ჟოაუ კანსელუ: ცუდი თანაგუნდელი არასდროს ვყოფილვარ

ჟოაუ კანსელუ: ცუდი თანაგუნდელი არასდროს ვყოფილვარ

ჟოაუ კანსელუმ პორტუგალიურ გამოცემა A Bola-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

პსჟ-სთან შეხვედრა:

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია. პსჟ-ს დიდებული ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ძალიან ვაფასებ. რთული დაპირისპირება გველის, მაგრამ ჩვენ "ბარსელონა" ვართ, შევეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და მოვიგოთ.

"ბარსელონაში" ტრანსფერი:

"ბარსელონაში" გადმოვედი, ხელფასი შევიმცირე და ეს საერთოდ არ მაწუხებს. ეს "ბარსაში" გადმოსვლის მესამე შანსი იყო და საბოლოოდ აქ ვარ. იტალიაში, ინგლისსა და გერმანიაში ტიტულები მოვიგე და მინდა, შემდეგ სეზონშიც აქ ვიყო, რათა ესპანეთშიც იგივეს მივაღწიო.

ჩემპიონთა ლიგის მოგება:

აქ მოსვლის შემდეგ ეს ჩემი ოცნებაა, სრული უფლება გვაქვს, რომ ამაზე ვიოცნებოთ. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ დიდი მომავლით, ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ. ამიერიდან ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მივუდგებით თითოეულ თამაშს. შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წავა.

"ბარსას" ახალგაზრდები:

ლამინი, კუბარსი, ფერმინი, გიუ, ფორტი სეზონის დაწყების შემდეგ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და გამოწვევებისთვის ნამდვილად მზად არიან.

"ბარსაში" თამაშის სირთულე:

ვგრძნობ, რომ "ბარსელონაში" თამაში მენტალურად ძალიან რთულია. ფანები ძალიან მომთხოვნი არიან.

მბაპესთან შეხვედრა:

მბაპე არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის შედის. 

ჩავი:

არ ვფიქრობ, რომ ჩვენი კარგი თამაში ჩავის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რადგან მწვრთნელს ჩვენთან ყოველთვის სწორი დამოკიდებულება ჰქონდა. ვფიქრობ, ის ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ეს კლუბი ყველაზე მეტად უყვარს.

ჩავი გუნდის ლეგენდაა და ხალხს ზოგჯერ ავიწყდება, რა გააკეთა მან იმისთვის, რომ აქ ყოფილიყო. როდესაც მან "ბარსა" ჩაიბარა, კლუბი საუკეთესო სპორტულ და ეკონომიკურ მდგომარეობაში არ იყო და მან ეს გამოწვევები მიიღო, რაც შექებას იმსახურებს. მას, როგორც ფეხბურთელს, ძალიან ვაფასებდი, ახლა კი მასთან მუშაობის სიამოვნება აქვს. 

მე ძლიერი მენტალიტეტი მაქვს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ გამოვცადე. ცხოვრებას ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ. 

ზეწოლა ზოგზე მეტად მოქმედებს, ზოგზე - ნაკლებად. ის ჩემზე გავლენას ვერ ახდენს, რადგან ბარიერი მაქვს შექმნილი. მას შემდეგ, რაც დედა დავკარგე, იძულებული ვიყავი, სწრაფად გავზრდილიყავი და ოჯახის უფროსი გავმხდარიყავი. ყველას სიტუაცია ასეთი არაა. "ბარსელონა" რთული კლუბია, მაგრამ ეს ჩემი კარიერის კლუბია და აქ ყოფნით დიდ სიამოვნებას ვიღებ. "ბარსაში" თამაში ყოველთვის მინდოდა. 

"სიტიდან" წამოვსლა:

ვფიქრობ, "მანჩესტერ სიტი" ჩემ მიმართ ცოტათი უმადურად მოიქცა, როდესაც გვარდიოლამ თქვა, რომ ჩემი თანაგუნდელების მიმართ დამოკიდებულებით უკმაყოფილო იყო. მე გუნდისთვის არასდროს მიღალატია. ისინი ტყუილებს ამბობენ. ცუდი თანაგუნდელი არასდროს ვყოფილვარ, ეს შეგიძლიათ ნათან აკეს ან რიკო ლუისს ჰკითხოთ. მათთან შედარებით უპირატესობის განცდა არასდროს მქონია, ეს მწვრთნელის აზრია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 მარტი 2024 20:50
    0
    ამის გაშვება არ შეიძლება
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 მარტი 2024 19:35
    0
    ეს აუცილებელი დასატოვია.
    Culé [?]
    #1 25 მარტი 2024 16:00
    2
    ისეთი კომენტარი გააკეთა ეს სიტიში არ დაბრუნდება არასდროს