workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალესანდრო ბასტონი ბარსელონაში ტრანსფერის დასრულებას ჩქარობს

ალესანდრო ბასტონი ბარსელონაში ტრანსფერის დასრულებას ჩქარობს

ალესანდრო ბასტონი (26 წლის) “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს. “ინტერთან” 2028 წლამდე მოქმედი კონტრაქტის მქონე იტალიელი მცველი მომავალი სეზონისთვის მემარცხენე ცენტრალური მცველის პოზიციის გასაძლიერებლად კატალონიური კლუბის ფავორიტია. “ნერაძურის” წევრმა “ბარსელონას” ინტერესის შესახებ იცის და, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსასთან” პირადი შეთანხმება ჯერ არ დაუსრულებია, ამის გაკეთების მომხრეა. თუმცა, “ინტერის” მოთამაშე კატალონიელებთან საკუთარი მომავლის განსაზღვრას გარკვეულწილად ჩქარობს. პირველ რიგში, იმ სიტუაციის გამო, რომელშიც იგი იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ აღმოჩნდა და რაც მასზე “ინტერის” ყოველდღიურობაში აისახება. ასევე იმიტომ, რომ მას სჯერა, კლუბებს შორის მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყება მის მომავალს უფრო სწრაფად გაარკვევს. გარდა ამისა, იგი მომავალი სეზონიდან “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თამაშის ოცნების ასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.

პრობლემა ისაა, რომ “ბარსა” ახლა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ტრანსფერებზე რაც ნაკლებს ისაუბრებენ, მით უკეთესია. თუმცა, დეკუ მომავალი სეზონისთვის ძლიერი შემადგენლობის შესაკრებად მუშაობას ჩუმად აგრძელებს. ამ დაგეგმარებაში პრიორიტეტული ტრანსფერები ცენტრალური თავდამსხმელი და მემარცხენე ცენტრალური მცველი, ამ შემთხვევაში კი ბასტონია.

“ბარსა” მიიჩნევს, რომ იტალიელის “ინტერიდან” წამოყვანა დაახლოებით 55-60 მილიონად შესაძლებელია და აღიარებს, რომ ტრანსფერი კონტროლზე ჰყავს აყვანილი, თუმცა მასთან შეთანხმების გაფორმება და შემდეგ იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებები ჯერ არ მომხდარა. იტალიის ნაკრების ბოსნიასთან მარცხისას მიღებული წითელი ბარათის შემდეგ ბასტონის გარშემო არსებული სიტუაცია და ის ფაქტი, რომ კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ორი წელი რჩება, მილანელებს გადამეტებული თანხის მოთხოვნის საშუალებას არ აძლევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • GiorgiM4
    schedule 06 აპრ 2026, 22:57
    #19

    ბომბარდირის თამაშით გავხურდეთ, ხვალ ლიგამდე

  • Frenkie de Jong_
    schedule 06 აპრ 2026, 22:30
    #18
    2 საათის წინ, ჰანს ფლიკი თქვა:

    ძამბროტას შემდეგ იტალიელს არუთამაშია ბარსაში ხომარ ვცდები ვისაც გახსოვთ?

    კი მის მერე არავის.

    გაბრიელ მილიტო უნდა დამეწერა და მერე გამახსენდა რო არგენტინელი იყო 😂 არადა მაგსსც და მის ძმასაც სუფთა იტალიური ვაიბი აქვს

  • CHEPE
    schedule 06 აპრ 2026, 20:48
    #17
    24 წუთის წინ, rivaldo80 თქვა:

    ძალიან მაგარია ბასტონი მინუსი მხოლოდ სისწრაფეა მაგრამ ინიგოც ნელი იყო და კი დადო პრაიმი წელი.60 იაფად ნორმალურ მცველს მაინც ვერ იყიდი დღეს.უბრალოდ დღეს ბარსასთვის 60 კი ასნტრონომიული თანხაა.

    ეჰ ინიგო ყოფილიყო 28 29 წლის მაინც ისეთ დროს მოვიდა უკვე კარიერის პიკი იყო დიდ ფეხბურთში

  • rivaldo80
    schedule 06 აპრ 2026, 20:23
    #16

    ძალიან მაგარია ბასტონი მინუსი მხოლოდ სისწრაფეა მაგრამ ინიგოც ნელი იყო და კი დადო პრაიმი წელი.60 იაფად ნორმალურ მცველს მაინც ვერ იყიდი დღეს.უბრალოდ დღეს ბარსასთვის 60 კი ასნტრონომიული თანხაა.

  • ჰანს ფლიკი
    schedule 06 აპრ 2026, 20:00
    #15

    ძამბროტას შემდეგ იტალიელს არუთამაშია ბარსაში ხომარ ვცდები ვისაც გახსოვთ?

  • Barca
    schedule 06 აპრ 2026, 19:30
    #14
    33 წუთის წინ, nika 54 თქვა:

    და ხელფასი რამდენი აქვს. დაკლებას ვერ გაუბედავენ?

    7 აქ და 10 ექნება ბარსაში თუ მოვა

  • Frenkie de Jong_
    schedule 06 აპრ 2026, 19:02
    #13
    6 საათის წინ, Visca-barca თქვა:

    ფერან ტორესის ვიდეო ნახეთ რო ხურდებოდა საჯარიმოში ცარიელ კარს რო გადააცილა?🥲🥲🥲

    იმთელი ტიკტოკი აჭრელებულია მაგ დიანა გურსკაიათი 

  • nika 54
    schedule 06 აპრ 2026, 18:56
    #12

    და ხელფასი რამდენი აქვს. დაკლებას ვერ გაუბედავენ?

  • CHEPE
    schedule 06 აპრ 2026, 17:19
    #11
    3 საათის წინ, La Pulga10 თქვა:

    ბასტონი კი არა შლოტერა მოიყვანეთ რა

    არსად მიდის ძმაო 14 მილიონს კიდე ხელფას არც რეალი მისცემს და არც ბარსა ამიტომ ფულის მონა ყვერი გერმანელი არ გვჭირდება ეგდოს დორტმუნდში და როისივით ამოხდება სული მანდ

  • არისტაფანი
    schedule 06 აპრ 2026, 17:08
    #10
    7 საათის წინ, LEVANII თქვა:

    Ცუდი ფეხბურთელი არარის თუმცა ეს ვერ მოაგვარებს დაცვაში პრობლემებს ამის ყიდვას მარცხენა მცველზე და ფორვარდზე იჩალიჩონ ჯობიარავი ბასტონი თუ ვერ მოაგვარებს მცველის პრობლას ჩათვალე ვერავინ მოაგვარებს მაშინ🙂 მარცხენა ცენყრალური მცველია კაკრას 26 წლის და მართლა 55 თუ მოიყვანეს ძაან კარგი გარიგება იქნება. თუ მარცხენა კრაის მცველს გულისხმობ კანსელო უნდა დატოვონ 100% და იმედია ის ზანგი ცხენი რამეს ისწავლის პორტუგალიელისგან. მარჯვნივ კუნდეა და გარსიასაც შეუძლია. ფორვარდია მოსაყვანი და ნახევარ გუნდს იდიოტი დეკო კი არა პერესი რომ იყოს პრეზიდენტი ის ვერ შეცვლის ბრატ. ვუსკოვიჩის მყიდველები ეგენი არ არიან და სიმართლე გითხრა თუ იგივე ფასი დაჯდება აწმყოში ალბათ ბასტონი ჯობია გუნდისთვის. იდეალური იქნებოდა ვუსკოვიჩი მეორე ტრანსფერად მაგრამ არ მჯერა. ვლოცულობ, რომ პრემიერლიგაში წავიდეს და ტრანსიტკანიებმა არ იყიდონ მეორე რამოსი🥹

    რავი გამოცდილი, თავის პოზიციაზე ერთერთი საუკეთესო მცველი აბა რა უნდა ღირდეს თუ ძმა ხარ დაწერე😕 ხუთი წლის წინ იყიდეს ვადეიკი 75 ლიმონად ლივერპულმა, არ ვადარებ ბასტონს მაგრამ ის 75 დღეს უდრის 150 მილიონს და ორჯერ უკეთესი ნაღდათ არ არის ვანდეიკი ბასტონზე. აი იმინა ძაან კარგი ტრასფერი იქმება 55 მილიონად ან არაუხო პლუს 40 ხომ ვქბშე საუკეთესო.

  • El pistolero 9
    schedule 06 აპრ 2026, 16:49
    #9

    დღეს წავიკითხე ბარსა აბდე ეზალზულის დაბრუნებას განიხილავსო. რას ფიქრობთ? მგონი არ იქნება ცუდი ტრანსფერი.

  • Moriarti
    schedule 06 აპრ 2026, 15:47
    #8

    ამაზე ძლიერი ცაცია ცენტრალური მცველი არარის ბაზარზე. რაც მთავარია, მეორე სართულზე კარგია, ხაზზე კარგათ თამაშობს და ბურთთან ძალიან ახლოს არის. შლოტერბეკი ძაან დიდ ხელფასს ითხოვს და არავინ არ მოიყვანს. თან ძაან სასაცილოა ამაზე უარს რომ ამბობთ და შლოტერბეკიო. ვერაფრით ჯობია შლოტერა ბასტონის. იდეალური ტრანსფერი იქნება. 

  • jacky iakovenko
    schedule 06 აპრ 2026, 15:38
    #7

    ლოლ აქ ხალხი სერიოზულად იძახის ეს მოაშორეთო და ვიღაც ნოუნეიმი მოიყვანეთო 😂🤦‍♂️

  • GiorgiM4
    schedule 06 აპრ 2026, 15:09
    #6

    ბიჭო არ ვარ ამის ტრანსფერის წინააღმდეგი მარა ძალიან ძვირი მგონია ამაში 55-60 მ, ბოსნიასთან რაც მოუვიდა მაგის გამო არ ვამბობ, პირადად ამას რომ გაეყვანა იტალია, მაინც ამ აზრზე ვიქნებოდი.

    თუ მაინც იყიდეს მაგ ფასად, ღერთმა ქნას ვცდებოდე

  • La Pulga10
    schedule 06 აპრ 2026, 13:50
    #5

    ბასტონი კი არა შლოტერა მოიყვანეთ რა

  • Visca-barca
    schedule 06 აპრ 2026, 12:31
    #4

    ფერან ტორესის ვიდეო ნახეთ რო ხურდებოდა საჯარიმოში ცარიელ კარს რო გადააცილა?🥲🥲🥲

  • MESSI 2017
    schedule 06 აპრ 2026, 12:15
    #3

    შლოტერბეკი იყიდეთ ბიჭო ეს დირკა მოაშორეთ

  • korezi
    schedule 06 აპრ 2026, 12:02
    #2

    ძალიან მაგარი ტიპია თუ ფლიკი დარჩება მაგის ტაქტიკისთვის იდეალურია

    ხაზზე მაგრა თამაშობს

  • LEVANII
    schedule 06 აპრ 2026, 09:38
    #1

    Ცუდი ფეხბურთელი არარის თუმცა ეს ვერ მოაგვარებს დაცვაში პრობლემებს ამის ყიდვას მარცხენა მცველზე და ფორვარდზე იჩალიჩონ ჯობია