workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის ნაკრებში ჟოან გარსიას დებიუტი შედგა

ესპანეთის ნაკრებში ჟოან გარსიას დებიუტი შედგა

კატალონიელმა მეკარემ, ჟოან გარსია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია კარიერაში. “ბარსელონას” გოლკიპერი პირველად გამოიძახეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ამ სანაკრებო პაუზაზე და უკვე მოახერხა მოედაზე გამოსვლაც.

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, მას შანსი მისცა ეგვიპტის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში. გარსია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, რაც მისი შესანიშნავი სეზონის დამსახურებული აღიარებაა – სეზონის, რომელშიც ის “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ეგვიპტესთან გამართული შეხვედრა 0-0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟოან გარსია სანაკრებო კარიერას მშრალი მატჩით იწყებს.

შთამბეჭდავი სტატისტიკა

გარსიას მიმდინარე სეზონი ნამდვილად გამორჩეულია:

  • ჩატარებული მატჩები: 36
  • მათგან ლა ლიგაში: 23
  • მოგერიებების პროცენტი: 78.75% (საუკეთესო მაჩვენებელი ლიგაში)
  • “მშრალი” მატჩები: 12

ევროპული დონე

თუ ევროპულ ტოპ-ლიგებს შევხედავთ, “ბარსელონას” მეკარე ერთ-ერთი საუკეთესოა:

  • 78.75%-იანი სეივების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა;
  • მას მხოლოდ მილე სვილარი უსწრებს, რომელსაც 78.9% აქვს.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ გარსია უკვე ელიტური მეკარეების რიგებშია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 02 აპრ 2026, 22:39
    #4

    სიმონზე ერთი თავით უკეთესია

  • Rick Sanchez
    schedule 01 აპრ 2026, 23:56
    #3

    მსოფლიოზე წაიყვანენ აუცილებლად.

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2026, 19:12
    #2

    როგორც იქნა გვეღირსა მეკარე, და აღარ გვიწევს ნერვიულობა.

  • Wesleyy
    schedule 01 აპრ 2026, 10:48
    #1

    ჰო მშვიდობით ჩაიარა რაფინიას გარდა ხო არავინ გატრავმულა?