პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას “ბარსელონას” მაისურით ხილვა რთული წარმოსადგენია იმის მიუხედავად, რომ კატალონიურ კლუბს მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობა აქვს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს დიდი ხანია სურს კატალონიურ კლუბში თამაში და ეს მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თავად “ბარსელონას” შიგნით ენთუზიაზმი ამ ტრანსფერის მიმართ გაცილებით ნაკლებია.
კლუბის სპორტული ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით დეკუ, სხვა პრიორიტეტებზეა კონცენტრირებული. გუნდი ამ ეტაპზე უფრო მეტად ცდილობს გაძლიერებას დაცვასა და შეტევაში, ხოლო ნახევარდაცვაში უკვე ჰყავს საკმარისი ხარისხიანი ფეხბურთელები.
სილვას სიტუაციას ამარტივებს ის ფაქტი, რომ ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და “მანჩესტერ სიტის” დატოვებას გეგმავს. თუმცა, მიუხედავად უფასო ტრანსფერის შესაძლებლობისა, მისი ხელფასი და ასაკი (31+) გარკვეულ ეჭვებს იწვევს კატალონიურ კლუბში.
ამავე დროს, ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში აქტიურად ცდილობს ტრანსფერის განხორციელებას და “ბარსელონასთან” არსებული კარგი ურთიერთობების გამოყენებას.
საბოლოოდ, სილვას სურვილი “ბარსელონაში” გადასვლაზე ძლიერია, მაგრამ კლუბის გეგმებში ის ამ ეტაპზე პრიორიტეტულ ფიგურად არ ითვლება. ამიტომ ტრანსფერის განხორციელება დამოკიდებული იქნება ფინანსურ შესაძლებლობებზე და იმაზე, შეიცვლება თუ არა კლუბის სტრატეგია ზაფხულის განმავლობაში.
თქვენ ის თქვით ხელფასს რამდენს მოითხოვს თორემ ასეთი კაცი სკამზე და გასახდელში ნამდვილად ფუფუნებაა მაგრამ ეხლა ცენტრფორვარდზე პირველ რიგში იმხელა გაჭირვება გვაქვს რომ ნამდვილად ცენტრფორვარდი უნდა იყოს პრიორიტეტი და დაცვა რასაკვირველია
@INI_BARCA კი, სუპერ-ვარსკვლავი-თქო, მაგალითად, გრიზმანი, ვალვერდე, მბაპე… სტაბილურად რომ კარგად არა და ძალიან მაგრად თამაშობენ
მერე ესე თუ უნდა გადმოსვლა, დაიკლოს ხელფასი არ შეიძლება?
აწი გაასხას მთელი კარიერა სიტის შეატოვა და გუნდოგანივით თუ უნდა რომ ბოლოს ტკბილად დაასრულოს აქ კარიერა ეგ გუნდი აღარ ვართ და ესეც იგივე ბედს გაიზიარებს.
@kuko ზუსტად, ახლა იმ მდგომარეობაში არ ვართ, სილვაზე უარი ვთქვათ. გუნდში 2 სუპერ-ვარსკვლავია, ლევანა და პედრი, დანარჩენებს პოტენციალი აქვთ, მაგრამ ჯერ ადრეა, ლევანას ასაკს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის ერთი გვრჩება და სამწუხაროდ ტრამვისკენ მიდრეკილი. დიდ მატჩებს ,,დიდი” ფეხბურთელები სჭირდება თორემ კი ვნახეთ შარშან ინტერთან რა მოხდა. გარდა ამისა, სილვაზე უკეთესი მარტო პედრია ბარსაში, ამიტომ ობიექტურად გვჭირდება, თან ძირითადში. ასაკს, რაც შეეხება, ჯერ 31 წელი არც ისეთი დიდია და თან ასეთ ფეხბურთელებს 30+ ეხსნება მე-2 სუნთქვა, აღარაფერს ვამბობ გამარჯვებულის მენტალიტეტზე, რაც ძალიან, ძალიან გვჭირდება.
იამალს და რაფინიას ვარსკვლავადაც არ განიხილავ?
ის კი არა და კენი რა ღირს?!
9-იანი ხომ გვინდა? მშვენიერი შემსრულებელია და ფიოტრენტყინა 30-ში გამოუშვებს ან ფერანში გაცვლის ულაპარაკოდ;
პოზიცია არ აქვს არეული, 9-იანია, გააქვს და კაი ასაკშია, 26 წელი მშვენიერია ფორვარდისთვის
ძაან მევასება, თსლ იგროკია, მაგრამ ვუყურებ და ყოველთვის შთაბეჭდილება მრჩება, რომ პეპმა ისე გამოწურა, აღარაფრის თავი აღარ აქვს.
ბერნარდუს რომ დაიწუნებ კაცი არ ვიცი,მისი დონის პედრი თუა ჩვენთან,34-35 წლამდე თავისუფლად ითამაშებს,ნახევარდაცვაში მგონი ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში,ასაკიო რო გაიძახით,ბერნარდუ არასდროს ყოფილა ისედაც სწრაფი და ძაან მოძრავი ფეხბურთელი,მაგის ძირითადი პლიუსები არი ნახევარდაცვაში უნუვერსალურობა,ტექნიკა,პასი რავიცი ფლიკი პლიუს კიდე მოხოდავს,მე ძაან გამიხარდება ბერნარდუ ბარსაში,პლიუს მაგას მენტალიტეტს შემოიტანს,პეპთან კიდევ ამდენი წელი აქ ნავარჯიშები,კაცი უფასოდ მოდის მითუმეტეს,ბერნარდუ არი ძაან მაღალი დონე
თავის სტილში ერთერთი საუკეთესოა ისე იწუნებთ თითქოს ბევრია გუნდში გამოცდილი ტოპ ვარსკვლავი უფასოდ ამაზე მაგარი ვინ უნდა მოიყვანოს კაცმა.ტიპი თამაშობს ყველგან.სხვა პოზიციები უფრო პრობლემატურია თორე იდეალური ტრასფერი იქნებოდა.
ზოგადად ნახევარმცველი არ გვჭირდება
pedris gavis da frenkis tramvianobis shemxedvare skamze ar iqneboda cudi varianti. casado isedac unda gayidon 30 milionad mainc gundshi fuli ro shemovides, codoa eg bichi skamze lpeba arada sheudzlia tamashi normalurad. xelfass gaachnia tore tipi 10 zec kargia, 8 zec da sayrdenzec utamashia gachirvebashi. flangis shemtevadac dgeba da bevr variants miscemda fliks. tu dabal xelfass datanxmdeba risi shansic dabalia, me moviyvandi 2 wlit mainc. mara tips imxela xelfasi aq sitishi tan ufasod modis, moitxovs 15 mainc. magdens saudis arabetshi miscemen da wavides. ise ki olmos alxac mirchevnia, satamsho inteleqti aqvs da gamocileba rac kargad wagvadgeboda
დაბერდა ესეც. ვერ ქმნის იმ სხვაობას, რასაც ადრე. არაა ამის ადგილი გუნდში, სხვასაც შეუშლის ხელს. ლაპორტა ისეთი ,,კეთილი ყაძახია”, რომ იგივე ხელფასით გადმოიყვანს, რაც სიტიში აქვს.
31 წლის არის
დაბერდა ესეც. ვერ ქმნის იმ სხვაობას, რასაც ადრე. არაა ამის ადგილი გუნდში, სხვასაც შეუშლის ხელს. ლაპორტა ისეთი ,,კეთილი ყაძახია”, რომ იგივე ხელფასით გადმოიყვანს, რაც სიტიში აქვს.
ამისნაირი ზროსლი კაცი არ გვაწყენდა
@kuko ზუსტად, ახლა იმ მდგომარეობაში არ ვართ, სილვაზე უარი ვთქვათ. გუნდში 2 სუპერ-ვარსკვლავია, ლევანა და პედრი, დანარჩენებს პოტენციალი აქვთ, მაგრამ ჯერ ადრეა, ლევანას ასაკს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის ერთი გვრჩება და სამწუხაროდ ტრამვისკენ მიდრეკილი. დიდ მატჩებს ,,დიდი” ფეხბურთელები სჭირდება თორემ კი ვნახეთ შარშან ინტერთან რა მოხდა. გარდა ამისა, სილვაზე უკეთესი მარტო პედრია ბარსაში, ამიტომ ობიექტურად გვჭირდება, თან ძირითადში. ასაკს, რაც შეეხება, ჯერ 31 წელი არც ისეთი დიდია და თან ასეთ ფეხბურთელებს 30+ ეხსნება მე-2 სუნთქვა, აღარაფერს ვამბობ გამარჯვებულის მენტალიტეტზე, რაც ძალიან, ძალიან გვჭირდება.
ყველა ღმერთს მადლობა მერე რომ აღარაა
რავი ძმაო წავლენ წამოვლენ და პანტა პუნტით ილეწებიან და რჩება მერე პედრის კისერზე ყველაფერი როგორ არ გვინდა ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს უფროსი მარტო ლევანა და რაფინიაა, ამისავით გამოცდილი ფეხბურთელი ზედმეტი არანაირად არ იქნება გუნდში, პირიქით სერიოზულად გააძლიერებს გუნდს
არ გვინდა ეს კაცო. ეგერ თუ რამე გორეცკას უმთავრდება კონტრაქტი და უფასოდ უნდაო ბარსაშიო. ფლიკი იცნობს და ნიჩეო გამოვიყენებდით. არც ხელფასი ექნება ამის ხელა. წინ გვყვავს შემტევ ნახმცველზე ხალხი. ოსიმენი მოიყვანონ 9-ზე და იქნება ცხოველი შეტევა, უკან ბასტონი,მიკი,ვუსკოვიჩიდან ერთი მაინც, და გორეცკა უფასოდ. მარცხნივ გრიმალდო თუ დაითრიეს ნიჩეო. 3-4 კაცი აქედან ერთი უფასოდ და გუნდი არი მკვლელი. კრისტენსენი უნდა გაუშვან,თუ კაი კუშს აიღებენ არაუხოც. ტორესი ლევანადან ერთიც წავა. ნუ წამსვლელი და მომსვლელი თანაბრდება მარა ვინმე გამოჩნდება აკადემიაშიც და სიღრმე უფრო გაგვიჩნდება…
არ გვინდა, როცა საჭირო იყო მაშინ არ მოვიდა და ახლა არ გვინდა. სხვა პოზიციები არის უფრო პრიორიტეტული
გავი ხო შეძლებს რაფინია სანამ არ იქნება ფორმაში შესვლას და გავი დადგება რაფინიას ნაცვლად.