workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2007 წლის თაობა სულ უფრო ძლიერდება

2007 წლის თაობა სულ უფრო ძლიერდება

bolt მოკლედ
"ლა მასიას" 2007 წლის თაობა ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით "ბარსელონას" პირველ გუნდში სულ უფრო მეტად ძლიერდება. ლამინ იამალის, პაუ კუბარსისა და მარკ ბერნალის შემდეგ, ძირითად გუნდში თავი კიდევ ერთმა თანატოლმა - უნივერსალმა ჩავი ესპარტმა დაიმკვიდრა.

“ლა მასიას” ტალანტების აღზრდის უნარი კვლავ უმაღლეს დონეზეა, ჰანსი ფლიკი კი მზადაა, “ბარსელონას” პირველ გუნდში ახალგაზრდებს შანსი თამამად მისცეს. კლუბის რიგებში 2007 წელს დაბადებულთა განსაკუთრებული თაობა მკვიდრდება – თაობა, რომელიც უდიდესი ოსტატობითა და პოტენციალითაა სავსე.

გზა აკადემიიდან პირველ გუნდამდე

ამ თაობიდან პირველი ლამინ იამალი გამოჩნდა, რომლის დებიუტიც ჩავი ერნანდესის მწვრთნელობისას, 2022/23 წლების სეზონში შედგა. მომდევნო სეზონში მან გუნდში ადგილი მყარად დაიმკვიდრა, პარალელურად კი კიდევ ერთი ტალანტი გამოჩნდა – პაუ კუბარსი, რომელსაც 17 წლის ასაკში უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჰქონდა დებიუტი.

ჰანსი ფლიკის მოსვლას ნახევარდაცვაში მარკ ბერნალის გამოჩენა მოჰყვა, თუმცა მალევე მუხლის მძიმე ტრავმამ ის ერთ წელზე მეტი ხნით ჩამოაშორა მოედანს. ახლა ბერნალი სრულად გამოჯანმრთელებულია, საუკეთესო ფორმას უბრუნდება და პირველი გუნდის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.

2007 წლის თაობის უახლესი წარმომადგენელი კატალონიელი მცველი ჩავი ესპარტია. ახალგაზრდა უნივერსალის დებიუტი პირველ გუნდში გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ შედგა. მიმდინარე სეზონში კი, წინასასეზონო ეტაპზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, ის კუბარსის, ლამინ იამალისა და ბერნალის გვერდით პირველი გუნდის ოფიციალური წევრი გახდა.

ჩავი ესპარტი – უნივერსალური არჩევანი

გასულ სეზონში ფლიკი ესპარტს მარჯვენა მცველად ათამაშებდა, თუმცა ვილასარ დე მარში დაბადებულმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში თავისი მრავალმხრივობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა: გამპერის თასზე “ალ აჰლის” წინააღმდეგ ნახევარდაცვაში იასპარეზა, ხოლო ლა ლიგაში “ელჩესა” და “ატლეტიკის” წინააღმდეგ მარცხენა მცველის პოზიცია დაიკავა.

“ძმების ორდენი”

ლამინ იამალი, მარკ ბერნალი, პაუ კუბარსი და ჩავი ესპარტი “ლა მასიაში” ერთად გაიზარდნენ. ისინი 2019/20 და 2020/21 წლების სეზონებში 14-წლამდელთა გუნდში ერთად თამაშობდნენ არნაუ ბლანკოს ხელმძღვანელობით, რომელიც დღეს ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბის წევრია.

ოთხივე მათგანი 14-წლამდელთა გუნდს საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა: კუბარსი დაცვას ლიდერობდა, ბერნალი – ნახევარდაცვას, ესპარტი გუნდს იქ ავსებდა, სადაც საჭირო იყო, ლამინ იამალი კი გოლების გატანაზე ზრუნავდა.

2025/26 წლების სეზონში ამ ოთხეულმა პირველ გუნდში ერთად პირველი საერთო ტიტულიც იზეიმა, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდი” 2-0 დაამარცხეს და ფლიკის გუნდს ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული შეუნარჩუნეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • cruyff9
    cruyff9star ლეგენდა
    schedule 28 აგვ 2026, 21:05
    #1

    ის გრძელთმიანი ვერ განვითარდა?სადაა ეხლა