები, შეხვედრის მესამე ბურთი კი პენალტით თავად შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ოტამენდიმ არგენტინის შემადგენლობაში თავისი 140-ე და ასევე გამოსამშვიდობებელი მატჩი ჩაატარა.
არგენტინაში ამ მატჩს მესის “უკანასკნელი ტანგო” უწოდეს, ისტორიული “ესტადიო მონუმენტალი” კი ეროვნული გმირის ნამდვილ სალოცავად იქცა. ტრიბუნები ბოლომდე გაივსო, გულშემატკივრები თავიანთ კერპს ქედს უხრიდნენ და უწყვეტად სკანდირებდნენ: “მესი!”. დაწყებამდე მოედანზე გადაიჭიმა არგენტინის ნაკრების გიგანტური მაისური მე-10 ნომრით, სადაც სახელის ნაცვლად ეწერა: “Gracias” (მადლობა).
მე-10 წუთზე შეხვედრა შეჩერდა და ცოცხალ ლეგენდას მთელმა სტადიონმა ერთწუთიანი ოვაცია მოუწყო, რა დროსაც პიროტექნიკაც აინთო. დღესასწაულს ბენინელი ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, რომლებიც მესის ეხვეოდნენ და ხელს ართმევდნენ.
მატჩამდე ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა, რათა ეროვნულ სტადიონამდე მიმავალი მესის ავტობუსისთვის თვალი ედევნებინათ. ვრცელდებოდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ ასეთი დახვედრით აღელვებული მესი ავტობუსში ცრემლებს ვერ იკავებდა. მის მშობლიურ როსარიოში კი ცაში ვერტმფრენით ატანილი გიგანტური მე-10 ნომერი მაისური დაფრინავდა. არგენტინელთა მთელი თაობები გაიზარდნენ ისე, რომ ეროვნული ნაკრები მესის გარეშე არასდროს უნახავთ – მისი დებიუტი ხომ ჯერ კიდევ 2005 წლის 17 აგვისტოს შედგა.
ჰიმნის გაჟღერებისას ემოციები ვერც მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ შეიკავა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოედანზე მესის გვერდით მისი შვილები – ტიაგო, მატეო და ჩირო გამოჩნდნენ. ტრიბუნიდან ამაყად ადევნებდნენ თვალს ლეოს მეუღლე ანტონელა და დედა სელია. მეკარე ემილიანო მარტინესმა კი ამ დღის აღსანიშნავად თმაზე ასო “M” ამოიპარსა.
საფინალო სასტვენის შემდეგ მესიმ მიკროფონი აიღო და ერს მიმართა:
“დამშვიდობება ძალიან მატკენს გულს. გეფიცებით, ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, სიცოცხლის ბოლომდე აქ ვითამაშებდი, რადგან არგენტინის ნაკრებში თამაში ყველაზე ლამაზი რამაა, რაც კი შეიძლება ადამიანს გადახდეს”.
მესიმ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს, რომლებმაც მისი “ბავშვობის ოცნება” – მსოფლიო ჩემპიონობა აუსრულეს. მან ემოციურად დაამშვიდა თავისი ვაჟი ტიაგო, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა, და პატივი მიაგო გარდაცვლილ მამას, ხორხეს:
“ძალიან მომენატრება ეს ყველაფერი და მომენატრებით თქვენ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ვარ არგენტინელი, ვამაყობ ამით და იმით, რომ ეს ოცნება თქვენთან ერთად ავისრულე”.
მესის გამოსამშვიდობებელ მატჩს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. რონალდინიომ დაწერა, რომ მესიმ “გაგვაღიმა” და თავისი სახელი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ “მთელი მსოფლიოს” ისტორიაში ჩაწერა. ნეიმარმა კი აღნიშნა: “მადლობა, რომ ფეხბურთი კიდევ უფრო მეტად შემაყვარე”.
მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება აგვისტოში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ მიიღო. ლეომ არგენტინის მაისურით ექვს მუნდიალზე იასპარეზა (სამჯერ გავიდა ფინალში და 2022 წელს ჩემპიონი გახდა). ის გუნდს 2011 წლიდან კაპიტნობდა, მოიგო კოპა ამერიკა 2021 და 2024 წლებში და გახდა რეკორდსმენი როგორც ჩატარებული მატჩებით (208), ისე გატანილი გოლებით (126).
სანაკრებო კარიერის დასრულება არ ნიშნავს, რომ მესი ფეხბურთს სრულად ემშვიდობება – ის “ინტერ მაიამის” ღირსებას იცავს, სადაც კონტრაქტი 2028 წლის სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება: მეორე ტაიმში მესის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში ოტამენდიმ გახსნა, უპირატესობა კი ნიკო პასმა ულამაზესი დარტყმით გაზარდა. 70-ე წუთზე კი მესიმ თავისი გამოსამშვიდობებელი საღამო 11-მეტრიანიდან ცხრიანში გატანილი გოლით დააგვირგვინა – მთელი გუნდი თავის კაპიტანს ბოლოჯერ მოეხვია.
ШОК! ЯМАЛЬ В ПСЖ ЗА 350 МЛН?!
https://www.youtube.com/watch?v=6nhYNwSZlB0 — აი ლინკი..
=============================================
🙃🙃🙃
ვინმემ იცით ეს სიმართლეა თუ არა..????????????
ლაპორტას ჩამოკიდებენ სახრჩობელაზე,,,,
პედრომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საერთო ჯამში მაგრად მევასებოდა პედრო, 2011 წლის ფინალშიც კარგად მახსოვს მისი გოლი, თავის საქმეს ყოველთვის ასრულებდა რა.
მადლობა, ლეგენდავ <3
და ბარსელონადა ოფიციალური არაფერი გაჟღერებულა, ეჰჰ რა ცუდია ესეთი რამ..