რობერტ ლევანდოვსკი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს

რობერტ ლევანდოვსკი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს

"ბარსელონას" დღევანდელი ვარჯიში პოლონური სიახლეებით გამოირჩა - გუნდს ვოიცეხ შჩესნი დაუბრუნდა, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკი გამოაკლდა.

ვოიცეხ შჩესნი "ოსასუნასთან" გუშინ გამართული მატჩის (2-0) განაცხადს მიღმა დარჩა, რისი მიზეზიც კუჭის პრობლემები იყო. როგორც ირკვევა, ვეტერანი მეკარე გამოჯანმრთელდა და ის გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა.

"ოსასუნასთან" თამაშში განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა რობერტ ლევანდოვსკი. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ზურგისა და ბარძაყის არეში მცირე ტკივილები იყო. Mundo Deportivo-ს ცნობით 37 წლის პოლონელი, თავის დაზღვევის მიზნით, დღეს გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. ის სავარჯიშო დარბაზში ინდივიდუალურად იტვირთება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 16 დეკემბერი 2025 00:22
    0
    დაბერდა ლევანა მაგრამ მაინც მადლობის მეტი რა გვეთქმის, სიბერის დროს მოვიდა ბარსაში და კლუბის ლეგენდა გახდა
    Culé [?]
    #7 15 დეკემბერი 2025 17:42
    0
    ბებერი ძვლები დაასვენოს, მერე აიწყვიტოს თავისებურად, აბა მიხას თოფა ზვიგენას იმედზე ჩემი მტერი დადგა.
    წევრი [?]
    #6 15 დეკემბერი 2025 13:27
    0
    დაისვენოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 დეკემბერი 2025 21:07
    4
    ლევანდოვსკი მაინც ჯობია ბარსას ყველა ფორვარდს დღეს.
    ფანი [?]
    #4 14 დეკემბერი 2025 20:53
    2
    ციტატა: vaiman . vamsdrane
    ზაფხულში გაუშვან არაბეთში, დავიჯერო 50🍋 არ ღირს არაბული ფასებით ლევანა?

    კონტრაქტი ეწურება რა 50 მილიონი ხუმრობ? 😀
    გულშემატკივარი [?]
    #3 14 დეკემბერი 2025 18:18
    0
    ზაფხულში გაუშვან არაბეთში, დავიჯერო 50🍋 არ ღირს არაბული ფასებით ლევანა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 დეკემბერი 2025 16:57
    5
    დაბერდა მგელი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 დეკემბერი 2025 16:16
    2
    ნუ დატვირთავთ ამას ნამეტანი, მიაღწიოს როგორმე საპენსიო ასაკს.