ფრენკი დე იონგი ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა

ფრენკი დე იონგი ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა

ფრენკი დე იონგს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია. აშკარაა, რომ ნიდერლანდელი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, მაგრამ ბოლო პერიოდში მას ჰანსი ფლიკისგან სათამაშო დრო საკმაოდ ეძლევა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დე იონგი პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და მის პოტენციალში ეჭვი არასდროს ეპარებოდა. ბარსას პრეზიდენტს სურს, ფრენკის ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს.

კატალონიური პრესის ცნობით, ბარსელონა დააკვირდება, დე იონგი მომდევნო თვეებში როგორ ითამაშებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ ის შეინარჩუნოს, ლაპორტა თავის წილ საქმეს გააკეთებს.

"ბლაუგრანამ" ფრენკი დე იონგი 2019 წელს, €86 მილიონად შეიძინა. ამ დრომდე, ნიდერლანდელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 235 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 22 ასისტი მიითვალა. მან გუნდთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერ თასი (2X) მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 თებერვალი 2025 00:56
    0
    ქერები ევასება თუ რაში გამოიხატება ამის ფავორიტობა? ხელფასი დაიკლოს და ფლიკი მოხოდავს, კლასნია, მიყვარს, მაგრამ იმაზე ძვირი ჯდება ვიდრე უნდა გვიჯდებოდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 თებერვალი 2025 17:32
    0
    მე ვიცოდი, რომ 75-ად იყიდეს, რომელია სიმართლე ახლა ვინ იცის?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 თებერვალი 2025 15:50
    0
    ფლიკი ამას ალბათ ხელფასის დაკლებაზეც დაითანხმებს.
    ფანი [?]
    #3 9 თებერვალი 2025 15:21
    0
    ციტატა: Levani
    Რაცარუნდა იყოს მაინც კლასნია როტაციაში ამაზე უკეთეს ვერავის მოვიყვანთ პროსტა ეგ არის რო ძალიან დიდი ხელფასი აქვს. Გასაშვებათ არ მემეტება კონტრაქტი რო გაახანგრძლივოს და ხელფასი დაიკლოს კარგი იქნებოდა

    მუსიალაში თუ გაგვიცვლიან ოდნავაც არ დამწყდება გული. ისე წასასვლელად მეც მენანება
    წევრი [?]
    #2 9 თებერვალი 2025 14:27
    0
    Რაცარუნდა იყოს მაინც კლასნია როტაციაში ამაზე უკეთეს ვერავის მოვიყვანთ პროსტა ეგ არის რო ძალიან დიდი ხელფასი აქვს. Გასაშვებათ არ მემეტება კონტრაქტი რო გაახანგრძლივოს და ხელფასი დაიკლოს კარგი იქნებოდა
    ფანი [?]
    #1 9 თებერვალი 2025 14:16
    1
    ბაიერნს შესთავაზონ და დაუმატონ ფული მუსიალაში. 2026ში კონტრაქტის ვადა ეწურება ჯამალს. ამ
    ზაფხულს თუ არ გაახანგრძლივა, მერე უფასოდ შეიძლება დაკარგონ. დე იონგს + ფული არ
    უნდა იყოს ცუდი შეთავაზება. ფაბრიციომაც დაწერა ბარსას საოცნებო ტრანსფერია მუსიალაო. აი ოღონდ ეგ მოიყვანონ და საშუალოდ თუ 4 გოლი არ დავდოთ თამაშში)) პროსტა ისეთ შოუებს დადგავენ ეგ და პედრი დაა..ლევებენ მთელი მსოფლიოს