“ბარსელონა” განიხილავს ვარიანტს, სეზონის ბოლომდე იჯარით გაუშვას გუნდის ახალგაზრდა ტალანტი მარკ ბერნალი.
ბერნალი “ბლაუგრანას” პირველ გუნდში 2024/25 წლების სეზონში გამოჩნდა და თავიდანვე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მალევე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც წელიწადზე მეტი გაუცდა. დაბრუნების შემდეგ 18 წლის ფეხბურთელი “ბარსას” შემადგენლობაში პერიოდულად კი ჩნდება, მაგრამ საკმარის წუთებს ის მაინც ვერ იღებს.
“ბარსელონაში” როგორც სამწვრთნელო შტაბს, ასევე ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ბერნალი კლუბის მომავალია, თუმცა სეზონის ბოლომდე მისი იჯარით გაშვების ვარიანტს მაინც განიხილავენ. მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელმა დიდი რაოდენობით სათამაშო დრო მიიღოს.
Sport-ის ცნობით მარკის იჯარით დამატების დიდ სურვილს გამოთქვამს კატალონიური “ჟირონა”. ასევე არის ინტერესი ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბებისგანაც.
მოსალოდნელია, რომ “ბარსა” გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებს და ბერნალს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მას სხვა გუნდში საკმარისი რაოდენობის სათამაშო დრო ექნება.
ჟირონა კარგი ვარიანტია, ყურის ძირში გვეყოლება დასაკვირვებლად საჭიროა.
ჩემი აზრით უნდა დატოვონ
მკვდარი ჩემპიონატია ერედივიზიონი. იქიდან წამოსულთა 90% ვერ ამართლებს
ჟირონა კაი ვარიანტია. ექნება დრო. მარა პაბლო ტორე დაგვიჩაგრეს. ზოგადად ყველას თავისი აღზრდილისთვის ურჩევნია დროის მიცემა, ფასის გაზრდა და გაყიდვა. ამიტო იჯარას ჯობს გაიყიდოს 3 მილიონად 5 ად გამოსყიდვის უფლებით. კასადოს იმედიც არ მაქ. ერთ საყრდენზე ვიფიქრებდი ზაფხულში. ვინმე ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერზე. ისე როდრისაც ეწურება კონტრაქტი და ნეტა დაბრუნება არ უნდა სამშობლოში?
გამადიდებლით უყურებენ ტრავმა არ მიიღოს ყველა მატჩში. მაგის იმედზე კაცი ვერ იქნება.
ყველაზე კაი ვარიანტი გერმანიაა.
შტუტგარტში ან ფრანკპურტში გაუშვან.
ვალენსიაში გაანათხოვრონ
მკვდარი ჩემპიონატია ერედივიზიონი. იქიდან წამოსულთა 90% ვერ ამართლებს
ჟირონა კაი ვარიანტია. ექნება დრო. მარა პაბლო ტორე დაგვიჩაგრეს. ზოგადად ყველას თავისი აღზრდილისთვის ურჩევნია დროის მიცემა, ფასის გაზრდა და გაყიდვა. ამიტო იჯარას ჯობს გაიყიდოს 3 მილიონად 5 ად გამოსყიდვის უფლებით. კასადოს იმედიც არ მაქ. ერთ საყრდენზე ვიფიქრებდი ზაფხულში. ვინმე ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერზე. ისე როდრისაც ეწურება კონტრაქტი და ნეტა დაბრუნება არ უნდა სამშობლოში?
აიაქსში რო წავიდეს იჯარით კაი იქნება
ზუსტად ! იმ გუნდში უნდა გაუშვან იჯარით სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება რაც დღევანდელ ბარსაში გამორიცხულია დღევანდელი მარკ ბერნალის სათამაშო ფორმიდან და ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე ძალიან სუსტია კონკურენციაში