გვარდიოლას აინტერესებს, ეთანხმება თუ არა ზლატანი თავისი აგენტის სიტყვებს

გვარდიოლას აინტერესებს, ეთანხმება თუ არა ზლატანი თავისი აგენტის სიტყვებს

 

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გაოცებული იყო, როდესაც  გაიგო ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტის, მინო რაოლას სიტყვები თავისი მისამართით, გადმოგვცემს Sport.es. 
წყარო გვაუწყებს, რომ გვარდიოლას აგენტის სიტყვებისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ხვდებოდა, რომ მისი ნათქვამი ცხელ გულზე ემოციურად იყო გაცხადებული. ამასთან ერთად პეპს სურს, რომ შეხვდეს ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ჰკითხოს, ეთანხმება თუ არა ის თავისი აგენტის სიტყვებს.
შეგახსენებთ რაც რაოლამ განაცხადა: "საოცარი იქნება, თუკი გვარდიოლა უარს იტყვის ზლატანზე. თუ ასე გადაწყვეტს, დაე ფსიქიატრიულ კლინიკას მიაკითხოს. იბრაჰიმოვიჩში 70 მილიონი ევრო გადაიხადეს. ზლატანი "ბარსელონაში" ყველაფრით კმაყოფილია. მან ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა, მაგრად საბოლოო ჯამში ის ბრწყინვალედ თამაშობდა".

წყარო: Sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.