ჰანსი ფლიკი ჟირონასთან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ჟირონასთან" გამარჯვების (4-1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ცვლილებები პოზიტიური იყო. დაღლილი ფეხბურთელები გვყავს და სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ.
მიყვარს, როდესაც ფეხბურთელებს მუდმივად გატანა სურთ. ეს მენტალიტეტი ძალიან მომწონს.
გარსია ბრწყინვალეა. ის პროფესიონალია და ძალიან ბევრს შრომობს. ერიკს რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც ძალიან დადებითია.
ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. გუნდი ძალიან მოტივირებულია.
ელ კლასიკომდე კიდევ დიდი დროა. ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ, რაც მარტივი არ იქნება. ვიცი, რომ ლევანდოვსკის პიჩიჩის მოგება სურს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. სეზონის დასაწყისში რობერტს სრული ნდობა გამოვუცხადე.
რაფინიამ დისკომფორტის გამო არ ითამაშა. მან მითხრა, რომ ბოლომდე მზად არ იყო. ვიმედოვნებ, ოთხშაბათს საუკეთესო ფორმაში იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]