ზლატანზე "ფასდაკლებაა"

ზლატანზე "ფასდაკლებაა"

კატალონიის "ბარსელონას" შვედ ფორვარდზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე დიდი მოთხოვნილებაა. მას თითქმის ყველა წამყვანი  ჩემპიონატიდან იწვევენ. ყველაზე მეტად ინგლისური კლუბები აქტიურობენ. ლონდონის "ჩელსის", მანჩესტერ "იუნაიტედს" და თანაქალაქელ "სიტის" სურთ შვედის გადაბირება. რა ღირს იგი?? მისი გადაყვანის მსურველებს მინიმუმ 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. როგორც ჩანს, "ბარსელონას" არ სურს მისი იაფად გაშვება, რადგან ზლატანი 46 მილიონი ევრო და სამუელ ეტო'ო დაუჯდათ.

იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება სურს ტურინის "იუვენტუსს", თუმცა მისი შანსები ძალიან მცირეა, რადგან მათ 30 მილიონი და ვიჩენცო იაკინტა შესტავაზეს კატალონელთა ხელმძღვანელობას. ალბათ უცხო არავისთვის არ უნდა იყოს, რომ "ბარსას" იაკინტა არ სურს!!!

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა, ჩიკი ბეგირისტაინმა განაცხადა, რომ იბრა "ბარსაში" რჩება და მის გაყიდვას არ აპირებენ, თუმცა გუნდში დიდი კონკურენციაა. გაუძლებს კი ზლატანი ამ კონკურენციას?

წყარო : http://www.sport.es

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.