კატალონიური დერბის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა “ესპანიოლის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის გარდა, ჩემპიონთა ლიგის პრიორიტეტებზე, ფეხბურთელების მდგომარეობასა და “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებისას განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.
მოლოდინები და როტაცია “ესპანიოლის” წინააღმდეგ
ფლიკმა მომავალი მატჩისთვის გუნდის განწყობაზე და შესაძლო როტაციაზე კომენტარი გააკეთა:
“ძალიან კარგი შეგრძნებები მაქვს, ვარჯიშზე ატმოსფერო და კონცენტრაცია ძალიან კარგი იყო და ვხედავ, რომ ფეხბურთელები ხვალინდელი დღისთვის ძალიან მომზადებულები და ფოკუსირებულები არიან. ვნახოთ, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებზე უნდა ვიზრუნოთ და მათი სათამაშო წუთები ვმართოთ, როგორც ყოველთვის. ამ გუნდში დიდი ხარისხი გვაქვს და ხვალ ვინც ითამაშებს, ფანტასტიკურად იასპარეზებს.”
მწვრთნელმა ინდივიდუალურად რამდენიმე მოთამაშეზეც ისაუბრა, მათ შორის ფრენკი დე იონგზე, ლამინ იამალსა და გავიზე:
“ის [ფრენკი] წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს; შემდეგი ნაბიჯი ხვალ არის. ვნახავთ, ვარჯიშის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს და შემდეგ ვნახავთ, ხვალ რას გავაკეთებთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის დაბრუნდა, მაგრამ ხვალამდე უნდა მოვიცადოთ. ვარჯიშზე მან თავი კარგად იგრძნო და ის სათადარიგოთა სკამზე იქნება.”
“ვნახავთ, ამას [ლამინის საკითხს] როგორ მოვაგვარებთ; მისთვის სასტარტო თერთმეტეულში დაწყება ყოველთვის კარგია და ჩვენ ამას ვნახავთ. ჯერ არ გადამიწყვეტია; ხვალამდე მოცდა მოგვიწევს.”
“ხვალ ძირითად შემადგენლობაში დასაწყებად ის [გავი] კარგი ვარიანტია და ვნახავთ, ითამაშებს თუ არა 90 წუთს. უნდა ვნახოთ; მასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ის სასტარტოში დასაწყებად მზად არის.”
რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის მომავალს, გერმანელმა სპეციალისტმა მსგავს საუბრებს თავი აარიდა:
“ამაზე პასუხი უკვე გავეცი, ყოველთვის ასე ვპასუხობ, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ჩვენ დიდი მიზანი გვაქვს და ყველა ფეხბურთელმა ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მაქსიმუმი გაიღოს. მომავალი წელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა იმაზე საუბრის დრო არ არის, თუ ვინ მიდის.”
პრიორიტეტები: ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა
ტურნირების მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვაზე, გუნდის თავკაცმა შემდეგი რამ განაცხადა:
“რა თქმა უნდა, ლა ლიგა არის ის, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა მწვრთნელის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის ოცნებას წარმოადგენს და იქ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით. თითოეულ მატჩში ხედავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ოდნავ უფრო მოტივირებულია და ეს ის ტურნირია, რომლის მოგებაც გვსურს. ლა ლიგაში ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მოთამაშეებისა და კლუბის მიზანს წარმოადგენს და აქ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით.”
საჩივარი უეფაში და “ატლეტიკოსთან” დაპირისპირება
“ბარსელონას” მიერ უეფაში შეტანილ საჩივარსა და VAR-ის მუშაობაზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატლეტიკოსთან” მომხდარ ეპიზოდებთან დაკავშირებით, ფლიკმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა:
“არ ვიცი, შედეგი როგორი იქნება, მაგრამ ჩემთვის და გუნდისთვის კარგია, რომ ამ საკითხში კლუბი მხარს გვიჭერს, რადგან ეს უსამართლობა იყო. შეცდომა ერთხელ შეიძლება დაუშვა, მაგრამ არა ორჯერ და კლუბის მხარდაჭერა ძალიან დიდ დახმარებას წარმოადგენს.”
“რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ VAR-ი დასახმარებლად მოვიდა. VAR-ის გუნდმა რაღაც არასწორი დაინახა და მათ მისთვის უნდა დაეძახათ და ეთქვათ, რომ ეპიზოდი გადაემოწმებინა, ამ მატჩში კი სწორედ ეს დამაკლდა. ვფიქრობ, ბევრი რამ უკეთესად შეგვიძლია გავაკეთოთ. მართალია, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ეს კარგი არ ყოფილა და იმ მომენტში, ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა.”
ალვარო არბელოას განცხადება და “რეალ მადრიდი”
“რეალ მადრიდის” მწვთნელის, ალვარო არბელოას კომენტარებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ფლიკმა მოკლედ უპასუხა:
“არაფერი, ამაზე ჩემს ენერგიას არ ვხარჯავ. ეს მათი აზრია და მე ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული. მსგავსი რაღაცები არ მაინტერესებს, ეს ასეთი ბიზნესია, ჩვენს შორის ბევრი ხმაურია, მაგრამ გუნდსაც ამას ვეუბნები, საკუთარ თავზე უნდა ვფოკუსირდეთ და არა იმაზე, თუ რას აკეთებს “რეალ მადრიდი”. ჩვენ კარგ პოზიციაში ვიმყოფებით, ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ.”
Frenkie de Jong
ხო მარა კონტრაქტს რომ ახალგრძლივებ ავტომატურად ბევრად გაზრდილ ხელფასს იღებს, შეიძლება ფიქრობს დღეს თუ არა ხვალ მაინც მიყიდის ვინმე გრანდიო, და მართალიცაა, პრაიმში მყოფ ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშეში ვინმე მაინც გაიქნევს დიდ ფულს, სიტი, იუნაიტედი, ლივერპული, ნიუკასლი იხოდება, პსჟ, რავი მანდ არ დატოვებენ.
ისიც შეიძლება ფიქრობდეს თუ არც გავიყიდებიო… წარმოიდგინე კლუბმა რომელმაც მოგხოდა და გაგაქაჩინა, შენც ცდილობ რომ პატივი სცე და მაქსიმალური სარგებელი ნახოს შენგან.
მბაპეს სიმულატი დედაც კიდე😄😄😄 ასწავლეს არა რეალში ეგეთები😄😄😄 სიმულაციაზე არც გადახედეს პენლის მომენტს აარტყავდნენ წითელს და ამიტომ🤣🤣🤣🤣
ჩემი ნება რო იყოს ხვალ დავასვენებდი იამალს პედრის და ყველას თითქმის ესპანიოლია მეტოქე და ატლეტიკოზე ნაკლებო ნაჯახები არც ეგენი არიან
რა იდიოტი უნდა იყო
ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე
მაგას იმიტომ აკეთებენ რომ უფრო მეტი ფული აიღონ, ტრანსფერის მსურველებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ და თვითონაც მეტი რჩებათ, კლუბსაც პატივს სცემენ ვინც გააქაჩინა, ასე ვთქვათ
ხო მაგრამ ისედაც ქონდა კონტრაქტი კაი ხანი
ხელფასი მოითხოვა 15 მილიონი
და რეალმა უარი უთხრა
რა იდიოტი უნდა იყო
ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე
ბასტონი ჯობს
მე შლოტენბერგი მირჩევნია
მაგ 3 ეულიდან ყველას
მიკი , ბასტონი ნიკოდან
აუუუ გაგლიჯა ლემარიმ ლუნინის კარი. აქაც თუ ჩაისვარა რეალმა და ხვალ ბარსა ბ უნდა გამოიყვანოს.
რა იდიოტი უნდა იყო
ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე
მაგას იმიტომ აკეთებენ რომ უფრო მეტი ფული აიღონ, ტრანსფერის მსურველებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ და თვითონაც მეტი რჩებათ, კლუბსაც პატივს სცემენ ვინც გააქაჩინა, ასე ვთქვათ
რა იდიოტი უნდა იყო
ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე
ბასტონი ჯობს
შლოტენბერგმა გაახანგრძლივა
რა იდიოტი უნდა იყო
ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე
ჟირონას მეკარემ რა ქნა თუ მჯეროდეს 😃😃
ვინ უნდა დადგეს არ ვიცი რას ფიქრობთ თქვენ?
ყველა შემტევი სტილის ფეხბურთელი უნდა იყოს ძირითადში, ფერმინი-ოლმო განსაკუთრებით
იამალი ფერმინი ოლმო და ტორესი უნდა დადგეს. ტორესი პრესინგის გამო
მომენტების მაქსიმალური რეალიზაციაა საჭირო. იმას ვერ ვიტყვით რომ გუნდმა ცუდად ითამაშა და მეტოქემ აჯობა, აშკარად ყველაზე უკეთ ბარსელონა გამოიყურებოდა მაგრამ მაინც წააგეს, აქედან გამომდინარე არსებობს რაღაც შანსები შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, უბრალოდ თავიაანთ თავებს უნდა გადაახტნენ და ორმაგი მონდომებით უნდა გამოვიდნენ სათამაშოდ. რაც მთავარია ხვალ ყველა ძირითადის ფეხბურთელმა უნდა დაისვენოს, ეგრე თუ არ მოხდა ატლეტიკოსთან ნახევარი გუნდი გაიტრამვება
ვინ უნდა დადგეს არ ვიცი რას ფიქრობთ თქვენ?
ყველა შემტევი სტილის ფეხბურთელი უნდა იყოს ძირითადში, ფერმინი-ოლმო განსაკუთრებით
სწორი ტაქტიკა და სწორი ხასიათით თუ ითამაშებენ არის შანსი. დაცვაში შეცდომები მინიმალურზე უნდა დაიყვანო როგორც კოპას მეორე თამაშში და არის შანსი. შემტევებმა მომენტები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება.
ვინ უნდა დადგეს არ ვიცი რას ფიქრობთ თქვენ?
Visca-barca,
ცუდად ვარ იმენა დრო ნელა გამყავს არმინდა იმის წარმოდგენა რო ბარსა გავარდება
რეალმა დაკარგოს კიდევ ქულები ჟირონასთან და ეგ ვაფშე დასასრული იქნებოდა 30 წუთია ჯერ მაგრამ არამგონია დაკარგონ ჟირონა ძაან უკლასნო გუნდია რაღაცნაირი
მართლა არ მესმის პესიმიზმის განმეორებით შეხვედრაზე, რა თქმა უნდა ფავორიტი უკვე პ-რ-ო-ჭ-ლეტიკოა, მარა ბარსაც შეიძლება თავისუფლად გავიდეს, და ჩემი აზრით დაიძაბება კიდეც სიტუაცია ამ მხრივ.
მარა რომც არ დაიძაბოს, გული კი დამწყდება მარა ძალიანაც არა, რადგან მგონია რომ არაა ეს ბარსა საჩემპიონო გუნდი, ამ ბავშვებში დიდი პოტენციალი კი არის, და ვფიქრობ რომ ლიგებს დაალაგებენ, მარა ჯერ ძალიან პატარები არიან და თან რამდენიმე პოზიცია აშკარად ძალიან სუსტი გვაქვს, პსჟ, ბაიერნი და არსენალი აშკარად ბარსაზე უკეთესები არიან დღეს, თუნდაც შარშანდელი სეზონი აიღეთ, ინტერმა ორ თამაშში 7 გოლი შეგვიგდო, (შარშანდელი ბარსა უკეთესი იყო დღევანდელზე) + მერვე გოლზე გაგვიმართლა რომ მხითარიანს ფრჩხილი ქონდა თამაშგარეში, და პსჟმ რა დღეში ჩააგდო ეგ ინტერი, უშანსოდ ამოტენა რასაც ქვია.
ლა ლიგის ეს ძველი ტაბლო თუ რაც ქვია, აშკარად უფრო ლამაზი ყოფილა ვიდრე ახალი
არაფერი შეუსრულებელი მისია არ არის. ლენგლე იქნება ძირითადში და მთელი 90 წუთი ჩაჯმულები ჩადგებიან თავიანთ ნახევარზე. მთავარია პირველ რიგში შექმნილი შანსების მესამედი გოლად აქციონ ( თუ გრანდი ვართ ეს ასეც უნდა ქნან გრანდის ფეხბურთელებმა) და მეორე დაცვაში იდიოტური შეცდომები კი არა შეცდომაც არ უნდა დავუშვათ, ფაქტია უიღბლო გუნდად ჩამოვყალიბდით ( ეს კლასის ნაკლებობაა პირვერ რიგში) და ისე ხდება ლიგაზე რომ ყველა ჩვენი შეცდომა დამღუპველია. დარწმუნებული ვარ პირვერ ტაიმში თუ ერთით ნოლი წავიყვანეთ თავის ვირთხა მწვრთნელიან მასაჟისტიანად მანდრაჟი დაეწყებათ ნაჯახებს. პირველი თამაშის მსაჯობაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს წესით განმეორებით თამაშის მსაჯზე. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნერვებს აყვნენ და იუხეშონ. დიდი ალბათობით სწორი თამაშის შემთხვევაში არ არსებობს ატლეტიკოსნაირმა ნაჯახებმა წითლის გარეშე დაამთავრონ თამაში. მოკლედ შანსი არის სადღაც 30 % და ეს ცოტა ნაღდათ არ არის❤️✊სადღაც გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს ათ წელიწადში ერთხელ. იგივე ხომ არ შეიძლება ლამინი დაფრინავდეს და გოლი ვერ გაქონდეს? ერთი რამ ზუსტად ვიცი ტორესი არ უნდა გააკარონ არც ერთი წუთი მოედანს და რაშფორდი მაწსიმუმ ერთი ტაიმი. ხო კიდე რაშფორდი 10 მილიონადაც არ უნდა მოვიყვანოთ. 18 წლის რომ იყოს შეიძლება მაგრამ 28 წლის შემტევი ფეხბურთელი ამხელა გამოცდილებით, რომ 10 დან 9 შემთხვევაში ფინიშზე არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, ეგეთმა ბარსაში კი არა ბრაიტონშიც არ უნდა ითამაშოს. მჯეროდა და მეიმედებოდა მაგრამ აი სამშაბათს აქვს უკანასკნელი შანსი იდიოტი არ იყოს🥺
მეც ეგრე ვარ ერთი სული მაქვს სამშაბათი როდის მოვა
დღიდან დღემდე ყოველ წამს წუთასს ღამებიი არ მძინავს რემონდატაზე ვფიქრობ უნდა შედგეს რაა ღმერთით
ლა ლიგაში ტაბლო და გუნდების განლაგების გრაფიკული დიზაინი შეიცვალა. ეს მარტო ამ ტურში იქნება თუ 2017 წლამდე რაც იყო იმ რეტრო სტილს დაუბრუნდნენ? ძველი უფრო ლამაზი იყო ჩემთვის.
რაფინია რო იყოს კიდე ვიფიქრებდი რო რემონტადაააა შეილება იყოს მაგრამ ამ რაფას გარეშე და თან მადრიდში?