ბარსელონა მამადუ ფალის ტრანსფერზე მუშაობს

ბარსელონა მამადუ ფალის ტრანსფერზე მუშაობს

ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, "ბარსელონა" "ლოს ანჯელესის" ფეხბურთელის, მამადუ ფალის შეძენას ცდილობს. 

20 წლის სენეგალელი მცველი მოლაპარაკებებს "ვილიარეალთან" აწარმოებდა, მაგრამ კატალონიური კლუბის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეჩერდა. "ბარსა" ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ ფრთხილად მოქმედებს, რადგან ტიუდორ მენდელ-იდოვუს ჩაშლილი ტრანსფერი კარგად ახსოვს.

"ლურჯ-ბროწეულისფერებს" ახალგაზრდა უკანახაზელის დამატება "ბარსა ატლეტიკისთვის" სურთ.

The Athletic-ის ცნობით, "ბარსელონა" ფალთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებს.

მამადუ MLS-ში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია. ის გასულ სეზონში "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდში იყო განათხოვრებული და 1 მატჩი ლა ლიგის ეგიდით პირველ გუნდშიც ჩაატარა.

სენეგალელი "ლოს ანჯელესში" 2021 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, პირველი გუნდის რიგებში მონაწილეობა 42 შეხვედრაში მიიღო - ამერიკული კლუბის მაისურით ფალის ანგარიშზე 6 გოლი და 1 ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 31 აგვისტო 2023 21:04
    0
    სად პოულობენ, ერთს ამბობენ და მეორე მოყავთ, უკვე აღარ მესმის ამათი ლოგიკა.
    Culé [?]
    #8 31 აგვისტო 2023 10:56
    6
    ამდენი სუპერ ვარსკვლავიც არ გვითხოვია ლაპორტ.
    ფანი [?]
    #7 31 აგვისტო 2023 10:31
    1
    ხალხი ვის არ ყიდულობს ყველა ყველგან მიდის ხალხი გუნდს აწყობს ბოლო დღეებია და ამათმა ვინ იპოვეს ნახე რა
    გულშემატკივარი [?]
    #6 31 აგვისტო 2023 09:28
    2
    ჯერ ამან მესი გააჩეროს MLS ში და მერე კიდე შეიძლება ფიქრი 😀
    ეხლა ახალი საზომი დამკვიდრდა ევროპაში MLS დან თუ ფეხბურთელის ყიდვას აპირებ, მესი უნდა ყავდეს გაჩერებული მინიმუმ, თორე ბანძი ფეხბურთელია
    Culé [?]
    #5 31 აგვისტო 2023 08:23
    4
    ის ცაცია ხომ მოიყვანეს და ეს ამდენი მცველი სად მიყავთ ამანაც რომ გაამართლოს ბარსაა თუ ალდაგის დაცვა🤣🤣🤣🤣
    Culé [?]
    #4 31 აგვისტო 2023 07:31
    3
    ნეტა შიგნით არქონდეთ ამ ჩემისებს
    [?]
    #3 31 აგვისტო 2023 06:26
    0
    ალბათ სენეგალური კედელი უნდა აღმართონ სამომავლოდ, ფალი და ფაიე 😁
    ფანი [?]
    #2 31 აგვისტო 2023 05:20
    0
    Waiyvanet da sadme restoranta daagdet,zangi maklia saxlshi ddd
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 აგვისტო 2023 03:18
    3
    მამადუ ფალი არა მამადუ სახო კიდე ან ამდენი მცველი რა ჯანდაბად გვინდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued