workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი vs მბაპე – 9-2

იამალი vs მბაპე – 9-2

ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალი, რომელშიც ესპანეთმა საფრანგეთი 2-0 დაამარცხა.

ეს თამაში გუნდების მთავარი ვარსკვლავების, ლამინ იამალისა და კილიან მბაპეს მორიგი, რიგით მე-11 დაპირისპირება გამოდგა და “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევმა “რეალ მადრიდის” ვარსკვლავთან უპირატსეობა კიდევ უფრო გაზარდა.

იამალსა და მბაპეს შორის გამართული 11 შეხვედრიდან 9 ესპანელმა მოიგო, ხოლო 2 – ფრანგმა.

ეს დაპირისპირება 2023/2024 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაიწყო. იამალის “ბარსამ” “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად 3-2 დაამარცხა, მაგრამ შინ 1-4 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

შემდეგ იყო ლამინის ზედიზედ 6 მოგება – 4 “ბარსელონასთან” და ორიც ესპანეთის ნაკრებთან ერთად.

გასული სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” მბაპემ მოგების გემო გაიხსენა – 2-1. თუმცა მალევე, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში იამალის “ბარსამ” პრინციპული მეტოქე 3-2 დაამარცხა, ახლა კი ესპანელმა ფრანგს მსოფლიო ჩემპიონატზეც სძლია.

მოგებებისგან განსხვავებით გოლებში უპირატესობა კილიანს აქვს – 9-6.

იამალთან არცერთ მოგებას მბაპესთვის ტიტული არ მოუტანია, თავად ლამინი კი, 9 მოგებიდან შვიდმა იმ ტურნირის მოგებამდე მიიყვანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 09:02
    #20

    ოლმო ფორმაში პრაიმ ინიესტაა იმენა😂
    ტრანსფერები გაკეთდეს კიდევ და ჩლ უნდა წამოვიდეს კატალონიაში.

  • azulgerana
    azulgeranastar ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 04:39
    #18

    მეც.მაგას ვამბობ ლამინი მბაპეს უკანალში ისმევს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 03:32
    #16

    ლაპორტს ულაპარაკოდ მოვიყვანდი

    • Berlinetta
      Berlinettastar ლეგენდა
      schedule 15 ივლ 2026, 13:35
      #22

      რა ტალანტი დაიკარგა ისე, ტრავმები რო არა უძლიერესი მცველი იყო ყოველთვის

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 03:19
    #15

    კუბარსი არის ტურნირის მცველი 19 წლის დაუჯერებელია უბრალოდ.ტილიანი მართლა ჩაისვა ჯიბეში.👌🏻

  • PAU
    PAUeco ახალბედა
    schedule 15 ივლ 2026, 02:44
    #12

    ბიჭო ლაპორტი მოიყვანეთ ლაპორტიი 8 მილიონი ღირს ტიპი ითამაშებს მაღალ დონეზე კიდე მინიმუმ 2 სეზონი. როდრი რა კარგი იქნებოდა ისე თან დე ინგმა ტრავმა მიიღო გაუცდება დიდი ხანი.

    • araujo4
      araujo4local_fire_department კულე
      schedule 15 ივლ 2026, 03:00
      #13

      8 მილიონი სად ნახე?))

      • Bakero
        Bakerostar ლეგენდა
        schedule 15 ივლ 2026, 03:57
        #17

        Aymeric Laporte ჩაწერე გუგლში და ტრანსფერმარკეტს რომ ამოაგდებს იქ წერია … Rodri 50 მილიონი უწერია:)

        • GiorgiM4
          GiorgiM4eco ახალბედა
          schedule 15 ივლ 2026, 15:34
          #23

          მერე მანდ რაც წერია განა უეჭველი მაგ ფასად გაყიდიან

  • Moriarti
    Moriartiflag გულშემატკივარი
    schedule 15 ივლ 2026, 02:10
    #10

    არგენტინაც გავიდეს ფინალში და ვუყურებ წყნარად ნერვიულობის გარეშე რაც აქამდე არასდროს მომხდარა, 22ში ხო რავი ესე ალბათ ცხოვრებაში არ მინერვიულია

    • Robert lewandovski
      Robert lewandovskilocal_fire_department კულე
      schedule 15 ივლ 2026, 02:15
      #11

      საქმე იმაშია, რო მიუხედად იამალის და სხვა ჩვენი ბიჭების სიყვარულისა, როცა საქმე მესის ეხება და თან მისი ბოლო მსოფლიოა, და შეუძლია მეორე მუნდიალი მოიგოს და საბოლოოდ ჩააგდებინოთ ხმა კრიტიკოსებს (ისედაც ჩააგდებინა 4 წლის წინ) თუმცა ტიპს 39 წლის ასაკში აქვს შანსი პირადად მისი ძალისხმევით მოაგებინოს მსოფლიო, მართლა საოცრება იქნება და გულით მინდა ეს მოხდეს. იამალს და ამ თაობას კი ექნებათ ისედაც უამრავი შანსი, ესპანეთის ნაკრებს ისეთი თაობა ყავს ბევრი წლის განმავლობაში გააგრძელებენ დომინაციას.

      • Moriarti
        Moriartiflag გულშემატკივარი
        schedule 15 ივლ 2026, 03:10
        #14

        კი მეც არგენტინისკენ ვიქნები, ლეომ მინდა რო მეორეც მოიგოს და ესე ლამაზად წავიდეს მარა რომც ვერ მოიგოს ფინალი დიდათ არ ვინერვიულებ. მბაპესთან რო წაეგო მაგრათ გამიტყდებოდა.

  • araujo4
    araujo4local_fire_department კულე
    schedule 15 ივლ 2026, 01:55
    #8

    კუბარსი უმაღლესი დონე. ოლმო ჩემი აზრით საუკეთესო იყო დღეს. საოცარი ნიჭის პატრონია. კიდე კაი როდრი არ იყიდა რეალმა😁 ლუის დე ლა ფუენტე= ლუის დელ ბოსკე. წერტილი

    • nika 54
      nika 54star ლეგენდა
      schedule 15 ივლ 2026, 10:21
      #21

      ხოდა ჩვენ ვიყიდოთ, ეგეც და ლაპორტაც, რავიცი ჭკუა თუ აქვთ ლაპორტას და დეკუს.

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 01:54
    #7

    ჯერ სად არის წინ უამრავი კლასიკო გველოდება 👌🏻

  • neo222
    neo222star ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 01:51
    #6

    იამალი იმედია ფინალში გაიტანს. ესპანეთის გამჩერებელი არავინ არაა .ყველაზე ძლიერ ნაკრებს მოუგეს დომინაციით

    • Robert lewandovski
      Robert lewandovskilocal_fire_department კულე
      schedule 15 ივლ 2026, 02:01
      #9

      ესპანეთის გამჩერებელი არის და ეს არგენტინა და მესია, დარწმუნებული ვარ ხვალ სხვა არგენტინას ვნახავთ თუ ფინალში გავიდა იქაც, არავის ეგონოს რამეს დათმობდნენ.

      • ALBATROSS
        ALBATROSSeco ახალბედა
        schedule 15 ივლ 2026, 08:44
        #19

        სისულელეა ჯიგარო რაღამც მესი ჩვენია ნუ შეიქმნი ილუზიას ამხელა საფრანგეთი გააჩერეს და დომინანტური თამაში ითამაშეს და მარტო მესის ფაქტორი არარის კარგად იცი მესის რომ ამოკეტავდნენ ბარსელონაც კვდებოდა ასეა არგენტინა მესიზე თამაშობს სადაც მბაპე გააჩერეს იქ მესის გაჩერება არ გაუჭირდებათ და ჯერ ინგლის გაცდნენ კიდე სულ ეგვიპტე არ ეყოლებათ მეტოქე

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_shield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 01:38
    #5

    ბრავო ესპანეთს
    ამ გუნდს ვერავინ გააჩერებს
    ფინალში ესპანეთი- არგენტინა ჩემი ოცნებაა

    აქვე დანი ოლმოში ინიესტა ჩასახლდა ბოლო ორი თამაშია

  • JasoN
    JasoNshield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 01:32
    #4

    ჩემთვის არაფრის მომცემი სტატისტიკაა, რადგან ვერანაირად ვერ ვადარებ ერთმანეთს ისევე როგორც მესის და რანალდუს ვერასოდეს ვერ შევადარებ

  • PUIOL5
    PUIOL5flag გულშემატკივარი
    schedule 15 ივლ 2026, 01:26
    #2

    იამალმა უნდა მოუმატოს, დროა უკვე, აღარაა პატარა ბიჭი.

    • Robert lewandovski
      Robert lewandovskilocal_fire_department კულე
      schedule 15 ივლ 2026, 01:29
      #3

      არადა თავის საქმეს აკეთებს ტიპი, შეიძლება სტატისტიკა არ აქვს ამ მსოფლიოზე ისეთი როგორიც საჭიროა, თუმცა სისტემაში რაც ევალება აკეთებს, პენალტიც მისი დამსახურებით დაინიშნა და რავიცი. პირველი მსოფლიო აქვს ტიპს და რეალური შანსიც რო მოიგოს.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 15 ივლ 2026, 01:19
    #1

    რავიცი ისე იკრიჭებოდნენ, სადაც იამალმა მბაპე დაიჭირა იქ ი.არა მწარედ, კიდევ გააგრძელებს.