ჩავი ერნანდესის პრესკონფერენცია სელტასთან მატჩამდე

ჩავი ერნანდესის პრესკონფერენცია სელტასთან მატჩამდე

ჩავი ერნანდესმა ვიგოს "სელტასთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.

სატრანსფერო პოლიტიკა ჩვენზე გავლენას არ ახდენს. ნორმალურია, რომ ახალი მწვრთნელები და ფეხბურთელები სახელდება, თუმცა ახლა ერთიანები ვართ.
ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ტაქტიკურად ერთ-ერთი ყველაზე განსწავლულია. რაფაელ ბენიტესს თავისებური მეთოდები აქვს და მიმაჩნია, რომ ისინი იმაზე მეტ ქულას იმსახურებენ, ვიდრე ახლა აქვთ. მათ იციან თუ რას თამაშობენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გასვლაზე ჩვენც კარგად გამოვიყურებით.
კილიან მბაპესა და მადრიდის "რეალის" პოტენციურ კავშირზე არ ვფიქრობთ. ჩვენთვის ახლა მთავარი ისაა, რომ სეზონი კარგად დავამთავროთ და ყველაფერი ეტაპობრივად გავაკეთოთ. მბაპეს შესახებ მეტს ნურაფერს მკითხავთ, მასზე საუბარს არ ვაპირებ.
რომეუ და სერჟი რობერტო დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯში არიან, უნდა დავიცადოთ.
ჩემთვის ყველა თამაში საკვანძოა. "ბარსელონას" უფლება აღარ აქვს, რომ ფეხი კიდევ ერთხელ დაუცდეს, სამი ქულა აუცილებლად ასაღებია. ჩვენ ისედაც ბევრჯერ წავბორძიკდით და უკვე საკუთარ თავებზე აღარ ვართ დამოკიდებულნი.
ფრენკი დე იონგის მომავალი ნათელი და გარკვეულია, ასე არ არის? ის ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობს, გადაწყვეტილებას კი თავად მიიღებს. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ახლა ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ.
"ნაპოლისთან" თამაში ხვალინდელ შემადგენლობაზე გავლენას არ იქონიებს. წინ თითო ნაბიჯს ვდგამთ და ნეაპოლზე საფიქრელად დრო დანამდვილებით გვექნება.
მარკოს ალონსო 2-3 კვირაში დაგვიბრუნდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბალდე გამოგვაკლდა, ის დროს მიიღებდა და ცუდია, რომ ვერ გვეხმარება.
ვცდილობთ, რომ დავარდნილი ხარისხი კვლავ მაღლა ავწიოთ. ჩვენ შეცდომების აღმოსაფხვრელად ვიდეოებს ვამზადებთ, შემდეგ მათ განვიხილავთ და ვვითარდებით.
გავი უნდა დარჩეს და ამ კლუბს მომავალში უკაპიტნოს. ჩემთვის ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.
არ ვიცი ივნისამდე წავალ თუ არა, მაგრამ საქმეს პოზიტიურად ვუყურებ, სხვანაირად აქ ვერ ვიქნებოდი. ახლა ჩვენ ერთიანები ვართ და ყველას ნდობა გვაქვს.
მას შემდეგ, რაც ვთქვი, რომ კლუბს ვტოვებდი, ოდნავ წნეხი მომეხსნა. მეორე მხრივ, დიდ მწუხარებას ვგრძნობ, რადგან ჩემი ოცნების კლუბს ვტოვებ.
დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა არამარტო დაცვაში, ასევე პრესინგის თვალსაზრისითაც. ამ მიმართულებით იგივე ხარისხი აღარ გვაქვს, როგორიც შარშან გვქონდა. მიუხედავად ამისა, განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და საამისოდ კრისტენსენი გვყავს. არ გვსურს, რომ საპასუხო შეტევები იოლად გაგვეპაროს.

- თქვა ჩავი ერნანდესმა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 17 თებერვალი 2024 00:05
    0
    ტერ შტეგენი
    კუნდე-არაუხო-ინიგო მარტინესი-კანსელუ
    დე იონგი-კრისტესტენი-გიუნდოგანი
    იამალი-ლევანდოვსკი-პედრი


    იამალი-რაფინია
    პედრი-როკე
    ინიგო მარტინესი-კუბარსი
    კრისტესტენი-ფერმინი
    გიუნდოგანი-გიუ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #7 16 თებერვალი 2024 19:42
    2
    ციტატა: lukaaa
    კურტუა
    ალფონსო მილიტაო რუდიგერი კარვახალი
    ვალვერდე ჩუამენი
    ბელინგემი
    როდრიგო მბაპე ვინიციუსი

    ზამენა
    ალაბა,ვასკესი,ნაჩო,მენდი
    კამავინგა კროოსი სებაიოსი დიაზი გიულერი
    ენდრიკი ხოსელუ

    მწვრთნელი
    კარლო ანჩელოტი

    და კითხვა მაქვს ამ გუნდს უნდა ვეთამაშოთ ჩვენ?
    სირცხვილია

    ლაპორტას რამის უკანალი თუაქვს ადგრს და მბაპე მოიყვანოს,ვინცუნდა გაყიდოს,ეგ კუნინძა ისეთი ქვეშქვეშაა ვინც მეტს გადაუხდის იქ წავა ჰოდა ცოტა მეტი შესთავაზოს და პერესს თვალები დავაჭყეტინოთ,ეს რო ბარსაში მოვიდეს გუნდი ფსიქოლოგიურად მეცხრე ცაზე ავა

    100%!!!მბაპეს რეალში გადასვლით ჩვენ ფანებიც და გუნდიც გატყდება!!5 წელი მინიმუმ არაფრის იმედი არ მექნება🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️და რისთვის მოვიდა ლაპორტა?ფერან ტორესი და რაფინია რო მოეყვანა??ერთი სუპერვარსკვლავის შენახვის ტრაკი არ გვაქვს,,უფასოა თან ტიპი,,შესთავაზონ 50-60 მილიონი წელიწადში,გაყიდონ ყველა და მოიყვანონ ეგ თორე ცუდად წავა ჩვენი საქმე,,მე მაგარი გატეხილში ვარ იმიტო რო ზუსტად ვიცი რა ბაგაჟის ტრანსფერია ეგ და რას მოგვიტანს ჩვენ მომავალში,,ეს ფაბრიციოც შემზიზღდა იმენა,ტიპი რაც გაიქაჩა ეს ბოლო წლები ერთი ნიუსი არ დაუდია ბარსას სასარგებლოდ,,რაც მე მაგას ცალკე ვაგინებ))
    გულშემატკივარი [?]
    #6 16 თებერვალი 2024 19:27
    1
    ციტატა: lukaaa
    კურტუა
    ალფონსო მილიტაო რუდიგერი კარვახალი
    ვალვერდე ჩუამენი
    ბელინგემი
    როდრიგო მბაპე ვინიციუსი

    ზამენა
    ალაბა,ვასკესი,ნაჩო,მენდი
    კამავინგა კროოსი სებაიოსი დიაზი გიულერი
    ენდრიკი ხოსელუ

    მწვრთნელი
    კარლო ანჩელოტი

    და კითხვა მაქვს ამ გუნდს უნდა ვეთამაშოთ ჩვენ?
    სირცხვილია

    ლაპორტას რამის უკანალი თუაქვს ადგრს და მბაპე მოიყვანოს,ვინცუნდა გაყიდოს,ეგ კუნინძა ისეთი ქვეშქვეშაა ვინც მეტს გადაუხდის იქ წავა ჰოდა ცოტა მეტი შესთავაზოს და პერესს თვალები დავაჭყეტინოთ,ეს რო ბარსაში მოვიდეს გუნდი ფსიქოლოგიურად მეცხრე ცაზე ავა

    რავიცი ძმა ნახევარი გუნდის გაყიდვა მოგვიწევს მაშინ მაგრამ რაცარუნდა გააკეთოს ლაპორტამ არამგონია მოვიდეს ნუ ეხა იმხელა თამხას ჩვენ ვერ გადავუხდით და თუ დაჯერდება დაბალ ხელფასს კიბატონო მოვიდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 თებერვალი 2024 18:18
    0
    ძალიან მკაცრია, ოღონდ ჟურნალისტებთან. მეტოქეებს ვერ ჯობნის, მსაჯები აყვითლებენ ხანდახან აწითლებენ კიდეც ზედმეტ ლაპარაკზე და რაღა რჩება ამას? იმათ ებლატაოს ვინც პასუხს არ დაუბრუნებს და რასაც იტყვის( მაგალითად ეგ აღარ მკითხოთ) იმას წერენ, თან ღადაობენ კიდეც ალბათ.
    ფანი [?]
    #4 16 თებერვალი 2024 17:58
    2
    კურტუა
    ალფონსო მილიტაო რუდიგერი კარვახალი
    ვალვერდე ჩუამენი
    ბელინგემი
    როდრიგო მბაპე ვინიციუსი

    ზამენა
    ალაბა,ვასკესი,ნაჩო,მენდი
    კამავინგა კროოსი სებაიოსი დიაზი გიულერი
    ენდრიკი ხოსელუ

    მწვრთნელი
    კარლო ანჩელოტი

    და კითხვა მაქვს ამ გუნდს უნდა ვეთამაშოთ ჩვენ?
    სირცხვილია

    ლაპორტას რამის უკანალი თუაქვს ადგრს და მბაპე მოიყვანოს,ვინცუნდა გაყიდოს,ეგ კუნინძა ისეთი ქვეშქვეშაა ვინც მეტს გადაუხდის იქ წავა ჰოდა ცოტა მეტი შესთავაზოს და პერესს თვალები დავაჭყეტინოთ,ეს რო ბარსაში მოვიდეს გუნდი ფსიქოლოგიურად მეცხრე ცაზე ავა
    Culé [?]
    #3 16 თებერვალი 2024 17:58
    1
    მდივანი ყავს მგონი აყვანილი,რომელსაც ახლის მოფიქრება და დაწერა ეზარება,ტექსტი იგივე ცვლის მარტო გუნდებს და თარიღებს
    Culé [?]
    #2 16 თებერვალი 2024 17:58
    0
    სუფთა სიკო ბართომეუდან მოყოლებული ყველა სიკოა ბარსელონაში
    Culé [?]
    #1 16 თებერვალი 2024 17:57
    2
    ამის ყველა პრესკონფერენცია ერთმანეთს გავს,გინდა მატჩის წინა იყოს და გინდა მატჩის შემდეგი