სანტანდერის “რასინგთან” მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მიღებული უხერხული მოძრაობის შემდეგ, 25 წლის ჟოან გარსიას დღეს დილით დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
როგორც ირკვევა, დაზიანება არ ეხება იმ მუხლს, რომელზეც ფეხბურთელს გასულ სეზონში ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სერიოზული ტრავმის ნაცვლად, საქმე ეხება მცირე შეშუპებას (ედემას), რასაც მენისკთან საერთო არაფერი აქვს.
“სევილიასთან” შეხვედრას კიპერი მხოლოდ სიფრთხილის გამო გამოტოვებს. თუ ის არც ანდალუსიაში გაემგზავრება და არც ნაკრებში წავა, სანაკრებო პაუზის დროს სრულად რეაბილიტაციისთვის საკმარისი დრო ექნება. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეკარეს “მარჯვენა მუხლში მსუბუქი დისკომფორტი აწუხებს”.
გარსია სიუტატ ესპორტივაზე გამოკვლევებისთვის დილის 11:00 საათზე მივიდა, სან ჟოან დესპი კი დაახლოებით 13:20 საათზე დატოვა. თავდაპირველად, მატჩის დასრულებისთანავე, ჰანსი ფლიკმა აღნიშნა, რომ ზუსტი დიაგნოზისთვის შემოწმება იყო საჭირო, თუმცა იქვე დასძინა, რომ შესაძლოა “სევილიასთან” სათამაშოდ მზად ყოფილიყო. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე, მწვრთნელმა პასუხის ეს მეორე ნაწილი აღარ გაიმეორა.
ტკივილი მატჩის წინა დღეს
ჟოანმა მუხლში ტკივილი შეხვედრის წინა დღეს, ვარჯიშზეც იგრძნო, თუმცა რადგან დისკომფორტი მსუბუქი იყო, “რასინგთან” თამაშზე უარი არ უთქვამს. მიუხედავად ამისა, როდესაც თამაშის მსვლელობისას ტკივილმა არ იკლო, ტაბლოზე კი დამაჯერებელი ანგარიში დაფიქსირდა, მეკარემ რისკზე წასვლა აღარ გადაწყვიტა. ფლიკმა მისი შეცვლა არჩია და შესვენების შემდეგ მოედანზე ვოიცეხ შჩესნი შევიდა. მატჩის შემდეგ სპეციალისტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელი გუნდის მეორე მეკარეა და მის შეცდომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიანიჭა.
ერთი წლის წინ ჟოან გარსიას მარცხენა მუხლის შიდა მენისკის გაწყვეტის გამო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რის გამოც დაახლოებით ორი თვე და ცხრა შეხვედრა გამოტოვა. მანამდე, 2019 წელს, “ესპანიოლში” გამოსვლისას, მას მეორე მუხლის შიდა მენისკი ჰქონდა დაზიანებული. ამჯერად არსებულ დისკომფორტს ძველ ტრავმებთან საერთო არაფერი აქვს.
“რამონ სანჩეს-პისხუანზე” გასამართი მატჩის შემდეგ, “ბარსელონა” მომდევნო შეხვედრას უკვე სანაკრებო პაუზის დასრულებისას, 11 ოქტომბერს, “ხეტაფეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.




სანაკრებო პაუზას ისე უნდა შევუერთდეთ რომ არცერთი წაგება არ გვქონდეს, ეხლა უთამაშებელი შჩესნის დრო არაა, დააყენოს ლივაკოვიჩი სევილიას სანჩეს პისხუანზე მოუგო ადვილი არაა, მაგალითად წინა სეზონიც გამოდგება 4-2 რომ მოგვიგეს თან უსაშინლეს ფორმაში იყო სევილი მაგდროს, თან დებიუტს იმსახურებს ხორვატი მარტო ეგ დარჩა უთამაშებელი ახლებიდან
კიდევ კარგი ლივაკოვიჩი არ გაანათხოვრეს თორე შესნი მარტო მოწევაზე ფიქრობს
ისე მაინტერესებს შჩესნი რო კარისკენ მიდის პირსახოცით და წყლის ბოთლით ვინმე უმოწმებს პირსახოცი რატოა ხოლმე გამობერილი თითქოს რაღაც კოლოფი იყოს შეფუთული.
ტრამვიანობას უნდა მოეშვას თორე გაჭირდება შედეგების დადება, ლივაკოვიჩი უნდა ჩადგეს თორე შესნი მაქსიმუმ ახლა უბნის დონის მეკარე იყოს
არ დაწყებულა სეზონი და დაიწყო ტრავმები…პიზდეციააა ძლივს იმედიანად ვარ ეს რო დგას კარში ეხლა მიდი და უყურე სიგარეტის ბოლით გაჭვარტლულ ფილტვიანს…
ეს კაია,მანამდე მოკეთდება,მარა ამის ტრავმიანობა ცოტას მაშინებს. მგონი ადრეც მუხლზე ჰქონდა პრობლემა,წლებთან და დატვირთვასთან ერთად არ მოუმატოს. ყველაფერი აქვს რო საუკეთესო გახდეს,ისტორიაში ერთ-ერთიც კი.,თუ უფრო დაღვინდება. იმედია ტრავმები არ შეჭამს…
კარგია რომ სერიოზული ტრავმა არაა, მაგრამ ჯობდა ეს სევილიასთან მომხდარიყო 92 წუთზე. 😃
აუცილებლად ლივაკოვიჩი უნდა დააყენოს,მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ ისევ ბიჩოკას დააყენებს რა.
ვნახოთ ლივაკოვიჩი რა ბიჭია. ისე ეს მიდრეკილია ტრამვებისკენ. იმედია მოუვლიან მაგ ამბავს.
სავარაუდოდ ლივაკოვიჩს მისცემს შანსს ფლიკი. ვნახოთ, რა შეუძლია
კაია რო გადარჩა და სანაკრებოც კარგად დაემთხვა ოღონდ ჟოანისთვის, ლივაკოვიჩი უნდა ჩადგეს აუცილებლად თორე შესნი ბურთის ამღები აღაარაა