workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

სევილია

სევილია ლოგო
1 - 3
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფოფანა 19'sports_soccer
რაფინია 22'sports_soccer რაფინია 52'sports_soccer რაფინია 69'sports_soccer
დეკუ სამ ახალ კონტრაქტს აანონსებს: რაფინია, ბერნალი და ესპარტი

დეკუ სამ ახალ კონტრაქტს აანონსებს: რაფინია, ბერნალი და ესპარტი

“ბარსელონას” სოსიოების გენერალურ ასამბლეაზე სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ მენეჯმენტის ანგარიშის წარდგენა “ბარსელონას” აწმყოსა და მომავლისთვის სამმაგი სასიხარულო სიახლით დაიწყო. კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში საბოლოოდ დაიხურება რაფინიას (29 წლის), მარკ ბერნალისა (19 წლის) და ჩავი ესპარტის (19 წლის) კონტრაქტების გახანგრძლივებისა და გაუმჯობესების საკითხი.

რადიოსადგურ RAC1-თან ბოლო ინტერვიუში დეკუმ უკვე აღნიშნა, რომ მისი სურვილი რაფინიასთან – ჰანსი ფლიკის მიერ ახლად აღმოჩენილ ცენტრფორვარდთან – თანამშრომლობის გაგრძელება იყო. ბრაზილიელს მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებდა, ახლა კი მას კიდევ ორი წლით, 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.

“გუშინ საღამოს შეთანხმება ფაქტობრივად ბოლომდე მივიყვანეთ”, – განმარტა სპორტულმა დირექტორმა ასამბლეაზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ დილით თავად რაფინიამაც დაადასტურა RAC1-ის ეთერში, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურდა და, შეძლებისდაგვარად, კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაზე ფიქრობდა. 2030 წელს ბრაზილიელი შემტევი 33 წლის იქნება.

იმავე გამოსვლისას დეკუმ გაამხილა, რომ სრულად მოგვარებულია ორი ახალგაზრდა ტალანტის საკითხიც: მარკ ბერნალის კონტრაქტი, რომელიც 2029 წლამდე იყო გათვლილი, 2031 წლამდე გახანგრძლივდება, ხოლო ჩავი ესპარტის ხელშეკრულება 2028-ის ნაცვლად 2030 წლამდე იმოქმედებს. ორივე მათგანს ფინანსური პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება. ეს ის სამი უმნიშვნელოვანესი გარიგებაა, რომლებსაც დეკუ ბოლო კვირების განმავლობაში ჩუმად ამზადებდა.

ასამბლეის წინაშე დეკუმ სიტუაცია შემდეგნაირად შეაჯამა:

“რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საქმე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი. შემიძლია აქ, საჯაროდ განვაცხადო, რომ გუშინ საღამოს შევთანხმდით ხელშეკრულების დამატებითი წლებით გახანგრძლივებაზე. მჯერა, რომ რაფა ჩვენთან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დარჩება. იგივე ეხება მარკ ბერნალსა და ჩავი ესპარტსაც. დარჩენილია მხოლოდ ადმინისტრაციული დეტალები, რომლებსაც ამ კვირაში დავასრულებთ. მინდოდა, ასამბლეაზე ეს თემა პირადად ამეხსნა – ეს ის სამი ფეხბურთელია, რომელთა საკითხიც ამ კვირაში საბოლოოდ მოვაგვარეთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი