ლევანტე 2-3 ბარსელონა | ქამბექი სიუტატ დე ვალენსიაზე

ლევანტე 2-3 ბარსელონა | ქამბექი სიუტატ დე ვალენსიაზე

ბარსელონა ლა ლიგის მე-2 ტურში ლევანტეს ესტუმრა და 3-2 დაამარცხა.

ბარსამ პირველი ნახევარი 0-2 წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია გამოასწორა. ქამბექი პედრი გონსალესმა დაიწყო, რომელმაც შორიდან, უძლიერესი დარტყმით, ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მალევე, ფერან ტორესმაც შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს წუთებზე კი ლამინ იამალის ჩაწოდება უნაი ელგესაბალმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ჰანსი ფლიკის შეგირდებმა მოიგეს.

ლევანტე 2-3 ᲑᲐᲠᲡᲔᲚᲝᲜᲐ
⚽️ 1-0 | რომერო 15’ (ლევანტე)
⚽️ 2-0 | მორალესი 45+7' (ლევანტე)
⚽️ 2-1 | პედრი 49’ (ბარსელონა)
⚽️ 2-2 | ტორესი 52' (ბარსელონა)
⚽️ 2-3 | ელგესაბალი (ავტოგოლი) 90+1’ (ბარსელონა)

ამგვარად, ბარსელონას 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში გუნდი გასვლაზე რაიო ვალიეკანოს დაუპირისპირდება (31 აგვისტო, 23:30).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 აგვისტო 2025 23:45
    1
    პედრის გოლი საოცრებაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 აგვისტო 2025 13:04
    0
    ციტატა: ზებულონი
    რა არის ამდენი გასვლითი მატჩი.სახლში არ გვიშვებენ?

    რომელ სახლში? უკედლო და უჭერო სახლში? დაგავიწყდა რომ სტადიონი მზათ არ არის და ლაპორტამ თავად სთხოვა ლა ლიგას, რომ პირველი თამაშები სტუმრად გვათამაშონ სანამ სტადიონი გაიხსნება. მონჟუიკი არ გვიქირავებია და ეხლა იქ კონცერტებია დაგეგმილი.
    Culé [?]
    #2 24 აგვისტო 2025 10:15
    2
    დედას მოიხნავენ მსაჯები ამ სეზონში რომ ლა ლიგა ვეღარ დავდოთ
    წევრი [?]
    #1 24 აგვისტო 2025 06:42
    1
    რა არის ამდენი გასვლითი მატჩი.სახლში არ გვიშვებენ?