მცირე სტატისტიკური მაჩვენებლები

მცირე სტატისტიკური მაჩვენებლები

მიმდინარე სეზონი ძალინ წარმატებული აღმოჩნდა როგორც ”ბარსელონასთვის”, ასევე ”ბლაუგრანას” მწვრთნელისა და  ცალკეულად რამდენიმე ფეხბურთელისათვის.

ვიქტორ ვალდესმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კატალონიური გრანდის წარმატებაში. მის მიერ გაკეთებულმა ”სეივების კოეფიციენტმა” 82.2% შეადგინა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ზედიზედ მესამედ მოეპოვებინა ლიგის საუკეთესო კიპერის წოდება. მადრიდის ”რეალის” მეკარის, იკერ კასილიასის მაჩვენებელი, სეივების კუთხით 70.6%-ს გაუტოლდა, ხოლო ”ლივერპულის” მეკარემ, პეპე რეინამ კარის მიმართულებით დარტყმული ბურთების 68.4% აიღო.

ლიონელ მესიმ თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, რამაც ”ბარსელონას” წარმატებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. თუმცა თავის მხრივ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ სამი წელია, რაც ლიონელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს ეუფლება.

საოცარი მაჩვენებელი აქვს ჩავი ერნანდესს. მას ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები 953 წუთის განმავლობაში, არცერთხელ არ დაურღვევია თამაშის წესი. გარდა ამისა, ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო სამი წლის განმავლობაში 8,000-ზე მეტი გადაცემა განახორციელა. ასეთი მაჩვენებელი არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

”ბარსელონა” ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა რომ არა პეპ გვარდიოლა. ახალგაზრდა მენეჯერის ხელმძღვანელობით ”ბარსამ” 182 ოფიციალური შეხვედრა გამართა. აქედან 143 ”ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა, 34 მატჩში გუნდმა ფრე გააგორა და 17-ში დამარცხდა.




  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.