დამაიმედებელი სტატისტიკა ნაპოლისთან

დამაიმედებელი სტატისტიკა ნაპოლისთან

დღეს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით თამაშს გამართავს. "ბლაუგრანას" მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იქნება.

იტალიაში გამართული პირველი დაპირისპირება 1-1 დასრულდა, რაც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიის გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არ ყოფილა.

"ბარსელონა" და "ნაპოლი" ერთმანეთს მესამედ გადაეყარნენ. წინა ორ შემთხვევაში პირველი თამაში 1-1 სრულდებოდა, საბოლოოდ კი მომდევნო ეტაპზე კატალონიელები გადიოდნენ.

გუნდების პირველი ოფიციალური შეხვედრა 2020 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შედგა. იტალიაში 1-1 თამაშის შემდეგ "ბარსამ" შინ 3-1 მოიგო.

შემდეგ იყო 2022 წელი და ევროპა ლიგის ფლეი ოფის ეტაპი. პირველი დაპირისპირება კვლავ 1-1 დასრულდა, ამჯერად "კამპ ნოუზე", განმეორებით მატჩში კი "ბლაუგრანამ" 4-2 მოიგო.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დღეს ჩავის გუნდისგან ორბურთიანი სხვაობით მოგებას უნდა ველოდეთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 მარტი 2024 21:53
    0
    სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დღეს ჩავის გუნდისგან ორბურთიანი სხვაობით მოგებას უნდა ველოდეთ.

    შენს პირს შაქარი ავტორო, მაგრამ ჩავის ეგეთი სტატისტიკა გაუფუჭებია. კაცი ანტირეკორდების კეთებაში ლიდერია და ამ შანსს ჩააგდებს?
    Culé [?]
    #4 12 მარტი 2024 18:24
    0
    ციტატა: Lasha Tchelidze
    ბარსელონას ფანობა გასაგებია,მაგრამ ეჭვი რანაირად არ გეპარებათ დღეს მოგებაში?!😀 16 წლის იამალია გარდა,ფეხბურთელი არ გვყავს,რომელსაც შეუძლია იქს ფაქტორი გახდეს მაშინ,როდესაც ნაპოლის 2 ეგეთი მოთამაშე ჰყავს🙂ტაქტიკით დაჯაბნის იმედიც არ მაქვს,ჩავის აშკარად არ აქვს ტაქტიკოსის ხედვები

    იმედია ოსიმენზე არ ამბობ იქს ფაქტორი არისო. ეგეთი ლევანდოვსკიც კია, კლასიდან გამომდინარე შეიძლება არაფრიდან გამოაცხოს გოლი.
    წევრი [?]
    #3 12 მარტი 2024 17:45
    0
    ბარსელონას ფანობა გასაგებია,მაგრამ ეჭვი რანაირად არ გეპარებათ დღეს მოგებაში?!😀 16 წლის იამალია გარდა,ფეხბურთელი არ გვყავს,რომელსაც შეუძლია იქს ფაქტორი გახდეს მაშინ,როდესაც ნაპოლის 2 ეგეთი მოთამაშე ჰყავს🙂ტაქტიკით დაჯაბნის იმედიც არ მაქვს,ჩავის აშკარად არ აქვს ტაქტიკოსის ხედვები
    გულშემატკივარი [?]
    #2 12 მარტი 2024 13:25
    2
    მე ეჭვიც არ მეპარება რო დღეს მოვიგებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 მარტი 2024 13:07
    2
    დასაიმედებელი სტატისტიკა კარგია, მაგრამ ამ თამაშის მოგებია და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გასვლით, კლუბი საკმაოდ მსუყე თანხას მიიღებს, რაც ამ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
    --------------------
    GRACIES JOHAN...