ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, უჩვეულო და საკმაოდ დასანანი სტატისტიკის ავტორი გახდა. 27 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ორჯერ გაემგზავრა (2022 და 2026 წლებში), თუმცა მსოფლიოს უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე მოედანზე ერთი წუთიც კი არ გაუტარებია.
კატარის იმედგაცრუება
ყველაფერი 2022 წელს, კატარში დაიწყო. არაუხო ტურნირს ტრავმირებული შეხვდა, თუმცა ურუგვაის იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ალონსომ ის განაცხადში მაინც შეიყვანა იმ იმედით, რომ მცველი გამოჯანმრთელებას მოასწრებდა. ურუგვაი ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას, რის გამოც არაუხოს, გამოჯანმრთელების შემდეგ, მოედანზე გასვლის შანსი არ მიეც.
2026 წელი: დეჟა ვუ ჩრდილოეთ ამერიკაში
გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მცველისთვის სადებიუტო აღმოჩნდებოდა, მაგრამ ბედის ირონიით, ისტორია განმეორდა. მიუხედავად იმისა, რომ არაუხო ურუგვაის დაცვის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია, ტურნირზე უიღბლობა კვლავ თან სდევს და ობიექტური მიზეზების გამო, მოედანზე ამჯერადაც არცერთი წუთი არ გაუტარებია. იზეზი იდენტურია – არაუხო ტურნირს ტრავმირებული შეხვდა, ურუგვაი კი კვლავ ჯგუფში ჩარჩა.
კომენტარები (0)