ესპანეთმა საქართველო 3-1 დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთმა საქართველო 3-1 დაამარცხა.
ანგარიში მე-4 წუთზე რობინ ლე ნორმანმა (ფერან ტორესის ასისტით) გახსნა. წონასწორობა მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, თუმცა "ფურია როხამ" მეორე ნახევარში მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა: 55-ე წუთზე ფერან ტორესმა თავური დარტყმით ესპანეთი კვლავ წინ გაიყვანა, 72-ე წუთზე კი ლამინ იამალის ჩაწოდების შემდეგ ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ესპანეთის ნაკრები 21 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე პოზიციაზე გასულ შოტლანდიას 17 ქულა აქვს. ნორვეგია, საქართველო და კვიპროსი კი ჯგუფში ჩარჩნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]