ესპანეთი ევროკავშირში ერთადერთია, რომელიც სუპერ ლიგის საწინააღმდეგო დეკლარაციას არ შეუერთდა
ევროპის სუპერ ლიგა ბოლო თვეებია განხილვის საგანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანია A22-ის ახალი შეთავაზებები გახდა ცნობილი. ეს კომპანია ახლა სუპერ ლიგის სპონსორი და ხელმძღვანელია. მრავალმა კლუბმა და საფეხბურთო ასოციაციამ სუპერ ლიგის პროექტი დაბლოკა და UEFA-ს ნდობა გამოუცხადა.
სუპერ ლიგის უარყოფა გრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნა სუპერ ლიგის წინააღმდეგ. მას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა აწერდა ხელს, გარდა ესპანეთისა. მისი მთავრობის გაცხადებით, მიზეზი მიმდინარე იურიდიული პროცესია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და რამდენიმე კვირაში მადრიდში კომერციულ სასამართლოში ზეპირი მოსმენაც გაიმართება.
ამრიგად, ეს ინფორმაცია "ბარსელონას" და "რეალ მადრიდს" ჯერ კიდევ უტოვებს მცირეოდენ იმედს, რომ სუპერ ლიგის პროექტი რამდენიმე წელიწადში რეალობად იქცეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]