დეტალები არაბეთიდან ტერ შტეგენისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე

დეტალები არაბეთიდან ტერ შტეგენისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე

Relevo იტყობინება, რომ არაბულმა კლუბმა "ალ-იტიჰადმა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეთავაზება გაუკეთა.

წყაროს ცნობით, ტერ შტეგენის მოყვანა პერსონალურად რამონ პლანესს სურს. იგი "ალ-იტიჰადის" სპორტული დირექტორია, რომელიც "ბარსაში" 2018-2021 წლებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ თუ გერმანელი "ალ-იტიჰადში" გადავა, მისი თანაგუნდელები ქარიმ ბენზემა და ნ'გოლო კანტე გახდებიან.

ამ ეტაპზე ტერ შტეგენი "ბარსელონაში" თავს კომფორტულად გრძნობს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთიდან მიღებულმა შეთავაზებამ, შესაძლოა, მას სამომავლო გეგმები გადაასინჯვინოს. გარდა ამისა, "ბარსელონას" მომავალ ზაფხულში, სავარაუდოდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვაც მოუწიოს.

გერმანელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში 21 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაუშვა. მან კარი 9-ჯერ შეინახა მშრალად. მისი კონტრაქტი კატალონიელებთან 2028 წელს მთავრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 27 თებერვალი 2024 00:14
    0
    ეგეთ სულელს გავს ტერ შტეგენი, რომ არაბეთში წავიდეს ფულის გამო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 თებერვალი 2024 19:49
    1
    რამდენი უნდა გადაგვიხადონ ამაში, რო მერე ჩვენ მაგის დონე ვინმე ვიყიდოთ? ორჯერ მეტი?
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 თებერვალი 2024 01:26
    2
    გერმანელია, ფულის გამო არაბეთში წამსვლელი არაა. სისულელეა.