მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე “ბარსელონას” ფეხბურთელების გუნდები ისევ არ აგებენ. გუშინ “ბლაუგრანელების” გუნდებიდან სამმა ითამაშა, ორმა მოიგო და ერთმა შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ესპანეთის მარტივი მოგების შემდეგ საქმეში ურუგვაი ვიხილეთ. სამწუხაროდ, კვლავ ტრავმირებული რონალდ არაუხოს გარეშე. ურუგვაელებმა ისევ ვერ მოიგეს, ამჯერად დებიუტანტ კაბო-ვერდესთან 2-2 ითამაშეს. ორი ტურის შემდეგ ორი ქულით ისინი მეორე ადგილზე არიან, თუმცა ბოლო ტურში ესპანეთს ხვდებიან და წაგების შემთხვევაში ამ პოზიციას აუცილებლად დაკარგავენ.
წარმატებით გამოდის “ბარსა ატლეტიკის” თავდამსხმელის, ჰამზა აბდელკარიმის ეგვიპტე, რომელმაც ბელგიასთან ფრის შემდეგ ახალი ზელანდია 3-1 დაამარცხა. “ბარსას” 18 წლის შემტევმა კვლავ შეხვედრის ბოლო 14 წუთი ითამაშა. ეგვიპტე 4 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში ირანთან არწაგების შემთხვევაში ფლეი ოფის საგზურს გაინაღდებს.
იმედია ჰამზას გამოიძახებს ფლიკი პირველ გუნდში
წარმატებები
ჰამზა ჯერჯერობით ცოტას თამაშობს; სალაჰი და მარმუში ჰყავთ წინ, კიდევ ზიკო და ტრეზეგე; იმედია აიათოლებთან გაივრწყინებს
აიათოლებთან კარგი იყო.
არაუხო რომ ჯანმრთელი იყოს აი ისეთი ჯანმრთელი 2022-23 წლების, ურუგვაისაც სულ სხვა სახე ექნებოდა. ისე კი, ბარსას ახალგაზრდები სადაც თამაშობენ, ყველგან პროგრესი ჩანს. ჰამზასაც აშკარად მეტი წუთები ეკუთვნის ის ბარსას აკადემიის აღზრდილია და ბევრს შემატებს ნაკრებს
უნდა დააწინაურონ ეს ბიჭი ნაკრებში თამაშობს უკვე.
მარმუშის ტრამვა გაასწორებდა იქნებ გააძირითადონ ეს, იქნებ და მართლა მაგარი ბიჭია. ეს ტორესი აბსოლუტური კატასტროფაა, ბუნების შეცდომა. იქნებ მოვიშოროთ წელს და 2 ფორვარდი ვიყიდოთ საიდანაც 1 მაინც გაამართლებს. ან ეს ბიჭი დავაწინაუროთ
რა ორი ფორვარდი თუ ძმა ხარ ერთი ვერ მოყავთ და მცველი ვერ უყიდიათ😂