ჟორჟე მენდეშმა ბარსას პირობა მისცა, რომ ბალდე და იამალი კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებენ

ჟორჟე მენდეშმა ბარსას პირობა მისცა, რომ ბალდე და იამალი კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებენ

Sport-ის ინფორმაციით, ჟორჟე მენდეშმა "ბარსელონას" პირობა მისცა, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისამდე ალეხანდრო ბალდე და ლამინე იამალი კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.

პორტუგალიელი აგენტი ვარაუდობს, რომ შეთანხმება მიმდინარე წლის 30 ივნისამდე შედგება. მოლაპარაკებები, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს.

ბალდეს ახალი ხელშეკრულება 2027 წლამდე იქნება გათვლილი, ლამინე იამალი კი ივლისში 16 წლის გახდება და პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს. მის მიმართ ინტერესი ბევრმა კლუბმა გამოხატა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევს "ბარსას" მიერ წარდგენილი გეგმა მოსწონს და ჩავი მას უკვე პირველ გუნდში ავარჯიშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 აპრილი 2023 18:35
    0
    ეს იამალი რო ცუდად იქცეოდა სანაკრებო შეკრებებზე გამოსწორდა მაინც, ან რა დააშავა რატომ არსად არ დაწერეს.