რაფინიას კომენტარი ოსასუნასთან თამაშის შემდეგ
"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი, "ოსასუნასთან" შეხვედრის (2-0) დუბლის ავტორი, რაფინია მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"ოსასუნამ" კარგად იცის, როგორ დაიცვას თავი და ვფიქრობ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ.
გოლი შეიძლებოდა მე-80 ან 90-ე წუთზე გაგვეტანა, ან სულაც პირველ წუთზე, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს თამაშის დასაწყისში ძალიან რთული იქნებოდა. მოთმინება უნდა გამოგვეჩინა.
ვფიქრობ, სიტუაცია კარგად მიდის. საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. თუ ჩვენ საქმეს კარგად გავაკეთებთ, სხვა არაფერზე ვიდარდებთ.
ეს გამარჯვებები თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გოლის იამალთან აღნიშვნის მნიშვნელობა? გულწრფელად გითხრათ, ეს არაფერს ნიშნავს. ამას უკვე დიდი ხანია ვაკეთებთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 3 ]