2025-26 ფინანსური წლის ბოლო დღეს “ბარსელონა” ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას ოფიციალურად დაადასტურებს, რაც 2026-27 წლების სეზონის სახელფასო ფონდს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სამშაბათს, 30 ივნისს, 2025-26 ფინანსური წლის ბოლო დღეს, “ბარსელონას” ყურადღების ცენტრში ანდრეას კრისტენსენი და ანსუ ფატი იქნებიან. კატალონიური კლუბი დანიელი მცველის კონტრაქტის ორი სეზონით გახანგრძლივებას და ესპანელი თავდამსხმელის 11 მილიონ ევროდ გაყიდვას ოფიციალურად გამოაცხადებს. 30 წლის კრისტენსენთან კლუბში დარჩენაზე ყველაფერი შეთანხმებულია, რაც მიმდინარე სეზონში მისი ანაზღაურების საგრძნობლად შემცირებას ითვალისწინებს.
მცველი, რომელიც ჰანსი ფლიკის ნდობით სარგებლობს თავისი საიმედოობისა და უნივერსალურობის (ცენტრალურ მცველად და საყრდენ ნახევარმცველად თამაშის უნარის) გამო, გუნდს 2026-27 წლების სეზონის სახელფასო ხარჯის შემცირებაში დაეხმარება. შეთანხმება ორწლიანია, თუმცა პირველი სეზონის დასრულების შემდეგ ორივე მხარეს მეორე წლის გაუქმების უფლება ექნება.
ამავდროულად “მონაკოს” მიერ ანსუ ფატის გამოსყიდვის უფლების გამოყენებაც ოფიციალურად გაფორმდება. თავდამსხმელმა გასულ სეზონში საფრანგეთში იჯარით ყოფნისას თავისი თამაშით ყველა დაარწმუნა, რის შემდეგაც მან “მონაკოსთან” ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ლიგა 1-ში გატანილი 11 გოლის წყალობით, 23 წლის ანსუმ 2020 წლის ნოემბრიდან ტრავმებით გამოწვეული მძიმე პერიოდის შემდეგ ღიმილი კვლავ დაიბრუნა.
“ბარსელონა” ამ 11 მილიონ ევროს 2025-26 ფინანსური წლის დახურვაში დიდი ხანია ითვალისწინებს. ფატის წასვლა კლუბის სახელფასო ფონდს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან მისი მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე წლიურად 12 მილიონ ევროზე მეტ ანაზღაურებას ითვალისწინებდა.
მაგრად უმუშავიათ ამ ორ სიახლეზე და ახლა დაისვენებენ ერთი თვე მაინც გასიებული და მისი გოჭი😡
მაგრები ხართ თქვე კარგ მოტყნულებო, მაგრები😁
კრისტოს დატოვების აზრს ვერ ვხედავ მაგრამ რაცაა ეგაა
მცველია რა, სათადარიგოზე არ დაიტრამვება რაც მთავარია, ხანდახან მაინც ათამაშებს ფლიკი რო ფორმა შეინარჩუნოს.
🧠🧠🧠