ზუსტად 52 წლის წინ, 1973 წელს, იოჰან კრუიფმა თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი შეაგდო “ატლეტიკოს” კარში. სხვადასხვა წყაროები გვარწმუნებენ, რომ სწორედ ამ გოლის შემდეგ შეარქვეს იოჰანს “მფრინავი ნიდერლანდელი”, ხოლო თავად გოლს – “ფანტომის გოლი” და “შეუძლებელი გოლი” (El Gol imposible) უწოდეს.
ეს გოლი იოჰან კრუიფმა თავის სადებიუტო სეზონში შეაგდო. მოვიდა როგორც მესია, ბარსას 14 წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა ლა ლიგის ტიტული. მართალია “ბარსელონაში” ძირითადად ცხრა ნომერს ატარებდა, მაგრამ 14 მაინც მის მაგიურ რიცხვად დარჩა. მეთხუთმეტე ტურში ბარსამ “ატლეტიკო” 2:1 დაამარცხა. კრუიფმა ანგარიში რეშაკის ჩაწოდების მერე გახსნა, მოგვიანებით კი თავად რეშაკმაც შეძლო გატანა. (რეშაკს ბევრი სიკეთე აქვს კლუბისთვის გაკეთებული, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის იყო კაცი, ვინც ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი გაუფორმა).
ახლა ასეთი გოლი არავის უკვირს, მაგრამ თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ესპანურ პრესაში დაიწერა. Marca წერდა:
“Un Gol Imposible” – შეუძლებელი გოლი.
“Cruyff Jugo a otro deporte”, – კრუიფი სხვა სპორტს თამაშობს.
ქებად დაიღვარა კიდევ ერთი ცნობილი ესპანური გამოცემა AS:
“როცა ინსტიქტი ამარცხებს ლოგიკას”
ბარსელონური Mundo Deportivo წერდა:
“ახალი ეპოქის სიმბოლო” – ზუსტად მოარტყეს. ნამდვილად ასეა.
“გადაყარეთ ტაქტიკის დაფები, კრუიფი დაფრინავს”
“დირიჟორის ერთი გასმა” – იყო ნახსენები სტატიაში. ეს ერთი შეხებით გატანილი გოლი დირიჟორის აქნეულ ხემს შეადარეს, რომელიც რადიკალურად ცვლის მუსიკის ჟღერადობასა და დინამიკას.
გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო პრესაშიც, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა L’Equipe:
“კრუიფი დროსა და სივრცეში – თამაში წარმოსახვით”
La Gazzetta Dello sport – “ანტი იტალიური ამბავი – კრუიფმა მცველებს დაცვის უნარი წაართვა”
The Guardian – “ესპანურ ფეხბურთში გამოჩნდა ისეთი ნიშნები, რომელიც ინგლისურს აღემატება. იოჰან კრუიფი ფეხბურთის ევოლუციას სათავეში ჩაუდგა”.
შეუდარებელი ტიკი ტაკა,ხომ მისი დიდებული ფილოსოფიის ნაწილი იყო.
ძალიან დიდი იყო იოჰანი
ხოდა კრუიფის გოლსაც სწორედ ამ ხომალდთან არსებული ლეგენდის გამო შეარქვეს.
იამალის მომენტზე წითელი არ უნდა მიეცათ თამაში გააფუჭაო 😂😂😂😂
ტიპს 4 მინ თამაშის ბანი უნდა დაადოონ ისე ითამაშა და არ იყო საწითლლეოოო..
და ასენსიომ რაც გააკეთა ალავესთან თამაშში ის არ იყოო საერთოდ ფეხბურთიდან მოსაკვეთიო?
როსელს უთქვია სასამართლოზე: ნეგრეირა სამსაჯო კომიტეტში ბოლო კაცი იყო თანამდებობითო, მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე კი თავისი კოლექტივიანად 100% რეალის ფანები იყვნენო. მოიყვანონ ყველაზე დიდი და ავტორიტეული მსაჯები და ანახონ ნებისმიერი თამაში, რომელზეც რეალს პრეტენზია აქვს და მათ დადონ ობიექტური დასკვნა ეხმარებოდა თუ არა მსაჯი ბარსელონასო.
ქვეყანამ შეიცვალა სახელი და
კარიბრის ზღვის მეკობრეები ჰოო ის მართლაც ლეგენდარული გემია თავისი ისტორიიდან გამომდინარე ნუ რეალურ სამყაროში თორე ფილმი სხვაგვარადაა
გამარჯობა. ძალიან დიდი შეცდომაა "მფრინავი ნიდერლანდელი". ეს სახელი ლეგენდარული ხომალდიდან მოდის, რომელსაც ერქვა "მფრინავი ჰოლანდიელი".
იმენა სექტააა ჰალამადრიდი,
იამალის მომენტზე წითელი არ უნდა მიეცათ თამაში გააფუჭაო 😂😂😂😂
ტიპს 4 მინ თამაშის ბანი უნდა დაადოონ ისე ითამაშა და არ იყო საწითლლეოოო..
ამ გოლის შემდეგ კრუიფს მფრინავი ჰოლანდიელი შეარქვეს. სხვა საქმეა, რომ ქვეყანამ სახელი შეიცვალა და ნიდერლანდები გახდა. მე მაინც მგონია მფრინავი ჰოლანდიელი უფრო ლამაზად ჟღერს. ბოლოს და ბოლოს როცა ეს გოლი გაიტანა ქვეყანას ხომ ჰოლანდიაც ერქვა. სსეც ვიტყვი ყოველთვის ამ გოლის მოგონებისას.