რობერტ ლევანდოვსკი: ვშიშობ, რომ იამალისთვის ასეთ დონეზე თამაში ძალიან ადრეა

რობერტ ლევანდოვსკი: ვშიშობ, რომ იამალისთვის ასეთ დონეზე თამაში ძალიან ადრეა

რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონურ მედიასთან ლამინ იამალზე ისაუბრა:

ლამინი გასაოცარია. დიდი ხანია, ამ ასაკში ასეთ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი არ მინახავს, მაგრამ, მეორე მხრივ, მეშინია, რომ მისთვის ეს ჯერ ძალიან ადრეა.

იამალი ჯერ კიდევ ბავშვია. ახლა მისით ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ მოლოდინები საწყის ეტაპზეა. არ მინდა, ლამინს შევუტიო, რადგან ძალიან მიყვარს და ვცდილობ, დავეხმარო, მაგრამ ის გააანალიზებს, რა წნეხის წინაშეა.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ტალანტების ყოლა კარგია, მაგრამ ისინი მენტალურად მზად უნდა იყვნენ. მთავარი არაა, ფეხბურთელი ახლა როგორ ასპარეზობს - რამდენი მოთამაშე გინახავთ, რომელიც პირველ გუნდში 16 წლის ასაკში გამოჩნდა და 30 წლის ასაკამდე უმაღლეს დონეზე ითამაშა?

სხვა ტოპ კლუბებში 16 წლის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებს ვერ იპოვით - ალბათ, მხოლოდ ერთს ან ორს. სოციალური მედიის გამო ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ახლა ყველაფერი უფრო რთულია.

უკეთესია, როცა მედიაში ბევრ რამეს არ კითხულობ. 16 წლის ასაკში მსგავსი ინფორმაციის, ვიდეოებისა და კომენტარების სანახავად მზად არ ხარ.

რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ მან არ უნდა ითამაშოს. ვარჯიშზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ვფიქრობ, ისინი კარგები არიან, მაგრამ იამალი მართლაც გამორჩეულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 4 სექტემბერი 2023 18:40
    0
    ციტატა: Iniesta_8
    მეორედ მიანიშნა უკვე ზავის *ლეხარო, მარა არამგონია რამე შეიცვალოს. 16 წლის ბავშვი რაც არ უნდა ნიჭიერო იყოს არაა მზად ბარსას ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, არც ფიზიკურად და არც მენტალურად.

    ეს ჩანს, პირველ თამაშებში უკეთესი იყო ვიდრე გუშინ.
    ფანი [?]
    #12 4 სექტემბერი 2023 02:17
    4
    ლევანა მწვრთნელად. არ ვღადაობ 100% დარწმუნებული ვარ სულ მცირე ჩავისგან განსვავებით მოხოდავს მაინც გუნდს.ის იმინა ჩუჩაა ჩვეულებრივი
    ფანი [?]
    #11 4 სექტემბერი 2023 01:28
    2
    100% it martalia. Winazec rac ibazra shemtev fexburtze asiani iyo,esmis am kacs fexburti da kitxulobs magrad. Am xavisac sworad a**ams. Sheva formashi leva,pativsacemi kacia rac gaaketa sibereshi,waqceul gundhsi ro movida,ori titulis mogebashi lomis wvlili ro sheitana,asakshia mara kai gundelebtan ityvis tavis sityvas. Xo gagigiat beberi xari agmarts xnavso.😉Feran,levana da felix unda iyos shetevis trio,ukan pedri frenkie gundo. Me mainc 3-5-2 mirchevnia amjerad,dacvidan vin unda davsvat ver vigeb🤷...
    Culé [?]
    #10 4 სექტემბერი 2023 01:21
    3
    მეორედ მიანიშნა უკვე ზავის *ლეხარო, მარა არამგონია რამე შეიცვალოს. 16 წლის ბავშვი რაც არ უნდა ნიჭიერო იყოს არაა მზად ბარსას ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, არც ფიზიკურად და არც მენტალურად.
    [?]
    #9 4 სექტემბერი 2023 01:06
    1
    ზატო შენთვისაა დაგვიანებული ბებრუხან, ახლა ან დორტმუნდში უნდა იყო ან სამშობლოში. ნუ არაბეთიც მოსულა მარა ბარსაში ნაკლებად
    Culé [?]
    #8 3 სექტემბერი 2023 22:45
    4
    მართალია ლევანა, იამალი ჯერ მზად არაა ამხელა დატვირთვისთვის და ჩავიც ადრაკებს ძაან, არ შეიძლება ასე სულ ძირითადში ყავდეს, ჯერ კიდევ მოზარდია და ამხელა დატვირთვის შედეგად ფატის და პედრის სიტუაცია განმეორდება. შეეშვას მაგ ბიჭს 1 წელი.
    ფანი [?]
    #7 3 სექტემბერი 2023 22:38
    4
    პედრის და ანსუს მაგალითიც საკმარისია... არ შეიძლება ამ ბიჭის ასე დატვირთვა.
    შეცვლებზე ათამაშოს 20-25 წუთი და საკმარისი იქნება....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 სექტემბერი 2023 22:30
    5
    სწორს ამბობს და რამდენი მაგალითიც გინდა იმდენი აიღე მაგ ასაკში დაფრინავდნენ და მერე ერთი პატარა ტრამვა და ჰოპ ქრებიან. 16 წლამდე ზოგადად რეკომენდირებულია ერთი ტაიმი 35-40 წუთი.... გუნდის ცუდ მდგომარეობაზე მეტყველებს ეს ყველაფერი... ნუ ჩემზე მეტი რათქმაუნდა ხავიმ იცის და არც ვდაობ მაგრამ მომავლისთვის სახიფათოა
    --------------------
    graceas pep
    Culé [?]
    #5 3 სექტემბერი 2023 22:21
    4
    ციტატა: Messiah
    რაფინიამ ათქმევინა ;დ

    ბაზარი არაა laughing laughing მარა ერთი მართალია ეს დედა*************** ჟურნალისტების გამო უფრო დიდი წნეხი აქვთ ახალგაზრრდებს ამას გავს იმას გავს ასეთია ისეთIა ეგ არ შეილება არასწორია
    Culé [?]
    #4 3 სექტემბერი 2023 22:09
    2
    რაფინიამ ათქმევინა ;დ
    --------------------

    ForçaBarça
    Culé [?]
    #3 3 სექტემბერი 2023 21:47
    5
    ყველა ვხვდებით მაგას ჩავის გარდა.
    ფანი [?]
    #2 3 სექტემბერი 2023 21:43
    5
    სწორი ხარ ბებერო.პედრის და ფატის რო მოკიდეს ზურგზე ამხლა კლუბი კი ვხედავთ რაც დაემართათ ორივეს.15-20 წუთი საკმარისია იამალისთვის.ეხლა როცა ფელიში მოვოდა რობერტასთან ერთად სასტარტოში იქნება იამალი ზამენიდან იქნება რაც ცოტას მამშვიდებს😀
    Culé [?]
    #1 3 სექტემბერი 2023 21:37
    4
    მართალია ოღონდ ეს იმის ბრალია რომ გუნდს კარგი ვინგერი არ ყავს მაგ ფლანგზე , რატომღაც მგონია რომ კანსელუს მოსვლა როგორც ვინგერებს დაეხმარება ასევე ფლანგსაც გამოაცოცხლებს , ბოლოს და ბოლოს თვითონაც შეუძლია მთლიანი ფლანგი ჩაიბაროს და ბევრჯერ ეგრეც იქნება , კარგი ვინგერის ყოლის შემთხვევაში ლამინემ ბოლო 10-15 წუთი უნდა ითამაშოს , მაგრამ ახლა როცა არ გვყავს , აშკარად შეტევაში ყველაზე საჭირო კაცია ( ნუ კაცი ცოტა ზედმეტია ) დღეს ფეხბურთი ადრინდელივით აღარაა და 18 წლის ბიჭები ბევრი გუნდის ძირითადში არიან , ეს 2 წელი ლამინესთვის მთავარი იქნება და იმედი მაქვს და მჯერა რომ თავის ეპოქას შექმნის