workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ატლეტიკთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკი ატლეტიკთან თამაშის შემდეგ

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” 2026/27 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩში “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 2-0 დაამარცხა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი ფეხბურთელების ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა, თუმცა აღნიშნა, რომ კატალონიელებს გაუმჯობესების პოტენციალი ჯერ კიდევ აქვთ.

“ჩვენ კარგად ვითამაშეთ. რაც ვნახე, მომეწონა, მაგრამ კიდევ შეგვიძლია გაუმჯობესება. პოტენციალი გვაქვს. ამჟამად ჩვენი თამაშის დონე მომწონს, მაგრამ წინსვლა გვჭირდება, რაც ნორმალურია. მსოფლიო ჩემპიონატის გამო შეზღუდული მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. პირველ ორ მატჩში 6 ქულა ძალიან კარგი შედეგია.”

მან ასევე ისაუბრა გუნდურ მენტალიტეტსა და ფიზიკურ კონდიციებზე:

“როგორც იცით, ინდივიდუალურად ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს. ვფიქრობ, როგორც გუნდმა კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, თუმცა საბოლოოდ ძალიან კარგ გუნდს დავუპირისპირდით. სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით და რაც დღეს ვნახე, ნამდვილად ფანტასტიკური იყო. ვფიქრობ, ლამინისთვის 90 წუთის თამაში კარგი იყო, რადგან ამ პირობებში ფიზიკურ ასპექტსაც ვაუმჯობესებთ. დღეს სწორედ ეს იყო იდეა. ცხადია, ბოლოს ყველა მოთამაშე ძალიან დაიღალა, მაგრამ ეს ნორმალურია – ეს ფეხბურთია და ჩვენ ყველაფერს ვიღებთ, რაც შეგვიძლია.”

ენტონი გორდონი და ჩავი ესპარტი

ფლიკმა განსაკუთრებული ყურადღება ენტონი გორდონისა და ჩავი ესპარტის თამაშზე გაამახვილა:

“გორდონი? ის ზუსტად ისეთია, როგორსაც ხედავთ. მისი სისწრაფე, შესრულების ძალა და მაღალი ტემპი ჩვენთვის ძალიან კარგია. ზუსტად ამას ვითხოვთ მისგან. ის გუნდთან ერთად მხოლოდ ორნახევარი კვირაა იმყოფება, ამიტომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლის პოტენციალი აქვს და ჩვენ ის სწორედ ამ დონეზე გვჭირდება.”

რაც შეეხება ესპარტს, რომელმაც პირველი გუნდის სრულუფლებიანი მოთამაშის სტატუსით სადებიუტო მატჩი ჩაატარა:

“ძალიან ვაფასებ იმას, რასაც ვხედავ და ცოტათი გაკვირვებულიც ვარ იმით, თუ როგორ თამაშობს ის მარცხენა მცველად. არ ვიცი, აქამდე რამდენი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ის შესანიშნავად მუშაობს, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. მისი ტექნიკა დაცვასა და შეტევაში ძალიან მაღალია და ყოველთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულია. ტაქტიკურად ბრწყინვალეა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასაც, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებს, განვითარების სივრცე აქვს.”

როდრი, ბერნალი და რაფინია

“ბარსელონას” რიგებში როდრის დებიუტსა და ახალგაზრდა მარკ ბერნალის თამაშზე მწვრთნელმა დასძინა:

“ყველა ბედნიერია, რომ როდრი ‘ბარსელონას’ მაისურით თამაშობს. ის იდეალური ფეხბურთელია ჩვენი ფილოსოფიისა და სათამაშო სტილისთვის. მარკ ბერნალმაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.”

კაპიტან რაფინიასთან დაკავშირებით გერმანელის თქმით, მის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს:

“არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე თამაშობს რაფინია, ჩემთვის მთავარია ის, რასაც მოედანზე აჩვენებს. გულშემატკივრებს მასთან და გუნდთან კავშირი აქვთ. შესანიშნავი ატმოსფერო გვაქვს და სწორედ ესაა მნიშვნელოვანი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • LEVANII
    LEVANIIflag გულშემატკივარი
    schedule 28 აგვ 2026, 11:49
    #4

    Ესპარტი ძალიან მაგარი გვყავს ეგ მარტო ბალდეს კი არ შეცვლის კანსელოსაც ამოაგდებს ძირითადიდან. Ყველაფერი კარგად მიდის ერთადერთი ჰამზა მადარდებს სათამაშო წუთებს რომ არ იღებს. ფლიკი აშკარად რაფინია ფერმინს ტესტავს ცრუ ცხრიანზე ორივე თამაშში რაფინია ოლმოთი შეცვალა და ფერმინი აწია წინ. Ჰამზა იჩაგრება ამ სისტემაში არადა დარწმუნებული ვარ გვექნება ისეთი თამაშები სადაც მისი სტილის ფორვარდი დაგვჭირდება

  • ALBATROSS
    ALBATROSSeco ახალბედა
    schedule 28 აგვ 2026, 11:32
    #1

    ესპარტი მეც მაგრად მომწონს თუმცა ეგეთი შეცდომებისგან თავი შეიკავის უნდა რომ არა მარტინი გააგდება უეჭველი ბოლო იმედის ჯარიმაზე… სხვა პონტში რავი ძალიან კარგია დაცვაც შეტევაც იცის და რაც მთავარია რბილი პასი აქვა გადაცემის მხრივ ბალდე რომ სწორხაზოვანია და მეტოქეს ურახუნებს ბურთს ყოველი ჩაწოდების მცდელობაზე… არ ფაფხურობს და რავი პედრის სტილს წააგავს სხვათაშორის

    • walker599
      walker599shield ვეტერანი
      schedule 28 აგვ 2026, 11:41
      #3

      ხერარდ მარტინზე დებილი ფეხბურთელი არ მახსენდება, ჟერარ მატიეც კი ჯობია მაგას, გუშინ მაგან მიქარა ის მომენტი ესპარტმა რო ყვითელი აიკიდა, ცენტრ მცველი მოსაყვანია თორე დაგვღუპავს ეგ ქლიბი