ინტერვიუ ჟორდი კრუიფთან

ინტერვიუ ჟორდი კრუიფთან

ჟორდი კრუიფს საფეხბურთო სამყაროში ყველა იცნობს. უმთავრესად მისი მამის, ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან კრუიფის გამო. თუმცა ბოლო წლებში ფეხბურთში ადგილი თავად ჟორდიმაც დაიმკვიდრა.

ფეხბურთელობის დროს დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, მაგრამ 10 წელზე მეტია, ხან მწვრთნელად, ხანაც სპორტულ დირექტორად მუშაობს და ამ პოსტებზე მას ჯერ წარუმატებელი მონაკვეთი არ ჰქონია. ბოლო ორი წლის განმავლობაში "ბარსას" სპორტული მრჩეველი იყო და გუნდის ძალიან რთული მდგომარეობიდან ნაწილობრივ გამოყვანაში თავისი დიდი როლიც ითამაშა.

The Athletic საინტერესო ინტერვიუს გვთავაზობს ადამიანთან, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს "ბარსელონას" ოფიციალურად დატოვებს და როგორც თავად აცხადებს, სამწვრთნელო საქმიანობას განაახლებს.

- რატომ მიდიხართ "ბარსელონადან"?

- "ბარსელონამ" დამირეკა მაშინ, როდესაც კლუბს რთული პერიოდი ჰქონდა. ამ კლუბს ყოველთვის დავთანხმდებოდი, რადგან მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. თუმცა იმ დროს მწვრთნელი ვიყავი და ამით სიამოვნებას ვიღებდი. ჯერ ჩინეთში ვმუშაობდი, შემდეგ ეკვადორში წავედი, მაგრამ კორონას გამო ჩემ გუნდს თამაშმა არ მოუწია. ამის შემდეგ კვლავ ჩინეთში დავბრუნდი და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ გადავწყვიტე, "ბარსელონას" დავთანხმებოდი და ამ კლუბში 2 წელი ვიმუშავე.

ახლა მინდა, რომ მწვრთნელობას დავუბრუნდე. გასულ წელს "ბარსელონამ" უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ხანმოკლე ვამჯობინე, რადგან ვგრძნობდი, რომ მწვრთნელობის განახლებას ვაპირებდი. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ამაზე თვეების განმავლობაში ვფიქრობდი. ვგრძნობ, რომ ახლა ეს უნდა ვაკეთო. ეს არ ნიშნავს, რომ სპორტული დირექტორობა აღარ მინდა, ორივე ამ პოზიციისთვის მზად ვარ, მაგრამ კონკრეტულად ამ ეტაპზე მირჩევნია, მწვრთნელობას დავუბრუნდე.

- როგორ შეაფასებდით "ბარსელონას" სპორტულ დირექტორად გატარებულ პერიოდს?

- რთული პერიოდი გამოვიარეთ. ფინანსური ფეარ ფლეის მხრივ პრობლემები გვქონდა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვტოვებდნენ. არა მხოლოდ ამ ეტაპს გავუძელით, არამედ ჩემპიონატიც მოვიგეთ. ახლა, როდესაც ჩვენ შემადგენლობას უყურებ, ხედავ, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს. აწმყო კარგია და ვფიქრობ, მომავალიც კარგი იქნება.

"ბარსელონაში" მატეუ ალემანისთან და ჩავისთან ერთად მუშაობით სიამოვნება მივიღე. მათთან ახლო და კომფორტული ურთიერთობა მქონდა. ჩვენ რაღაც საკითხებზე ვთანხმდებოდით, რაღაცებზე ვკამათობდით, მაგრამ ყველანი გუნდურად ვმუშაობდით, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.

ფეხბურთი არის მაგიდა, რომელსაც მრავალი სკამი აქვს. მე მათგან სამ სკამზე ვმჯდარვარ. ვიყავი ფეხბურთელი და გამოვცადე როგორც აღმასვლა, ასევე კრიზისი. ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ფეხბურთელს ტრავმა აქვს, ან როდესაც ის კარგ ფორმაშია. ვიცი, რას გრძნობენ მოთამაშეები. ვიყავი სპორტული დირექტორი, რაც ახალ განზომილებას მძენს, რადგან ამ პოზიციაზე მუშაობის დროს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებზე უნდა იფიქრო. და ვიყავი მწვრთნელი, რაც დაკავშირებულია დიდ ზეწოლასთან, განსაკუთრებით მედიის მხრიდან. ყოველთვის შემეძლო, ეს საქმიანობები ერთმანეთისგან გამემიჯნა და ყველა მათგანისთვის პატივი მეცა.

- თავს მწვრთნელადაც კომფორტულად გრძნობთ და სპორტულ დირექტორადაც?

- დიახ. მთავარია, რომ კლუბსა და ყველა დეპარტამენტს პატივი სცე. კომპეტენციები ერთმანეთში არ უნდა აურიო და სხვის სკამზე არ უნდა დაჯდე. ასეთ შემთხვევაში ყველა მოგებული დარჩება. მწვრთნელი შემადგენლობის დაყენებაზე, ვარჯიშებზე, გასახდელ ოთახზეა პასუხისმგებელი. ის ლიდერია, თუმცა ასევე არსებობს კლუბის ფილოსოფია, რომელსაც უნდა მივყვეთ. ჩვენ მწვრთნელს მხარს ვუჭერთ და მის წინააღმდეგ არ მივდივართ. თანამედროვე მიდგომა ძალაუფლების დანაწილებას გულისხმობს.

თუ ასე არ მოვიქცევით, სხვა კლუბების მაგალითზე ვხედავთ, რა მოხდება. მწვრთნელი თავის ფეხბურთელებს მოიყვანს, მაგრამ ნოემბერში მიხვდები, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ელოდი. მოიყვან ახალ მწვრთნელს ახალი იდეებით. ამის შემდეგ, იანვარში, ახალი მწვრთნელისთვის ახალ ფეხბურთელებს მოიყვან და გუნდში იმაზე ორჯერ მეტი მოთამაშე გეყოლება, ვიდრე საჭიროა.

სპორტულ დირექტორად მუშაობის დროს სტრატეგი ხარ. შესაძლოა, აკადემიაში ძალიან კარგი მარჯვენა მცველი იყოს, მაგრამ ამავდროულად მწვრთნელი სხვა მარჯვენა მცველის ყიდვას ითხოვდეს. შეგიძლია, მას უთხრა, რომ აკადემიის მარჯვენა მცველი ერთ წელიწადში პირველ გუნდში სათამაშოდ მზად იქნება და სჯობს, მასთან იმუშაოს, ვიდრე დიდი ფული გადაიხადოს სხვა ფეხბურთელში, რომელიც ახალგაზრდას დაბლოკავს.

- თქვენგან განსხვავებით სხვა სპორტული დირექტორები გუნდის ყველა ვარჯიშსა და თამაშს არ ესწრებიან...

- ეს მუშაობის ჩემი მეთოდია. ყველა იმ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მქონდა, რომელთანაც მიმუშავია: ნდობა, ღიაობა, კომუნიკაცია. თუ კვირის განმავლობაში ფეხბურთელს არ აკვირდები და მის ყოველდღიურ დამოკიდებულებას არ იცნობ, სეზონის ბოლოს მასზე შენს აზრს როგორ გამოთქვამ? თუ მწვრთნელს დაეხმარები, ის მოიგებს და თუ მწვრთნელი იგებს, ყველა მოგებულია.

"ბარსელონას" აქვს თავისი დნმ, თამაშის სტილი, ახალგაზრდულ სისტემასთან მუშაობის სტილი. ეს სტილი უნდა შევინარჩუნოთ იმის პარალელურად, რომ ფეხბურთში მიმდინარე ცვლილებებიც გავითვალისწინოთ.

გასულ სეზონში "ბარსელონას" პირველ გუნდში ვნახე არაერთი ფეხბურთელი, რომლებიც ჯერ კარიერის პიკთან ახლოსაც კი არ არიან, მაგრამ მათ ჩემპიონატი უკვე მოიგეს. ძალიან სასიამოვნო იყო, მენახა გავი, პედრი, ბალდე, ფატი, გარსია, ტორესი. მათი უმეტესობა ჩვენი ახალგაზრდული სისტემიდან მოდის. ეს ბიჭები მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც კლუბს ისინი ყველაზე მეტად სჭირდებოდა, რადგან კლუბი იძულებული იყო, ფინანსური პრობლემების გამო ყურადღება აკადემიისთვის მიექცია.

"ბარსელონას" დიდი მომავალი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს კლუბი ბოლო გაჩერებაა და არა ტრამპლინი სხვა გუნდში გადასასვლელად. ფეხბურთელებს, რომლებსაც პირველ გუნდში დებიუტი ექნებათ, სურვილი აქვთ, რომ აქ დიდხანს დარჩნენ.

- და სპორტულ დირექტორებს?

- ახლა მინდა, რომ მწვრთნელი იყო. მწვრთნელობა მომწონს. თამაში კიდევ უფრო უკეთესია. თამაშობ, ან ვარჯიშობ, შემდეგ სახლში ბრუნდები და დროს ოჯახთან ერთად ატარებ.

მწვრთნელობა კი 24 საათიანი საქმიანობაა. იძინებ სასტარტო შემადგენლობაზე ფიქრით და ამავე ფიქრით იღვიძებ. სამუშაო სახლში მოგყვება, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რისი კეთებაც მინდა. მყავს კარგი, კვალიფიციური სტაფი, რომელიც მწვრთნელად მუშაობის დროს მხარს ყოველთვის მიჭერდა. როდესაც "ბარსელონაში" ვიყავი, შემოთავაზებები მქონდა, მათ შორის MLS-დან, მაგრამ დათანხმება არ შემეძლო.

ბევრი მწვრთნელი არაა პეპ გვარდიოლას მსგავსი, რომლებსაც თავიანთი კვალის დატოვება შეუძლიათ. მას შეუძლია, თავისთვის სასურველი სტილის გუნდი თავად აირჩიოს და მან ეს დაიმსახურა. მწვრთნელების უმრავლესობისთვის ასე არაა. არ შეიძლება, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდში ნოემბერში მიხვიდე და ფეხბურთელებისგან ძალიან რთული რაღაცები მოითხოვო. საქმეს მარტივად უნდა მიუდგე და მათ უბრალოდ თავდაჯერება დაუბრუნო.

მე მოქნილი მწვრთნელი ვარ. სხვადასხვა სტილის ლიგებსა და გუნდებში მიმუშავია. უფრო რთულია, იმუშაო ევროპის გარეთ, სადაც სპორტული კულტურა და მენტალიტეტი განსხვავებულია. მიმუშავია გუნდებში, რომლებიც მოგებისთვის იბრძოდნენ და ასევე ისეთებშიც, რომელთა მიზანიც ლიგაში დარჩენა იყო. შენი ფილოსოფია დამოკიდებულია კონკრეტულ საჭიროებებზე და ამისთვის საკმარისად მოქნილი უნდა იყო.

- რომელმა მწვრთნელებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა?

- ყველა მათგანმა. მათაც კი, რომლებზეც 20 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ ცდებოდნენ (იგულისხმება "მანჩესტერ იუნაიტედში" ალექს ფერგიუსონთან მუშაობა). დროის გასვლის შემდეგ ხვდები, რომ ისინი მართლები იყვნენ. მიმუშავია მწვრთნელებთან, რომლებიც კარგები იყვნენ გუნდის მართვაში, როტაციის სპეციალისტებთან, ტექნიკის სპეციალისტებთან...

- და თქვენი მწვრთნელი ასევე იყო თქვენი მამა, იოჰან კრუიფი...

- ის დამეხმარა არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაშიც. მან ერთხელ მითხრა: "ექვსიანს უნდა, რომ ხუთიანებით იყოს გარშემორტყმული, ხოლო შვიდიანს უნდა, რომ რვიანებით." ის საუბრობდა არა საფეხბურთო პოზიციებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებსაც უფრო მაღალ დონეზე აჰყავხარ. სტაფის შერჩევის დროს ის ჯერ საკუთარ ძლიერ მხარეებს უკვირდებოდა და შემდეგ მოჰყავდა ხალხი, რომლებიც მის სუსტ წერტილებს შეავსებდნენ, რომლებიც რაღაცაში მასზე უკეთესები იყვნენ. თანამედროვე ფეხბურთში ასეთი მიდგომა საჭიროა იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად აითვისო.

- თქვენი სამწვრთნელო შტაბი უკვე შედგენილი გაქვთ?

- სრულად. უნდა გყავდეს მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ფეხბურთელებს უკეთესს გახდიან. მწვრთნელზე დიდი ზეწოლა მოდის და სხვადასხვა ტიპის ადამიანებისგან დახმარება გჭირდება.

- არის რომელიმე ადგილი, სადაც მუშაობა განსაკუთრებით გინდათ?

- ბევრ ენაზე ვსაუბრობ, ბევრ განსხვავებულ სიტუაციაში მუშაობა შემიძლია. ჩინეთში ორ ისეთ გუნდში ვმუშაობდი, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ორივე შემთხვევაში გუნდი პირველ სეზონში ლიგაში დავტოვეთ, მეორე სეზონში კი უკეთესი შედეგები გვქონდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები დავაწინაურეთ და კარგად ავათამაშეთ.

ჩინეთში მუშაობის დროს შემოთავაზებები ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გუნდებიდან მქონდა, თუმცა კონტრაქტს პატივი ვეცი. ფეხბურთში დროის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვნახავ, რა შემოთავაზებები და შეგრძნებები მექნება.

- ლიონელ მესის "ინტერ მაიამიში" წასვლით გაკვირვებული დარჩით?

- "ბარსელონას" მისი დაბრუნება უნდოდა, იყო ინტერესი საუდის არაბეთიდანაც, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ასევე მოიქცა დევიდ ბექჰემი წლების წინ. საქმე ფეხბურთისა და ცხოვრების განსხვავებულ სტილთან გვაქვს. ბექჰემმა MLS-სთვის ბევრი რამ გააკეთა და ვფიქრობ, მესის შემთხვევაც ასეთი იქნება. ის MLS-ში ბუმს გამოიწვევს. მესი გამარჯვებულია, ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იმარჯვებდა. იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სათამაშოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა: მამაჩემი. ის იმ დროს 32 წლის იყო და ეს გადაწყვეტილება არასდროს უნანია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 22 ივნისი 2023 20:31
    1
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: Iniesta_8
    ფულის ტომარა გუნდები ნელ-ნელა გუდავენ ფეხბურთს. სიტი დეკლან რაისს ყიდულობს, არადა კოვაჩიჩი უკვე ნაყიდი ყავთ, და ფილიპსი უზით სკამზე რომელსაც საერთოდ არ ათამაშებენ და კიდე 80 მილიონს იხდიან ზამენაში. იქით მანჩესტერს შეიხი ყიდულობს, ნიუკასლმა უკვე დაიწყო ნადირობა ფეხბურთელბზე, ბარსელონას და მილანის ფეხბურთელები მიყავს ნიუკასლს სასაცილოც აღარაა. ალ ნასრები და ეგეთები ბებრებსაც აღარ კადრულობენ უკვე, გრანდებიდან მიყავთ 30-31 წლის ფეხბურთელი რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სათამაშო 3-4 წელი. მილიარდელი მფლობელი ვისაც არ ყავს ნელ-ნელა ერხევა უკვე.

    სუპერლიგის შექმნა მაგიტოა აუცილებელი,,ან უეფამ დაფინანსება უნდა გაზარდოს

    ზუსტად , ერთადერთი საშუალება რითიც არაბებს და შეიხებს დაუპირისპირდება ევროპა სუპერ ლიგაა თორე ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ტოპ 5 ლიგა ვერაფერს იზამს , აგერ ბერნარდოც მიდის , კანტეც წავიდა , ბენზემაც , და კი ბატონო კარგია რომ ლევანდოვსკიმ მოდრიჩმა და სხვებმა უარი თქვეს მაგრამ ეგრე ბევრი არ მოიქცევა როდესაც 150-200-300 მილიონს თავაზობენ წელიწადში , უბრალოდ დაცინიან ევროპას და ამათ სულ კიდიათ , რონალდო კიდე გამოდის და მალე არაბეთის ლიგა ტოპ 5 ლიგას დაეწევაო , მარაზმია უბრალოდ , კიდე კაი მესიც მანდ არ წავიდა და ამერიკა არჩია , არ ვიცი რას დაუპირისპირებენ მაგრამ მალე მოკვდება ფეხბურთი თუ ასე გაგრძელდა , უბრალოდ სირცხვილია , ცოტახანში რეალიც გაქრება , ბარსაც , ბაიერნიც და სხვა ბევრი გრანდიც , დღევანდელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ისტორია და კლუბი აღარ ადარდებთ , მხოლოდ ფული აინტერესებთ და აგერ ნიუკასლი , პეესჟე სიტი და კიდე რავი შეიხების გუნდები , იმდენს იზამენ რომ ბარსას რეალს და ა.შ მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები შერჩებათ , არაბებიც იქიდან აწვებიან და ვისაც ეს გუნდები ვერ იყიდან , არაბები წაიყვანენ 200 მილიონიანი წინადადებებით და ჩვენ რა? ჩეფერინს ტებასს ინფატინოს და ყველას მოვიკითხავ დიდი სიყვარულით ვინც ფეხბურთს უბრალოდ ანადგურებს
    Culé [?]
    #8 22 ივნისი 2023 20:18
    0
    ცოტა ხნის წინ წავიკითხე ლევანდოვსკის 150 მილიონიანი შემოთავაზება ჰქონდა არაბეთიდან და არც კი მოუსმინაო. წყარო არ ვიცი რამდენად სანდოა, მარა ისეთები ხდება ეჭვიც არ მეპარება რომ სიმართლე იქნებოდა და მაგის გამო უფრო ვაფასებ ამ კაცს. ბევრჯერ გავლანძღე ამ სეზონში არ თამაშობს როგორც უნდა თამაშობდესთქო მარა იმაზე მეტი სიხარულიც მოგვანიჭა თავისი გოლებით და ახლა ასეთ მიმზიდველ შემოთავაზებაზე ამბობს უარს და რჩება გუნდის დასახმარებლად, ჯერ ბაიერნს რა უქნა რომ ბარსაში წამოსულიყო, ახლა კიდე შეიხებს უჩვენა შუა თითი innocent
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #7 22 ივნისი 2023 19:12
    1
    ციტატა: Iniesta_8
    ფულის ტომარა გუნდები ნელ-ნელა გუდავენ ფეხბურთს. სიტი დეკლან რაისს ყიდულობს, არადა კოვაჩიჩი უკვე ნაყიდი ყავთ, და ფილიპსი უზით სკამზე რომელსაც საერთოდ არ ათამაშებენ და კიდე 80 მილიონს იხდიან ზამენაში. იქით მანჩესტერს შეიხი ყიდულობს, ნიუკასლმა უკვე დაიწყო ნადირობა ფეხბურთელბზე, ბარსელონას და მილანის ფეხბურთელები მიყავს ნიუკასლს სასაცილოც აღარაა. ალ ნასრები და ეგეთები ბებრებსაც აღარ კადრულობენ უკვე, გრანდებიდან მიყავთ 30-31 წლის ფეხბურთელი რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სათამაშო 3-4 წელი. მილიარდელი მფლობელი ვისაც არ ყავს ნელ-ნელა ერხევა უკვე.


    ახლა წავიკითხე ალ ჰილალს და ნიუქასლს ერთი მფლობელი ყოლია და ფეარ ფლეის წესები რო არ დაერღვიათ ალ ჰილალმა რუბენ ნევეში იყიდა და ნიუქასლში იჯარით გაუშვებენ… მართლაც რო გუდავენ ფეხბურთს
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ივნისი 2023 18:09
    0
    ფეხბურთი არის მაგიდა, რომელსაც მრავალი სკამი აქვს. მე მათგან სამ სკამზე ვმჯდარვარ. ვიყავი ფეხბურთელი და გამოვცადე როგორც აღმასვლა, ვიყავი სპორტული დირექტორი, ამ პოზიციაზე მუშაობის დროს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებზე უნდა იფიქრო. და ვიყავი მწვრთნელი, რაც დაკავშირებულია დიდ ზეწოლასთან, განსაკუთრებით მედიის მხრიდან. ყოველთვის შემეძლო, ეს საქმიანობები ერთმანეთისგან გამემიჯნა და ყველა მათგანისთვის პატივი მეცა.
    ჭკვიან კაცს უთქვავს: "ორი კურდღლის მადევარი მწევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო" და ჩემი აზრით სამი კურდღლის მადევარიც ასე იქნება. არც ფეხბურთელობის დროს გამოირჩეოდი და ვერც მწვრთნელობით გაითქვი სახელი, ერთი ამ სპორტული დირექტორობის დროს გაგიჩნდა შანსი ისტორიაში შესულიყავი მესის დაბრუნებით, მაგრამ აქაც ისე ჩაისვარე ვერც კი მიხვდი რატომ აღარ მოვიდა ლეო.
    მწერალი [?]
    #5 22 ივნისი 2023 17:46
    2
    ნეიმარზე ბევრი იწერება. არადა ყველაფრის მიუხედავად მაგაზე უკეთესი რომელ ვინგერი გვყავს? მაინც ძაან კლასნია ეგ ოხერი.
    გულშემატკივარი [?]
    #4 22 ივნისი 2023 17:37
    1
    მირჩევნია ბარსელონაში წახვიდე მაგრამ თუ მადრიდის რეალში წასვლა გინდა ეს აუცილებლად გააკეთა რადგან ნამდვილად უკეთესს პროექტს იმსახურებ.ციტირებს ლეო მესის სიტყვები
    Culé [?]
    #3 22 ივნისი 2023 17:19
    0
    ციტატა: Iniesta_8
    ფულის ტომარა გუნდები ნელ-ნელა გუდავენ ფეხბურთს. სიტი დეკლან რაისს ყიდულობს, არადა კოვაჩიჩი უკვე ნაყიდი ყავთ, და ფილიპსი უზით სკამზე რომელსაც საერთოდ არ ათამაშებენ და კიდე 80 მილიონს იხდიან ზამენაში. იქით მანჩესტერს შეიხი ყიდულობს, ნიუკასლმა უკვე დაიწყო ნადირობა ფეხბურთელბზე, ბარსელონას და მილანის ფეხბურთელები მიყავს ნიუკასლს სასაცილოც აღარაა. ალ ნასრები და ეგეთები ბებრებსაც აღარ კადრულობენ უკვე, გრანდებიდან მიყავთ 30-31 წლის ფეხბურთელი რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სათამაშო 3-4 წელი. მილიარდელი მფლობელი ვისაც არ ყავს ნელ-ნელა ერხევა უკვე.

    სუპერლიგის შექმნა მაგიტოა აუცილებელი,,ან უეფამ დაფინანსება უნდა გაზარდოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ივნისი 2023 16:31
    1
    ციტატა: Iniesta_8
    ფულის ტომარა გუნდები ნელ-ნელა გუდავენ ფეხბურთს. სიტი დეკლან რაისს ყიდულობს, არადა კოვაჩიჩი უკვე ნაყიდი ყავთ, და ფილიპსი უზით სკამზე რომელსაც საერთოდ არ ათამაშებენ და კიდე 80 მილიონს იხდიან ზამენაში. იქით მანჩესტერს შეიხი ყიდულობს, ნიუკასლმა უკვე დაიწყო ნადირობა ფეხბურთელბზე, ბარსელონას და მილანის ფეხბურთელები მიყავს ნიუკასლს სასაცილოც აღარაა. ალ ნასრები და ეგეთები ბებრებსაც აღარ კადრულობენ უკვე, გრანდებიდან მიყავთ 30-31 წლის ფეხბურთელი რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სათამაშო 3-4 წელი. მილიარდელი მფლობელი ვისაც არ ყავს ნელ-ნელა ერხევა უკვე.

    მიყავთ რა თვითონ თუ არ დათანხმდნენ წასვლას ძალით ვერავინ წაიყვანს პროსტა მაყუთს დახარბდნენ და მაგიტომაც ამოყვეს თავი არაბეთში ზოგიერთებმა აბა ვერავინ დამაჯერებს იმას რო გინდაც კანტე გინდაც ზიეჩი ევროპაში არ ენდომებოდა ვინმეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 22 ივნისი 2023 16:22
    4
    ფულის ტომარა გუნდები ნელ-ნელა გუდავენ ფეხბურთს. სიტი დეკლან რაისს ყიდულობს, არადა კოვაჩიჩი უკვე ნაყიდი ყავთ, და ფილიპსი უზით სკამზე რომელსაც საერთოდ არ ათამაშებენ და კიდე 80 მილიონს იხდიან ზამენაში. იქით მანჩესტერს შეიხი ყიდულობს, ნიუკასლმა უკვე დაიწყო ნადირობა ფეხბურთელბზე, ბარსელონას და მილანის ფეხბურთელები მიყავს ნიუკასლს სასაცილოც აღარაა. ალ ნასრები და ეგეთები ბებრებსაც აღარ კადრულობენ უკვე, გრანდებიდან მიყავთ 30-31 წლის ფეხბურთელი რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სათამაშო 3-4 წელი. მილიარდელი მფლობელი ვისაც არ ყავს ნელ-ნელა ერხევა უკვე.