"ბარსელონა" ახალგაზრდა სენეგალელი მცველით დაინტერესდა

  • 21-07-2018, 16:35
  • "ბარსელონა" ახალგაზრდა სენეგალელი მცველით დაინტერესდა

    "ბასრელონა" ბელგიური "ეიპენის" 19 წლის სენეგალელი მარჯვენა მცველის, მუსა ვაგეს შეძენით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, კატალონიელებს სურთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბარსა ბ"-სთვის შეიძინონ, მოგვიანებით კი ის პირველ გუნდში დააწინაურონ, სადაც ნელსონ სემედუს რეზერვისტი იქნება.

    "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გეგმავს, სერჟი რობერტო ნახევარდაცვაში დააბრუნოს და ნელსონ სემედუ გუნდის მთავარ მარჯვენა მცველად აქციოს, მაგრამ პორტუგალიელს რეზერვისტი დასჭირდება.

    მუსა ვაგე "ეიპენის" პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. ბელგიის ჩემპიონატში მან 40 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Guro messi
    Guro messi სტუმარი [?]

    21 ივლისი 2018 17:54

    მერე სემედუს რეზერვისტად ვიდალი ცუდი იქნება?

    0
    Korleone
    Korleone სტუმარი [?]

    21 ივლისი 2018 17:54

    მომწონს ეს იდეა

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV