ევროპულ ჩემპიონატებზე ჩავის ბარსას სხვა მწვრთნელებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

ევროპულ ჩემპიონატებზე ჩავის ბარსას სხვა მწვრთნელებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" იტალიაში "ნაპოლის" დაუზავდა, ანგარიშით 1-1. სამწუხაროდ, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესისთვის ეს მორიგი მოუგებელი მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე.

ჩავის ხელში "ბლაუგრანამ" ევროპულ ჩემპიონატებზე 15 მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ 6 მოიგო, რაც მოგების 40%-იან მაჩვენებელს ნიშნავს. სამწუხაროდ, ესპანელ თავკაცს კატალონიელთა სხვა მწვრთნელებს შორის, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე, მინიმუმ 10 მატჩი აქვთ ჩატარებული, ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. 

მიუხედავად წარუმატებლობისა, "ბარსელონას" კიდევ აქვს შანსი, რომ სიტუაცია შეცვალოს, "ნაპოლის" ბარიერი დასძლიოს და ჩემპიონთა ლიგაზე უფრო წინ წავიდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 თებერვალი 2024 18:15
    0
    გინდაც აქ მოვუგოთ ეგ ბოლო გაჩერება იქნება, არამგონია დარჩენილებიდან ვინმეს მოუგოს.

    ციტატა: Toka19
    ლიგა მოგვაქვს წელს 😂

    scream scream scream
    Culé [?]
    #4 23 თებერვალი 2024 11:59
    0
    რატო მგონია რო ნახევარფინალამდე ასე რაღაცნაირად ძაღლურად მივლენ😂😂😂
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #3 23 თებერვალი 2024 09:47
    5
    ლიგა მოგვაქვს წელს 😂
    წევრი [?]
    #2 23 თებერვალი 2024 09:18
    5
    ისიც უნდა ითქვას, რომ დანარჩენ მწვრთნელებს მესი ყავდათ
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო
    Culé [?]
    #1 23 თებერვალი 2024 08:38
    5
    ორჯერ გავარდა ლიგიდან ჯგუფურ ეტაპზე და გიკვირთ?