ჩავი ერნანდესი: თუ ბოლომდე არ დავიხარჯებით, ვერაფერს ვერ მოვიგებთ

ჩავი ერნანდესი: თუ ბოლომდე არ დავიხარჯებით, ვერაფერს ვერ მოვიგებთ

ჩავი ერნანდესმა "ალმერიას" დამარცხების (3-2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და საქმე გავირთულეთ, მაგრამ დადებითი ისაა, რომ არ დავნებდით. მეორე ტაიმში კი ნამდვილი "ბარსა" ვიხილეთ. ჩვენ მონდომება ვაჩვენეთ და მიზანს მივაღწიეთ.
ეს თამაში 2-0 ან 3-0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გუნდი იმავე სულისკვეთებას ვერ აჩვენებს, რომლითაც გასულ სეზონში თამაშობდა. ჩვენ აგრესიულობა და კონცენტრირება გვაკლია, რაც მიუღებელია.
მეტოქეს ორი გოლი ვაჩუქეთ, რაც ჩვენს მიმდინარე სეზონს საკმაოდ ზუსტად ასახავს.
რობერტო ყველასთვის სამაგალითოა. მან შესვენებაზე ფეხბურთელები გაამხნევა. სერჟი ნამდვილი ლიდერია. 
კრისტენსენმა მოედანი ყვითელი ბარათის გამო დატოვა, ფერანი კი თამაშში იმიტომ ჩაერთო, რომ უფრო ეფექტიანი პრესინგი გვჭირდებოდა.
ინიაკი პენიამ ბოლო წუთზე გაკეთებული სეივით გამარჯება მოგვიტანა.
ფანების სტვენა? მათი მესმის. მე ამას არასდროს გავაკეთებდი, თუმცა გულშემატკივრის ქცევა გასაგებია.

როგორც მწვრთნელმა, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მსგავსი პირველი ტაიმი მიუღებელია. ჩვენ არ ვართ 2010 წლის "ბარსა". ეფექტიანობის ნაკლებობა აგრესიულობით უნდა ავანაზღაუროთ. თუ რაიმეს მოგება გვინდა, მოედანზე ცხოველებივით უნდა ვირბინოთ - თუ ბოლომდე არ დავიხარჯებით, ვერაფერს მივაღწევთ. მოვიგებთ თუ წავაგებთ, ლოგოს პატივისცემის ნიშნად, მოედანზე ყველაფერი უნდა გავიღოთ.

ვხედავ, რომ ფეხბურთელებს ხასიათი და მონდომება აკლიათ, რაც ჩემი პასუხისმგებლობაა და გარწმუნებთ, რომ ეს აღარ განმეორდება.
დღევანდელ შედეგზე მეტად ის მაღელვებს, რომ გუნდმა ხასიათი აჩვენოს. გასულ სეზონში ორი ტიტული სწორედ ასე მოვიგეთ. 
ვფიქრობ, საერთო ჯამში დაცვაში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომები ძვირად გვიჯდება.
შვებულება კარგია, რათა განვიტვირთოთ, ოჯახებთან ერთად ვიყოთ და შემდეგ საქმეზე ვკონცენტრირდეთ. 
ვიტორ როკეს სწორედ ის ინტენსივობა და მონდომება აქვს, რაზეც ვსაუბრობდი. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ვნახავთ, როგორ გაივლის ბრაზილიელი ადაპტაციას, მაგრამ მას შეუძლია, საკვანძო ფეხბურთელი გახდეს.
2010 წელს ისტორიაში საუკეთესო "ბარსა" გვყავდა, ახლა კი ასე არაა. გასულ სეზონში ტიტულები ინდივიდუალური დონის ხარჯზე არ მოგვიგია, იმიტომ მოვიგეთ, რომ გუნდი ვიყავით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 22 დეკემბერი 2023 00:19
    1
    ეს მაგრაა აცდენილი რეალობას.
    გულშემატკივარი [?]
    #20 21 დეკემბერი 2023 22:25
    1
    ჩემი აზრით ვიტორ როკესთან ერთად კიმიხიც უმდა მოვიყვანოთ და ერთი კაი ვიგნერი მაგასთან ერთად ისეთი ვინგერი ვინც დრიბლინგზე წავა და არა უკან პასზე
    ფანი [?]
    #19 21 დეკემბერი 2023 13:51
    0
    რეალობასთან მორგებული ტიკი- ტაკა არის საჭირო და არა ბურთის უაზროდ დაბალ ტემპში გორიალი ერთი ორჯერ თუ გავარდებადა გოლი იქნება სხვა შემთხვევაში არაფრის მაქნისია, ტემპში შეტევა გვაკლია და ფანტაზიის ნაკლებობაცაა.
    --------------------
    Nb

    ფანი [?]
    #18 21 დეკემბერი 2023 13:14
    1
    გიჯიგრებს ალონსო ესპანელები ხართ ორივე და წადი გაიარე კურსები მასთან. ჩაგიტარებს მასტერ კლას როგორ უნდა გუნდის მართვა.
    Culé [?]
    #17 21 დეკემბერი 2023 12:20
    0
    თამაშზე ბოლომდე არ მიყურებია და ფანებმა თამაშის ბოლოს აღარ დასტვინეს? ბოლო წუთზე ალმერიასთან მოგებით კმაყოფილები იყვნენ?😀
    Culé [?]
    #16 21 დეკემბერი 2023 12:07
    1
    მაგარს ბოდიალობს უკვე. ახალი წლიდან იმედია მოვა ცოტა აზრზე და დააწყებინებს ნორმალურ თამაშს გუნდს.
    Culé [?]
    #15 21 დეკემბერი 2023 09:39
    0
    ციტატა: Berlinetta♥
    რა ტიკი-ტაკა შევცვალოთ , ტიკიტაკას თქმაშობს გუნდი ? 😀 , ნეტა თამაშობდეს და ბურთს მალავდეს, სხვა სტილი რა არის, კონტრაზე თამაში თუ ინდივიდუალური გოლები, შეუძლია ვინმეს და არ გააქვს ?

    ხოდა რო არ თამაშობენ მაგას ეგაა საქმე, ვითომ ტიკი-ტაკა ჰქვია
    ფანი [?]
    #14 21 დეკემბერი 2023 07:31
    1
    ციტატა: me da barca
    ამას ავიწყდება, რომ ალმერიას 18 თამაშიდან 0 მოგება აქვს და 99,9 %-ით გავარდნილია. ასეთ გუნდთან სახლში გაჭირვებით აღებული 3 ქულა უხარია. ამ გუნდს მესის ბარსა 6:0 ან 7:0 მოუგებდა.

    როდის უნდა მორჩეთ ძველ ბარსელონასთან შედარებას?ისეთი გუნდი აღარასდროს იქნება.მესი ბარსა იმას იზავდა მესი ბარსა ამას იზავდა მესის გვყოლია და უთრევივართ ბაჭყა ბუჭყა გუნდებს.ან მერე რაა 18 ადგილზეა როა ალავესი და ძლივს მოვიგეთ?ეგ არაა პრობლემა პრობლემა ბევრად სიღრმისეულია თორე აგერ აინტეახტს 5 წელია ვერ უგებს რეკორდმაისტერები ბოლო 3 სეოზია 5-1 აგებენ აინტრახტან და რა ამით?ჩამოვართვათ ტიტულები?😂ვინ რომელ ადგილზეა რატო ანიჭებთ უპირატესობას დღემდე ვერ გავიგე.ფეხბურთია და აქ ლოგიკა 50/50 ზეა
    ფანი [?]
    #13 21 დეკემბერი 2023 04:22
    3
    Tiki takas daviwyebas rac sheexeba dzmebo,eg minimum valverdes mere daviwyebuli gvaq da ise arc lucho atamashebda dzvelebur tikitakas gunds,metad vertikaluri gadacemebi wamovida...tiki takas mteli tavisi azrit(anu totalur fexburts) badali kiara fizikurad veranairi taqtika ver udgeba,totaluri fexburtis ert-erti qve saxe iyo tikitaka. guardiola axla totalur fexburts tamashobs,tiki takas elementebit,mara update gauketa ase ro vtqvat,moargo tanamedrove gamowveveba. Ai eg unda gveqna chven,gana stilis dhecvla,rac ukve gavaketet valverdedan dgemde da sadac vart ki vxedavt...gundis gatexvas rac sheexeba imena realis mere daiwyo yvelaferi,martla saswaulad vitamashet taimnaxevari, imena shevchamet da im te*l bavshvs ro ar gavardnoda axla vafshe sxva situacia iqneboda. Bichebic da albat xavic usamartlobis grdznobamac sheipyro,sakutar tavebshic echvi sheeparat albat da ager vxedavt shedegs. Ragac elementebi hqonda xavisac rac gaaumjobesa,chesnad ro vtqvat. Mara bevri problema aqvs dasalagebeli,vfiqrob mtavari problema ampartavnebaa,unda sheedzlos agiarebab ro momentshi araswori gadawyvetileba miigo,magalitad sastartoze,an transferze da a.sh. vnaxot ramdenad moaxerxebs,chven ki vitanjebit manamde mara 2000 ianebis dasawyisshi gvqonia aseti periodi. Ragaca gveshveleba ra,ai mbape tu gacharxes zafxulshi,ronaldinhos mosvlasavit iqneba.
    წევრი [?]
    #12 21 დეკემბერი 2023 02:27
    3
    ამას მართლა გაექცა, ჟარგონულადაც და სადავეებიც, შენი შეხსენება არ სჭირდება გულშემატკივარს რომ 2010 წლის ბარსელონა არაა ეს გუნდი, მაგრამ ეგრე უკან მოხედვით და თითის შვერით ვერც შენ განვითარდები როგორც მენეჯერი(მე მგონია რო ამის მაქსიმუმი ბარსადან რკ გაუშვებენ არაბეთია) და ვერც გუნდს მოუტან კარგ საქმეს, არადა მეგონა პიროვნულად იქნებოდი ის ტიპი, ვინც ამ ბარსელონას მოხსნიდა მაგ წნეხს - როგორიცაა ძველი ბარსელონას ჩრდილწვეშ თამაში და შენ ხელწერას შემოიტანდი, მაგრამ შევცდით, ფანებიც და კლუბის ხელმძღვანელობაც. რეალურად ეს გუნდი ალმერიასთან არ უნდა ბორძიკებდეს, გვყავს ის ხალხი ვისი წყალობითაც ნორმალური მწრთვნელი ლიგაზეც გაიწევდა და შიდა ჩემპიონატზეც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 21 დეკემბერი 2023 02:14
    1
    ყველაფერთან ერთად მე მგონი დროში გაიჭედა ეს უბედური რას ბოდიალობს უკვე მეცოდება confused რა ტიკი ტაკა ბიჭო რაც სეზონი დაიწყო გუნდმა მხოლოდ ერთი (პირველი) ტაიმის თამაში შეძლო ნორმალურად " ატლეტიკოსთან " დანარჩენი ბარსელონაა თუ " უესკა " ვერ გაიგებ ისეთ ფეხბურთს თამაშობენ weary
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 21 დეკემბერი 2023 01:54
    1
    ამ 2 ტიტულით ნუ წაიღე რა ტვინი. ყველამ კარგად დაინახა, ლა ლიგა ვისი წყალობით მოიგე.
    ბოლო 5 თამაში არ მიყურებია, ნერვებს გავუფრთხილდი. დღეს ვუყურე, რადგან ამ ფარჩაკ გუნდს მაინც მშვიდად მოუგებენთქო ვფიქრობდი, მეგონა მინიმუმ 3:0 მოიგებდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 დეკემბერი 2023 01:45
    1
    რა ტიკი-ტაკა შევცვალოთ , ტიკიტაკას თქმაშობს გუნდი ? 😀 , ნეტა თამაშობდეს და ბურთს მალავდეს, სხვა სტილი რა არის, კონტრაზე თამაში თუ ინდივიდუალური გოლები, შეუძლია ვინმეს და არ გააქვს ?
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    ფანი [?]
    #8 21 დეკემბერი 2023 01:32
    3
    დაცვა იმის ნახევარიც აღარაა რაც წინა სეზონში იყო არადა იგივე ხალხია ისევ დაცვაში ერთი კანსელო დაემატათ და წესით უფრო უნდა გაძლიერებულიყო დაცვა
    --------------------
    Quality without results is pointless.
    Results without quality is boring.
    -Johan Cruyff
    Culé [?]
    #7 21 დეკემბერი 2023 01:25
    2
    უკვე ფეხბურთელებს გადაწვდა,,რთული მდგომარეობააა
    გულშემატკივარი [?]
    #6 21 დეკემბერი 2023 01:25
    7
    რეალთან მარცხის მერე გუნდი ვაფშე ჩაიფარცხა ,გავის თურმე რამხელა სულისკვეთება შემოაქვს გუნდში კიდევ უფრო გამოჩნდა,იმედია საყრდენ ზონაში ნორმალურ ნახევარ მცველს მოიყვანენ და მუხტს დაიბრუნებენ .ჯერ მხოლოდ პირველი სერია იყო მთავარი ნაწილი ჯერ წინაა.
    Culé [?]
    #5 21 დეკემბერი 2023 01:21
    0
    ციტატა: Hendrik Johannes
    ხავიზე ისედაც ბევრი იწერება და მაგას რო შევეშვათ, ნახევარი გუნდი გასაშვებია. რავი ჩემი აზრით თამაშის სტილიც უნდა შევცვალოთ, თორე გვარდიოლას მერე გადავეკიდეთ მაგ ტიკი ტაკას და არც გამოგვდის და არც ეფექტურია უკვე თანამედროვე ფეხბურთში

    კი ბარსას "დნმ" "ტიკი-ტაკა" და ეგეთი მაიმუნობები უნდა დავივიწყოთ, ან მართლა ეგ სტილი უნდა ვითამაშოთ ოღონდ თანამედროვე სტილთან შერწყმით. კარგ მწვრთნელებზე უნდა გადავიდეთ და ბარსაში თამაშობდა თუ არა მაგის მიხედვით არ უნდა მოვყაროთ
    წევრი [?]
    #4 21 დეკემბერი 2023 01:02
    1
    ხავიზე ისედაც ბევრი იწერება და მაგას რო შევეშვათ, ნახევარი გუნდი გასაშვებია. რავი ჩემი აზრით თამაშის სტილიც უნდა შევცვალოთ, თორე გვარდიოლას მერე გადავეკიდეთ მაგ ტიკი ტაკას და არც გამოგვდის და არც ეფექტურია უკვე თანამედროვე ფეხბურთში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 დეკემბერი 2023 01:01
    3
    ამას ავიწყდება, რომ ალმერიას 18 თამაშიდან 0 მოგება აქვს და 99,9 %-ით გავარდნილია. ასეთ გუნდთან სახლში გაჭირვებით აღებული 3 ქულა უხარია. ამ გუნდს მესის ბარსა 6:0 ან 7:0 მოუგებდა.
    წევრი [?]
    #2 21 დეკემბერი 2023 00:37
    6
    რატო არ მიდიხარ რატოოოო?