ესპანეთის U19 ნაკრებში 4 ბლაუგრანელი მოხვდა

ესპანეთის U19 ნაკრებში 4 ბლაუგრანელი მოხვდა

 

კატალონიის "ბარსელონას" 4 ფეხბურთელი ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატზე გამოვა...

 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით "ბარსას" 4 ფეხბურთელი გამოვა. ხულენ ლოპეტეგის გუნდში მოხვედრა სერხი გომესმა, რაფა ალკანტარამ (ტიაგოს ძმამ), ხერარდ დელუფეუმ და ხავი ესპინოსამ მოახერხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდული "რეალის" გუნდიდანაც 4 ფეხბურთელია გამოძახებული.

 

"ბარსადან" გამოძახებული ფეხბურთელები ხულენის გუნდს 4 ივლისს, მადრიდში შეუერთდებიან. რუმინეთში გასამგზავრებლად მზად 18 ფეხბურთელია – ჩემპიონატი ბუხარესტში ტარდება. იგი სტარტს 16 ივლისს იღებს. ესპანელები "ბ ჯგუფში" ბელგიასთან, სერბეთთან და თურქეთთან ერთად მოხვდნენ. სადებიუტო მატჩი ბელგიასთან 20 ივლისს გაიმართება. შემდეგი შეხვედრა სერბეთთან , 23 ივლისს იქნება, ხოლო 26 ივლისს ესპანელები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ. 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრები 29 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალი პირველ აგვისტოს ჩატარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.