ლამინ იამალი: ჩემი მიზანი ყოველთვის ესპანეთის ნაკრებში თამაში იყო

"ბარსელონას" 16 წლის ტალანტმა, ლამინ იამალმა ესპანეთის ნაკრების არჩევაზე ისაუბრა:
ყოველთვის ესპანეთის ნაკრებში ვთამაშობდი, 15-წლამდელთა გუნდიდან დაწყებული. ჩემი მიზანი ყოველთვის ნათელი იყო - "ფურია როხაში" თამაში. მსურს ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და საერთოდ ყველაფერი მოვიგო.
ესპანეთის ნაკრებში გამოძახება წარმოუდგენელი გრძნობაა. მინდა, ამ შესაძლებლობით ვისიამოვნო. მშვიდად ვარ, რადგან ამ დონეზე თამაშს "ბარსელონაში" მივეჩვიე. ვნახოთ, რა მოხდება.
პედრი და გავი ძალიან მეხმარებიან და მეუბნებიან, რომ შიშის გარეშე ვითამაშო. ბალდესაც ყოველთვის ვესაუბრები.
როცა ნაკრებში გამომიძახეს, დედაჩემს დავურეკე. ის მეუბნებოდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, და ნერვიულობდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა და ჩემით ამაყობდა.
პატარაობიდანვე ყოველთვის უფროსების წინააღმდეგ ვთამაშობდი. დედაჩემი მეუბნება, რომ მეტოქის ვარდნების დროს ფრთხილად ვიყო, მე კი ვპასუხობ, რომ მშვიდად იყოს და მენდოს.
შემიძლია, ნაკრებს ხალისი შევძინო, მინდორზე კი - ვერტიკალურობა და თავდაჯერებულობა.
"ფურია როხაში" ბევრი დიდებული ფეხბურთელია. მაგალითად, მარკო ასენსიო ძალიან მომწონს - მას ნაკრებში თვალს ყოველთვის ვადევნებ.
ლამინს შეთავაზება მაროკოს ნაკრებიდანაც ჰქონდა, რადგან მას მამა მაროკოელი ჰყავს, მაგრამ ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
არსებობს შანსი, რომ იამალის დებიუტი თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შედგეს - თუ ეს მოხდება, ლამინი "ფურია როხას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]