workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ჰანსი ფლიკის კომენტარი ატლეტიკოსთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ატლეტიკოსთან თამაშის შემდეგ

გუშინ “ბარსელონამ” ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და ესპანეთს თასის 1/2-ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ატლეტიკო” 3-0 დაამარცხა, თუმცა პირველ დაპირისპირებაში 0-4 წაგების გამო ჰანსი ფლიკის გუნდი ფინალს მიღმა დარჩა.

“ბლაუგრანას” დამრიგებელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. თუმცა ტურნირიდან გამოვარდნასაც უნდა შევეგუოთ.

ამ თამაშიდან კუბარსი და ბერნალი უნდა გამოვყოთ. ისინი ძალიან კარგები იყვნენ. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო კუბარსის მონდომება. ის დაუჯერებელი ტალანტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. ის ბურთით შესანიშნავი იყო. მისი თამაშის ყურებით ვისიამოვნე.

პედრი მოედანზე გვჭირდებოდა. მიხარია, რომ მას ტრავმა არ მიუღია, რადგან მისი მოედანზე 90 წუთით დატოვება რისკის შემცველი იყო.

ჩემპიონთა ლიგაზე წინ რთული გზა გველის. “ნიუკასლი” ძლიერი მეტოქეა. ახლა კი “ბილბაოსთან” ლა ლიგაში გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ბევრი თამაში ჩავატაროთ, მოედანზე ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც დღეს ვიყავით. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ.

ყველა ფეხბურთელი დაღლილია, რადგან მათ ყველაფერი მოედანზე დატოვეს, 100%-ზე მეტი. ვფიქრობ, ამ თამაშით გულშემატკივრებიც ბედნიერები არიან იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგით ისინი იმედგაცრუებულები იქნებიან და ეს ნორმალურია. ფეხბურთელებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაიღეს, ეს ფანტასტიკური იყო.

შესაძლოა, ეს ჩვენი გუნდის თამაშის მაქსიმუმი იყო, თუმცა ყველა მატჩში ასეთები უნდა ვიყოთ. მაქსიმალურად ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ და მომდევნო კვირებშიც ასე განვაგრძოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ჰანს ფლიკი
    schedule 05 მარ 2026, 23:24
    #9

    ეს კაცი ბარსასთვის ყოფილა შექმნილი.ნეტავ მესის დროს მოეყვანათ.მესი იამალი ლევანდოსკი რა საინტერესო იქნებოდა

  • Neymar JR
    schedule 05 მარ 2026, 17:39
    #8

    კლოპმა რეალთან მოლაპარაკებები დაიწყო და თანახმაა რეალში მუშაობისთვისო თუ რამდენიმე პირობას შეასრულებს პერესიო

  • Rick Sanchez
    schedule 05 მარ 2026, 00:14
    #7

    გაასწორა გუნდის თამაშის ყურებამ, ეს ბრძოლა და ჟინი გვიყვარს გულშემატკივრებს.

  • me da barca
    schedule 04 მარ 2026, 20:39
    #6

    მიუხედავად მადრიდში ცუდი თამაშისა, მაინც გვქონდა შანს ფინალში გასვლისა, რომ არ გაეუქმებინათ 100 %-იანი გოლი. ის რომ ჩაეთვალათ, არაა გამორიცხული იმ გოლს მეორეც მოყოლოდა. მაგრამ რას იზამ ასეთია ლა ლიგის სამართალი. ამ დროს კი ბებერი, ნაბიჭ… პერესი კიდევ ბარსას უჩივის.

  • nika 54
    schedule 04 მარ 2026, 20:15
    #5

    მიდი ჰანს მიაწექი, მშვენივრად მუშაობ. ჰალაზე ყველა დარდობს რო პერესმა შენ არ ჩაგაბარა რეალი. გუნდმა ასე განაგრძოს და ტიტულებიც მოვა. ერთ და ორ სეზონში ასეთი ახალგაზრდები უცებ ვერ დაღვინდებიან, ცოტაც უნდა ვაცალოთ.

  • პენდრაგონი
    schedule 04 მარ 2026, 17:20
    #4

    ბარსა თუ პლეიოფებიდან ვარდება, ვარდება მხოლოდ ასე, უკიდურეს ბრძოლაში, დრამაში და საფეხბურთო რომანტიზმის ზეიმში. გამოვარდნის მიუხედავად, ისწ ვამაყობ ამ გუნდით, როგორც ძალიან დიდი ხანია არ მიამაყია

  • Mariami Kh
    schedule 04 მარ 2026, 10:52
    #3

    ციტატა: JasoN
    ტრავმებზე დაწერეთ რამე

    კუნდე და ბალდე მინიმუმ ერთი თვე იუქმებენ. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებიათ

  • Wesleyy
    schedule 04 მარ 2026, 10:52
    #2

    ასე თავის შეკვლაც არ იყო საჭირო გეგონება ლიგის ფინალი იყო დდ ატლეტიკოს ისედაც შეხვდებით ლიგის მეოთხეთფინალში და მანდ აუღებს ბარსა აბაროტს

  • JasoN
    schedule 04 მარ 2026, 10:48
    #1

    ტრავმებზე დაწერეთ რამე