ჩავი ერნანდესი ჟოან ლაპორტას აკრიტიკებს

ჩავი ერნანდესი ჟოან ლაპორტას აკრიტიკებს

“ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი და მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი კატალონიური კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მიმართ მწვავე განცხადებებით გამოვიდა.

გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ჩავიმ განაცხადა, რომ კლუბში რეალური ძალაუფლება პრეზიდენტს კი არა, ლაპორტას ახლო გარემოცვის წევრს, ალეხანდრო ეჩევარიას ეკუთვნის. მისი თქმით, სწორედ ეჩევარიამ გადაწყვიტა მისი მწვრთნელის პოსტიდან გაშვება.

“სიმართლის თქმისთვის თავს თავისუფლად ვგრძნობ”

ჩავიმ აღნიშნა, რომ ორი წლის დუმილის შემდეგ ახლა გადაწყვიტა საუბარი, რადგან “კლუბიდან გავრცელებული ვერსია სრულიად არასწორია”.

მისივე თქმით, ბარსელონადან წასვლის შემდეგ არ აკეთებდა კომენტარს კლუბისადმი პატივისცემის გამო:

“ბარსელონა” ძალიან მიყვარს, მთელი ჩემი ოჯახი კულეა. მაგრამ ახლა მაქვს საჭიროება ავხსნა ჩემი სიმართლე.

ლაპორტასთან ურთიერთობის გაფუჭება

ჩავიმ აღნიშნა, რომ თავდაპირველად ლაპორტასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს დაბრუნდა კლუბში, თუმცა საბოლოოდ იმედგაცრუებული დარჩა.

მისი თქმით:

  • ლაპორტამ მწვრთნელის პოსტიდან ისე გაათავისუფლა, რომ სიმართლე არ უთქვამს;

  • გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი გავლენა ეჩევარიას ჰქონდა;

  • “რეალურად ის არის ადამიანი, ვინც ბარსელონას მართავს”.

როგორ განვითარდა მოვლენები

ჩავიმ დეტალურად გაიხსენა ბოლო სეზონის პერიოდი. მისი თქმით, თავდაპირველად თავად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებდა, თუმცა გუნდის წარმატებული შედეგების შემდეგ ხელმძღვანელობა მის დარჩენას ცდილობდა.

მისი თქმით, საბოლოოდ სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა “პარი სენ-ჟრმენთან” და ლა ლიგაში ჩემპიონობა “რეალ მადრიდთან” დათმო.

ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მის მომავალზე ეჭვი გამოთქვა.

ფეხბურთელებთან კონფლიქტის ვერსია

ჩავიმ ასევე განაცხადა, რომ მისი წინააღმდეგ მედია-კამპანია აგორდა. მისი თქმით, ეჩევარია ფეხბურთელებს ეუბნებოდა, თითქოს მწვრთნელს მათი გაყიდვა სურდა.

ჩავიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს კლუბს 10 ფეხბურთელის გაშვება მოსთხოვა. მისი თქმით, ფინანსური შეზღუდვების გამო მხოლოდ ერთი მოთამაშის გაყიდვა განიხილებოდა, თუმცა მისი სახელის დასახელება არ ისურვა.

მესის დაბრუნების საკითხი

ყოფილმა მწვრთნელმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაც გაახმაურა – ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნება “ბარსელონაში”.

ჩავის თქმით:

  • 2023 წლის დასაწყისში მესის დაბრუნება პრაქტიკულად შეთანხმებული იყო;

  • ფეხბურთელს დაბრუნების სურვილიც ჰქონდა;

  • საბოლოოდ შეთანხმება თავად ლაპორტამ გააუქმა.

ჩავის თქმით, პრეზიდენტმა უთხრა, რომ მესის დაბრუნება “ხელფასების გამოიწვევდა”, რის გამოც ამ იდეაზე უარი თქვა.

“ბარსელონაში აღარ დავბრუნდები”

ინტერვიუს ბოლოს ჩავიმ განაცხადა, რომ მომავალში “ბარსელონაში” დაბრუნებას აღარ გეგმავს:

მე უკვე გავიარე ჩემი ეტაპი “ბარსელონაში” – როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (31)

  • nika 54
    10 მარ 2026, 21:27

    ეხლა რაღა ალაპარაკებს, გუნდი რო ათამაშდა ეგ შეშურდა? არადა კულე ვარო. თუ გიყვარს გუნდი უნდა გიხაროდეს მისი წარმატებები და როგორც იტყვიან ბორბლებში სარს არ უნდა ტენიდე.

  • me da barca
    10 მარ 2026, 02:21

    ციტატა: ☠️•Spooky•☠️
    ჰაიი ეს ბოღმიანი ნაბოზ*რი ესა. ნახე პროსტა ეს და მესის ბანდა რეებს კადრულობენ. ჯერ ბიჭო ეს იმიტოა პრო* ი ამ ყველაფერს ახლა რო ამბობს, მითუმეტეს გუნდში კარგი სიტუაციაა,ამდენ ტურნირზე ვიბრძვით და დადებითად მიდის ყველაფერი. მერე ეს თუ ჩესნი კაცია ეს ბო*ი,რატო მაშინვე არ წავიდა,რატო მაშინვე არ იბაზრა სიმართლე? რანაირად დარჩა იმ კაცთან სამუშაოდ ასეთი მაიმუნი თუ იყო. მერე ბიჭო ეს არ იყო ფულის გამო ყატარში რო წაენ**რა,ევროპული გუნდის ნაცვლად? თურმე ამას არ უნდოდა ფეხბურთელების წასვლა და არ ჰქონდა პრობლემები და აუგორეს. ბიჭო ყოვეელი თამაშის მერე მასტი გამოდიოდა და ან მსაჯებს ასხამდა ან ფეხბურთელებს,ახლა გეკითხებით ალოგიკურია რო ამას კაი ატნაშენია არ ექნებოდა? ეს მიამიტური მიდგომა რა ჯანდაბაა ტო,მასტს თურმე ახლა გაახსენდა სიმართლე ამის ცოლს შვც მე


    ჩავის, როგორც მწვრთნელის ერთერთი მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ ახლაც, თუმცა როგორც ფეხბურთელი ლეგენდა იყო და ნამდვილი კულეა. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მას ბარსა შენზე და ჩემზე მეტად უყვარს. შენი მხრიდან მისი ასე მოხსენიება, გინება და ასე აგდებულად საუბარი არ მიმაჩნია სწორი. თუნდაც ხავისთან ლაპორტამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ცალი ფეხით წასული კაცი უკან დააბრუნა და მერე გააგდო. ჩავის შეცდომა კი ის იყო, რომ თუ იტყვი წავედიო მერე არ უნდა გადათქვა და შენი გადაფურთხებული არ უნდა ალოკო. როგორც მწვრთნელი ჩავი საერთოდ არ მომწონს და ყოველთვის ვაკრიტიკებდი, მაგრამ როგორც ფეხბურთელი ლეგენდა იყო და ნამდვილი კულეა. ასე, რომ იმას შენ რაც აკადრე მე არასდროს არ ვაკადრებ, მითუმეტეს ხავიზე უკეთ არ იცი შიდა სამზარეულო, ვინ რა გააკეთა და როგორ მოიქცა. უბრალოდ არ დაუმსახურებია ასეთი მიმართვა. მის ამ საქციელსაც არ ვამართლებ, მაგრამ ბოლობოლო ბარსას აღზრდილია და ბარსას შეწირა კარიერა. წასვლითაც სწორ დროს წავიდა და არ დააწვა გუნდს ტვირთად.

  • Rick Sanchez
    09 მარ 2026, 20:11

    სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ეს დაკა-დაკა გუნდზე ცუდად იმოქმედებს

  • araujo4
    09 მარ 2026, 19:25

    დაიჯვი რა ხავი. გამოვიდა ტებასი და 2023 წელს არანაირი მესის ტრანსფერი არ დაგვიდასტურებია ტყუილიაო

  • MESSI 2017
    09 მარ 2026, 17:46

    ციტატა: ☠️•Spooky•☠️
    ჰაიი ეს ბოღმიანი ნაბოზ*რი ესა. ნახე პროსტა ეს და მესის ბანდა რეებს კადრულობენ. ჯერ ბიჭო ეს იმიტოა პრო* ი ამ ყველაფერს ახლა რო ამბობს, მითუმეტეს გუნდში კარგი სიტუაციაა,ამდენ ტურნირზე ვიბრძვით და დადებითად მიდის ყველაფერი. მერე ეს თუ ჩესნი კაცია ეს ბო*ი,რატო მაშინვე არ წავიდა,რატო მაშინვე არ იბაზრა სიმართლე? რანაირად დარჩა იმ კაცთან სამუშაოდ ასეთი მაიმუნი თუ იყო. მერე ბიჭო ეს არ იყო ფულის გამო ყატარში რო წაენ**რა,ევროპული გუნდის ნაცვლად? თურმე ამას არ უნდოდა ფეხბურთელების წასვლა და არ ჰქონდა პრობლემები და აუგორეს. ბიჭო ყოვეელი თამაშის მერე მასტი გამოდიოდა და ან მსაჯებს ასხამდა ან ფეხბურთელებს,ახლა გეკითხებით ალოგიკურია რო ამას კაი ატნაშენია არ ექნებოდა? ეს მიამიტური მიდგომა რა ჯანდაბაა ტო,მასტს თურმე ახლა გაახსენდა სიმართლე ამის ცოლს შვც მე


    ჰო ჩავია ბზი😂😂😂 ჩავი რაც არ უნდა <<ცენზურის დარღვევა>> მწვრთნელი ყოფილიყო ლაპორტას არაფერს არ უჩალიჩებს დიდი ხნის წინ იყო ეგ ამბავი რომ ლაპორტამ მესი გამოიყენა არჩევნებში მოსაგებად ჯერ კიდევ ზაფხულს აჯვა მესიმ და მამამისმა ლაპორტას და მესი საერთოდ არჩევნებში აპირებდა ღიად დაეჭირა მხარი მარა გადაიფიქრა და არ უნდოდა ზეხმეტი ხმაური მარა ლაპორტა ბოლო დონის ნაბიჭვარივჯთ იქცევა და ამოუვჯდ აუკვე ყველას ყელში😀 ალვეში კლუბის ლეგედებიდან ამოიაგდო მეწ დღეს როგორ კი მისი ამბავი გასკდა ვინა აკრგი კაცი ლაპორტა?😀 ჩვეულებრივი კატალონილეი ქართველი პოლიტიკოსია მესი ვჯნც კამნოუზე ჩყმად შეაპრა ის კაცი რომ გააგდო სამსახურიდან ეგ თუ იცი?😀

    ციტატა: LEVANII
    Მესის წასვლა გარდაუვალი იყო უკვე იმდენად ჩაძირული იყო კლუბი რომ მის ახალ კონტრაქტს თუნდაც შემცირებულს ვერ დაარეგისტრირებენ. ხავის და მესის წყენა გასაგებია ერთი თავის პიარკამპანიისთვის გამოიყენა ხოლო მეორეს ჯერ დარჩენას ეხვეწებოდა მერე კი თვითონვე გააგდო თუმცა ეს ნაბიჯები საბოლოოდ კლუბის საკეთილდღეოდ გააკეთა. ვინც რაც უნდა ის თქვას ლაპორტა ძალიან კარგი პრეზიდენტია ხელფასები შეამცირა, ვალებიდან ნაბიჯ ნაბიჯ ამოყავს გუნდი და ტრანსფერებსაც შეძლებისდაგვარად აკეთებს და ვიღაცეებს თუ ჰოლანდი და ალვარესების მოყვანა გინდათ ბოდიში თუ ლალიგის რეგულაციები არ აძლევს მაგის საშვალებას


    რანაირად ამოდიდ კლუბი ვაკდებიდნა როცა ლამის 3 მილიარდ ვალში ვართ უკვე😀

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    09 მარ 2026, 17:29

    წინასაარჩევნო რბოლაა ჩვეულებრივი

  • ☠️•Spooky•☠️
    09 მარ 2026, 17:12

    ჰაიი ეს ბოღმიანი ნაბოზ*რი ესა. ნახე პროსტა ეს და მესის ბანდა რეებს კადრულობენ. ჯერ ბიჭო ეს იმიტოა პრო* ი ამ ყველაფერს ახლა რო ამბობს, მითუმეტეს გუნდში კარგი სიტუაციაა,ამდენ ტურნირზე ვიბრძვით და დადებითად მიდის ყველაფერი. მერე ეს თუ ჩესნი კაცია ეს ბო*ი,რატო მაშინვე არ წავიდა,რატო მაშინვე არ იბაზრა სიმართლე? რანაირად დარჩა იმ კაცთან სამუშაოდ ასეთი მაიმუნი თუ იყო. მერე ბიჭო ეს არ იყო ფულის გამო ყატარში რო წაენ**რა,ევროპული გუნდის ნაცვლად? თურმე ამას არ უნდოდა ფეხბურთელების წასვლა და არ ჰქონდა პრობლემები და აუგორეს. ბიჭო ყოვეელი თამაშის მერე მასტი გამოდიოდა და ან მსაჯებს ასხამდა ან ფეხბურთელებს,ახლა გეკითხებით ალოგიკურია რო ამას კაი ატნაშენია არ ექნებოდა? ეს მიამიტური მიდგომა რა ჯანდაბაა ტო,მასტს თურმე ახლა გაახსენდა სიმართლე ამის ცოლს შვც მე

  • PET27REE
    09 მარ 2026, 15:07

    ციტატა: Neymar JR
    რეალში კლოპი ინიშნება სავარაუდოდ მაგრად უნდა მოხოდოს გუნდი


    მაგ ზღაპრების რატო გჯერათ? აღარც ჩალიჩობენ და კლოპმა უარი უთხრა.

  • LEVANII
    09 მარ 2026, 13:55

    Მესის წასვლა გარდაუვალი იყო უკვე იმდენად ჩაძირული იყო კლუბი რომ მის ახალ კონტრაქტს თუნდაც შემცირებულს ვერ დაარეგისტრირებენ. ხავის და მესის წყენა გასაგებია ერთი თავის პიარკამპანიისთვის გამოიყენა ხოლო მეორეს ჯერ დარჩენას ეხვეწებოდა მერე კი თვითონვე გააგდო თუმცა ეს ნაბიჯები საბოლოოდ კლუბის საკეთილდღეოდ გააკეთა. ვინც რაც უნდა ის თქვას ლაპორტა ძალიან კარგი პრეზიდენტია ხელფასები შეამცირა, ვალებიდან ნაბიჯ ნაბიჯ ამოყავს გუნდი და ტრანსფერებსაც შეძლებისდაგვარად აკეთებს და ვიღაცეებს თუ ჰოლანდი და ალვარესების მოყვანა გინდათ ბოდიში თუ ლალიგის რეგულაციები არ აძლევს მაგის საშვალებას

  • Bara87
    09 მარ 2026, 13:48

    Barca for life, #–
    გეთანხმები, მადლობა გააზრებული კომენტარისთვის, სეზონის ბოლოს ლევანდოვსკის ნაცვლად მასზე 15 თვით ახალგაზრდა სხვისგან უფასოდ გამოშვებულ ჩამოწერილ ტავდამსხმელს მოიყვანს, ეს კომენტარი დასქრინეთ თუ ასე არ მოხდეს სუფრას ვიკისრებ იმერულად ძმობაში barca-4 ჩასაფრებული არ ვართ მითუმეტეს ჩვენი გუნდის მაგრამ ყველაფერი საეჭვოა. ლეგენდების არ დაფასებაში სამეფო თეთრებს ნუ მივბაძავთ, ისინი დიდი ფულით შენდებიან ჩვენ ლამასიათ ვართ ყველაზე განსაკუთრებულები და იქედან წამოსულს სხვა პატივი ჭირდება.

  • Barca
    09 მარ 2026, 13:34

    ჩავი ცუდი მწვრთნელი არისო რო წერთ რა გუნდი ჩაიბარა მერე გუნდს კონკურენტუნარიანობა დაუბრუნა და თან ის ფეხბურთელები არ მოუყვანეს რომელსაც ითხოვდა.

    როცა თვითონ გადაწყვიტა წასვლა და შენ ეუბნები რო დარჩიო და მერე ისევ შენ აგდებ გუნდიდან ეს ლეგენდის პატივისცემა არაა.

    და კიდე ვიღაცამ დაწერა რო ფლიკმა იგივე გუნდით რა შედეგი დადოო.

    ფლიკი რო ძაან მაგარი მწვრთნელია ეგ ფაქტია. სხვა განზომილებაა. ფლიკის მაგივრად რო სხვა მწვრთნელი მოსულიყო შედეგს ვერ დადებდა. არ თქვათ ისე თითქოს ფლიკი ერთი ჩვეულებრივი მწვრთნელი იყოს. ეს ფლიკმა დადო შედეგი და ყველა ვერ გააკეთებდა ამას