ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ინგლისურ “ნიუკასლთან” მოგებულ მატჩში (7-2) “ბარსელონამ” ორი ფეხბურთელი დაკარგა – ორი გარსია.
პირველ ტაიმში დაზიანება მიიღო ერიკ გარსიამ, რომლის ნაცვლადაც თამაშში რონალდ არაუხო ჩაერთო. თავდაპირველი ცნობებით ერიკის ტრავმა სერიოზული არაა, მას უბრალოდ კუნთი გადაეღალა და დიდი ალბათობით ის მიმდინარე კვირის ბოლოს “რაიოსთან” თამაშისთვის მზად იქნება.
რაც შეეხება მეკარე ჟოან გარსიას, რომელმაც დაზიანება თამაშის ბოლოს მიიღო – პესიმისტური პროგნოზით მას კუნთის მცირე დაზიანება აქვს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ის 2-3 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ატლეტიკოსთან” სათამაშოდ მზად იქნება.
ტრავმირებულ ფეხბურთელებზე კომენტარი გააკეთა ჰანსი ფლიკმაც, რომელმაც თქვა, რომ პირველადი პროგნოზები ორივე შემთხვევაში დამაიმედებელია, თუმცა საჭიროა, სამედიცინო შემოწმებებს დაველოდოთ.
ჟოან გარსიას არ მიუღია ტრავმა, რაიოსთან იქნება❤️ კურტუა გამოაკლდა რეალს თვე ნახევარი
რეალს თუ მოუგო ატლემ ლა ლიგაზსი ბარსა ბ გუნდით უნდა გავიდეს წაგების შემთხვევაში ისევ 4 ქულა იქნება სხვაობა ლიგაზე გვაქ აბარატო ასახები
100000000% მართალი ხარ.
რეალს თუ მოუგო ატლემ ლა ლიგაზსი ბარსა ბ გუნდით უნდა გავიდეს წაგების შემთხვევაში ისევ 4 ქულა იქნება სხვაობა ლიგაზე გვაქ აბარატო ასახები