ელ კლასიკოს წინ – კარგი და ცუდი ამბები რეალ მადრიდის ბანაკში

ელ კლასიკოს წინ – კარგი და ცუდი ამბები რეალ მადრიდის ბანაკში

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გასამართი “ელ კლასიკოს” წინ “რეალ მადრიდის” ლაზარეთში რამდენიმე სიახლეა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ სუპერ თასზე გუნდს კილიან მბაპე ვერ დაეხმარებოდა. თუმცა ფრანგი ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა, საუდის არაბეთში ჩავიდა და გაჩნდა შანსი, მას ხვალ ეთამაშა. ბოლო ცნობებით კი, რომელსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს, უკვე იმის დიდი შანსიცაა, რომ ფრანგი ვარსკვლავი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

საპირისპირო ამბავი გვაქვს როდრიგოს შემთხვევაში. COPE-ს ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც ბოლო დროს სტაბილურად ათამაშდა, ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმა აქვს და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის ხვალ მოედანზე გამოჩენას.

ტრავმით უწევს თამაში ანტონიო რუდიგერსაც, რომელსაც “ატლეტიკოსთან” გამართულ ნახევარფინალში იმდენად ძლიერი ტკივილები აწუხებდა, რომ ჩაბი ალონსო იძულებული გახდა, ის დროზე ადრე შეეცვალა.

მადრიდულ გუნდს ტრავმების გამო ასევე ვერ ეხმარებიან ტრენტ ალექსანდ-არნოლდი და ედერ მილიტაო, ხოლო ბრაჰიმ დიასი აფრიკის თასზე ასპარეზობს.

“ბარსელონაში” კი ყველაფერი გარკვეულია – ტურნირის მოქმედ გამარჯვებულებს ფინალში გავი და ანდრეას კრისტენსენი ვერ დაეხმარებიან.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (34)

  • Just_Barca_Lover
    10 იან 2026, 18:22

    Bakero, კი დაგვხატავს მაგრამ… მაგის ფუფუნება სად გვაქვს ჩვენ მითუმეტეს სანამ დეკუა სპორტული დირექტორი

  • Barca
    10 იან 2026, 18:02

    ციტატა: rivaldo80
    ვანდევენი შეიძლება დაცვაში ისეთი ძლიერი არა მაგრამ რაკეტაა ძაან სწრაფია და ძლივს გვეღირსება სწრაფი მცველი.


    ზამთარში უნდა გადმოვიდეს?

  • Visca-barca
    10 იან 2026, 17:29

    ამ სეზონში ყველა გრანდთან წავაგეთ დროა რო მოვიგოთ და აუცილებლადაც მოსაგებუა

  • rivaldo80
    10 იან 2026, 17:20

    ვანდევენი შეიძლება დაცვაში ისეთი ძლიერი არა მაგრამ რაკეტაა ძაან სწრაფია და ძლივს გვეღირსება სწრაფი მცველი.

  • mesi_10
    10 იან 2026, 16:08

    კარგია რომ მბაპე სასტარტოში იქნება თუ მოგებაა რეალის უძლიერეს ვერსიას უნდა მოვუგოთ და არა დაკოჭლებულ რეალს…

  • Bakero
    10 იან 2026, 15:39

    [quote=Frenkie de Jong_]🇳🇱 👀 ვან დე ვენი ბარსელონას რადარზეა!

    ფეხბურთელს ტოტენჰემის დატოვება სურს და პრიორიტეტად ბარსელონას განიხილავს.
    კლუბში მას რეალისტურ ვარიანტად მიიჩნევენ ძვირადღირებულ ალტერნატივებთან შედარებით. 💙❤️

    ✍🏼 @diariosport

    🔥 როგორ ფიქრობთ, მოუხდება ვან დე ვენი ბარსას დაცვას?

    ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტია რატომ ? ფლიკის ბარსას სათამაშო სტილიდან გამომდინარე

  • ElGuaje_7
    10 იან 2026, 15:38

    მბაპე ძაან მაგარია რა , იმედია არ ამოგვტენის ჩვენი დაცვის შემხედვარე.

  • Mariami Kh
    10 იან 2026, 15:22

    ციტატა: La Pulga10
    ეს რომელი ფორმაა მაინც ვერ გავიგე წინაზე რო ეცვათ ჩვენებს

    მეოთხე ფორმაა. დიზაინის შინაარსი ძაან მაგარია. მაისურზე ხაზები ასახავს იმ გზას, რომელიც ეტოომ და რონალდინიომ გაიარეს 2005 წლის 3-0 კლასიკოში და მაისურის შიდა მხრიდან აწერია წუთები რომლებზეც გაიტანეს გოლები

  • La Pulga10
    10 იან 2026, 15:17

    ეს რომელი ფორმაა მაინც ვერ გავიგე წინაზე რო ეცვათ ჩვენებს

  • Mariami Kh
    10 იან 2026, 15:17

    ციტატა: Don_Andresito
    აი ღმერთი თუ იყურება და სამართალი აქ ჯერ უნდა წააგონ მწარედ და მერე მბაპეს ტრავმა ისე გაუმიმზდეს რო სეზონი დაასრულოს. მარა ვინაიდან ზედა ძალები მადრიდისტები არიან ყველა პირიქით მოხდება ისინი მოიგებენ და ჩვენ დავკარგავთ ვინმეს

    გული მიგრძნობს ეგრე იქნება. რაღა გააჩუმებს მერე 14 წლის მადრიდისტებს 😵‍💫

  • Nikolay
    10 იან 2026, 15:15

    Ჩვენ ისეთი დაცვა გვყავს, არავისთან არ შეიძლება წინასწარ ჭიკჭიკი, დაჟე კოჭლი მბაპეც გაახერხებს რაღაცას

  • Fc Barca Batumi
    10 იან 2026, 14:53

    დღეს ბარსა რეალს მიადუღებს…
    ფლიკი არ დაუშვებს შეცდომებს,,,

  • Barca
    10 იან 2026, 14:40

    👇🏽ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია:

    🎙️ „ბარსელონა ფავორიტია? ჩემთვის ფინალები განსხვავებულია. ფინალი ყოველთვის ფინალია, ხოლო რეალ მადრიდთან მატჩი განსაკუთრებული”

    🎙️ “ელ კლასიკო ის შეხვედრაა, რომლის ყურებაც მთელ მსოფლიოს სურს. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ მატჩის მოსაგებად და სწორედ ამიტომ მსგავს საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევთ”

    🎙️ “ახლა გუნდში ყველა მზად არის — იქნება ეს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა თუ უშუალოდ თამაშში მონაწილეობა. ყველა ფეხბურთელი ჩვენს გვერდითაა, გავი და კრისტენსენიც”

    🎙️ “ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს ფინალში. მადრიდს ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენც ძალიან ძლიერი გუნდი ვართ. მთელი მსოფლიო გვიყურებს.“

    🎙️ „ამ მომენტში მბაპე საუკეთესო ფორვარდია — ზუსტად ასეა. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და მსოფლიო დონის ფეხბურთელია”

    🎙️”ჩემი გუნდის მიმართ კარგი შეგრძნება მაქვს. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სურთ დაუმტკიცონ ეს გულშემატკივრებს, ოჯახებსა და კლუბს”

    🎙️ “ასევე საკუთარ თავსაც — რომ მათ შეუძლიათ ასეთი უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში.“

    🎙️”ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას, რას აკეთებდა მადრიდი, ეს ჩემი საზრუნავი არ არის”

    🎙️ “ყოველთვის მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ეს უბრალოდ ერთი მატჩია. გამარჯვება შეიძლება დამატებით თავდაჯერებას გაძლევდეს.“

    🎙️ “მეორე მხრივ, მარცხმაც შეიძლება მეტი ენერგია მოგცეს, რადგან კონცენტრაცია გაიზრდება, თუმცა ჩვენ ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობთ”

  • ☠️•Spooky•☠️
    10 იან 2026, 14:35

    წაასაკრებს თავს!დედა მოეტ***ებათ მთელი სეზონი. თავი უნდა შეაკლან და მოუგონ ამ ყველაფერზე წამსვლელ ბო*ებს.

  • araujo4
    10 იან 2026, 14:27

    რა ორგანიზმი აქ ამ მბაპეს ძმაო მე არ ვიცი.ჯერ განა რამდენი ტრავმა აქვს სულ მიღებული, ძირითადად მირკრო ტრავმები და მერამდენე შემთხვევაა როცა ვადაზე ადრე ბრუნდება.

  • Frenkie de Jong_
    10 იან 2026, 14:01

    🇳🇱 👀 ვან დე ვენი ბარსელონას რადარზეა!

    ფეხბურთელს ტოტენჰემის დატოვება სურს და პრიორიტეტად ბარსელონას განიხილავს.
    კლუბში მას რეალისტურ ვარიანტად მიიჩნევენ ძვირადღირებულ ალტერნატივებთან შედარებით. 💙❤️

    ✍🏼 @diariosport

    🔥 როგორ ფიქრობთ, მოუხდება ვან დე ვენი ბარსას დაცვას?

    ციტატა: La Pulga10
    უნდა ვიხმაროთ მბაპეიან მსაჯებიანა


    ჩემი ფავორიტი მიმია ეგ 🤣🤣 გოგოსიანა ბიჭიანა

  • Don_Andresito
    10 იან 2026, 13:36

    აი ღმერთი თუ იყურება და სამართალი აქ ჯერ უნდა წააგონ მწარედ და მერე მბაპეს ტრავმა ისე გაუმიმზდეს რო სეზონი დაასრულოს. მარა ვინაიდან ზედა ძალები მადრიდისტები არიან ყველა პირიქით მოხდება ისინი მოიგებენ და ჩვენ დავკარგავთ ვინმეს

  • Visca-barca
    10 იან 2026, 13:32

    lequipe-ის ინფორმაციით კილიან მბაპე ელ კლასიკოში მონაწილეობას ტკივილგამაყუჩებლებით აპირებს 💉💊
    კაროჩე ყველაფერს აკეთებენ ფინალი რო არ წააგონ დდდ ჟიმჟიმი აქ პაპა პერეს

  • LEVANII
    10 იან 2026, 12:51

    Მუხლის ტრავმა არ მგონია ეგრე მალე მოერჩინა მბაპეს, ალბათ რუდიგერივით ტკივილგამაყუჩებლით ათამაშებენ

  • La Pulga10
    10 იან 2026, 11:38

    უნდა ვიხმაროთ მბაპეიან მსაჯებიანა