მესის 11 და 202

მესის 11 და 202

"ოსასუნასთან" 5:1 მოგება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის, ლიონელ მესისთვის განსაკუთრებული იყო. არგენტინელმა ვარსკვლავმა ლა ლიგაში 200-გოლიან ბარიერს გადააბიჯა და გარდა ამისა, ესპანური ფეხბურთის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ზედიზედ 11 თამაშში.

"ოსასუნასთან" თამაში 11 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მესიმ ანგარიში გახსნა და გოლი ლა ლიგის ზედიზედ მე-11 თამაშში გაიტანა. ასეთი რამ, აქამდე არცერთ ფეხბურთელს გაუკეთებია. ამ 11 თამაშში, ლეომ 20 ბურთი გაიტანა. მან თითოჯერ "სოსიედადი", "მალაგა", "ესპანიოლი" და "ვალიადოლიდი", ორ-ორჯერ "ატლეტიკო", "ბეტისი", "ატლეტიკი", "ლევანტე", "სარაგოსა" და "მალიორკა", ხოლო 4-ჯერ "ოსასუნა" დაამწუხრა.

გარდა ამისა, მესის ლა ლიგაში უკვე 200-ზე მეტი, უფრო სწორად კი 202 გოლი აქვს გატანილი. ამ მიღწევისთვის, არგენტინელს მხოლოდ 235 თამაში დასჭირდა, რაც თამაშში საშუალოდ 0.85 გოლს უდრის.

ლიონელ მესი რეკორდსმენია ლა ლიგის ერთ გათამაშებაში გატანილი გოლების მიხედვით. გასულ სეზონში, მან მეტოქეები 50-ჯერ დაამწუხრა, მაგრამ მიმდინარე სეზონში, არგენტინელი ისეთი ტემპებით მიიწევს წინ, რომ ამ მართლაც დაუჯერებელ რეკორდს დიდი დრო არ უწერია. 21 თამაშში, მესიმ თავი უკვე 33-ჯერ გამოიჩინა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.